Categories
სკოლა ანაბასისი

ინგლისურ ენაში წამყვანი პედაგოგის მიერ ჩატარებული გაკვეთილი

სკოლა ანაბასისის ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი ინგლისურის წამყვანი მასწავლებლის ეკატერინე ჩაჩიბაიას მიერ მე-6 კლასში ჩატარებულ გაკვეთილს დაუკვირდა და შეაფასა. სამიზნე ცნება ზეპირი კომუნიკაცია, მიზანი : მოსწავლეების მიერ პრეზენტაციის შექმნა და მოხსენების წაროდგენა პოსტერის საშუალებით. გაკვეთილზე განხორციელდა კომპლექსური დავალების ,, დედამიწის დღე” ერთ-ერთი ეტაპი. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ოთხი საინტერესო პოსტერი , რომლებშიც პასუხები გასცეს კითხვებზე, რა არის დედამიწის დღე, როდიდან აღინიშნება, რატომ არის მნიშვნელოვანი მისი აღნიშვნა, როგორ და რა მეთოდებით გავხადოთ ყოველი დღე დედამიწის დღე, რა არის გარემოს დაბინძურების მიზეზები და პრობლემების გადაჭრა რა გზებით შეიძლება. თავიანთ მოსაზრებებს არგუმენტირებულად ასაბუთებდნენ ინგლისურ ენაზე გამოიყენეს ნასწავლი ლექსიკა და გრამატიკა, ზეპირმეტყველების არავერბალური კომუნიკაციის ხერხები, ინტონაცია, მახვილი, პაუზა, ხმის ტემბრი, მეტყველების ტემპი. გაკვეთილის ბოლო ეტაპზე მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს მარადმწვანე ხე მცენარე, რომლის დაცვასა და მოვლა-პატრონობაზე თავად იზრუნებენ. წარმატებები მასწავლებელს და მოსწავლეებს.

Categories
სკოლა ანაბასისი

2 აპრილი ,,აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა”

2 აპრილი ,,აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა”- ეს დღე აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხდა გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ, რასაც ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. ანაბასისის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა ეკოკლუბის წევრებთან ერთად სასკოლო პროექტის „ჯანსაღი ცხოვრება უალტერნატივოა “ ფარგლებში, საზოგადოების ინფორმირებულობისა და აუტიზმის ცნობადობის ამაღლების კუთხით მოამზადეს და გაავრცელეს საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტები. მომზადდა საინფორმაციო გაზეთი და გამოიკრა კლუბის საინფორმაციო კედელზე.#აუტიზმისცნობადობისამაღლებისმსოფლიოდღე

Categories
სკოლა ანაბასისი

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარდა

2022 წლის 31 მარტს ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან – 83, საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებიდან კი 31 წელი გავიდა.ანაბასისელებმა დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის და ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, ეროვნული გმირის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს. მოსწავლეებმა ზვიად გამსახურდიას დაბადების დღის და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება/განხილვის შემდეგ დისკუსია მოაწყვეს, სადაც ისაუბრეს ზვიად გამსახურდიას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მის როლსა და დამსახურებაზე საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში, იმსჯელეს 1991 წლის რეფერენდუმის მნიშვნელობაზე.31 მარტი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. 31 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაიმართა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი, რომლის შედეგების საფუძველზე უზენაესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და გაათავისუფლა საქართველო 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციიდან. შემთხვევით არ არის, რომ კონსტიტუციით დაცული საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი სწორედ 31 მარტის რეფერენდუმს ეყრდნობა.

Categories
სკოლა ანაბასისი

სტუმრობა ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატულ თეატრში

25 მარტს ანაბასისელები ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატულ თეატრს ესტუმრნენ , სადაც მორიგი პრემიერა გაიმართა, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების „ნუ გააღვიძებ“ მიხედვით. სპექტაკლმა მოსწავლეებზე უდიდესი გავლენა მოახდინა და ბევრ საკითხზე დააფიქრა ისინი.სპექტაკლისგან მიღებული შთაბეჭდილებები და ემოციები ახალგაზრდებმა კულტურისა და დასვენების ბაღში გამართულ შეხვედრაზე გაუზიარეს ერთმანეთს.მადლობა უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატულ თეატრს საინტერესო წარმოდგენისთვის.

Categories
სკოლა ანაბასისი

ეკოკლუბის წევრებმა გადაწყვიტეს ზესტაფონში არსებულ დღის ცენტრში მორიგი ვიზიტი განეხორციელებინათ

ჩვენი თბილი მასპინძლები! სამოქალაქო განათლების და ეკოკლუბის წევრებმა გადაწყვიტეს ზესტაფონში არსებულ დღის ცენტრში მორიგი ვიზიტი განეხორციელებინათ. მათ ცენტრში გულთბილად დახვდათ ორიონის დამფუძნებელი ქალბატონი ჟანა ფერაძე, რომელმაც სტუმრებს გულთბილად უმანსპინძლა. ცენტრი ზესტაფონში 2004 წლიდან არსებობს. ბევრი პრობლემისა და წინააღმდეგობის მიუხედავად იგი დღეს ერთ-ერთი მძლავრი ცენტრია რეგიონში, არაერთი პროექტის გამარჯვებულია, კარგად აღჭურვილი ინფრასტრუქტურით. საქმის პროფესიონალი და ენთუზიაზმით სავსე მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული გუნდი, თავის აღსაზრდელებს აკადემიური უნარების გარდა პროფესიულ უნარებსაც უვითარებს, აქ მათ პოლონელი ტრენერებისაგან გადამზადებული მაღალკვალიფიციური მასწავლებლები უტარებენ ისეთ თერაპიებს, როგორიცაა თომატის თერაპია და ბიოფიტბექი, ფუნქციონირებს ,,სამყაროს გამოცდილების ოთახი”. სტუმრებმა ქალბატონ ჟანასთან ერთად კიდევ ერთხელ დიდი ინტერესით იმოგზაურეს მშვენიერ სამყაროში, სადაც გამოფენილია ბავშვების ფანტაზიითა და ხელით შექმნილი საოცარი ნაკეთობები. თანატოლების ვიზიტმა და მათი ხელთნაკეთი ნივთების საჩუქრად გადაცემამ გაახარა მასპინძლები, დაიგეგმა მომავალი ვიზიტი ორიონში. სითბო და სიყვარული უხვად გამოატანეს ორიონელებმა! მადლობა მათ გულთბილი მასპინძლობისათვის. კლუბის მეურვეები ქეთევან ედიბერიძე, თეა სამხარაძე, თამარ მალაღურაძე.

Categories
სკოლა ანაბასისი

”ეს თქვენ პოლიეთილენის ბოთლისათვის!”

”ეს თქვენ პოლიეთილენის ბოთლისათვის!”… ,,ეს თქვენ პოლიეთილენის ბოთლისათვის!” ეკოკლუბ ანაბასისის წევრები N12 მიზანს გაეცვნენ. მდგრადი მოხმარება გულისხმობს სერვისებისა და შესაბამისი პროდუქტების ისეთ გამოყენებას, რომელიც პასუხობს საბაზისო საჭიროებებს და რომელიც ადამიანთა სიცოცხლის ხარისხს აუმჯობესებს. ეკოკლუბის წევრების მიერ მე-6 კლასის მოსწავლეებთან სემინარის ჩატარება პოლიეთილენის უარყოფითი გავლენის შესახებ ერთგვარი ინსპირაცია აღმოჩნდა. პოლიეთილენის უკვე გამოყენებული ნივთებიდან ბოთლებიდან, თეფშებიდან, ჭიქებიდან მე-6 კლასელებმა სხვადასხვა ნივთები დაამზადეს და ნაგავსაყრელის ნაცვლვლად მათმა ნაკეთობებმა საკლასო ოთახები გაალამაზეს. მოსწავლეებს თავიანთი შემოქმედება იმდენად მოეწონათ, რომ გადაწყვიტეს წამოიწყონ აქცია სკოლის მოსწავლეებისათვის და არა მარტო მათთვის, ”ეს თქვენ პოლიეთილენის ბოთლისათვის!”, რაც ითვალისწინებს, ყველას ვინც მათ პოლიეთილენის ბოთლს მიუტანს საჩუქრად გადასცენ თავიანთი დამზადებული აქსესუარები. ეს ხელს შეუწყობს პოლიეთილენის ბოთლების მდგრად მოხმარებას და მცირეოდენ წვლილს შეიტანს გარემოს ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებაში.

Categories
სკოლა ანაბასისი

,,არა პოლიეთილენს”

შესაფუთი მასალა სახამებლიდან… შესაფუთი მასალა სახამებლიდან! ყველაზე დიდი რაოდენობით პოლიეთილენი შესაფუთ მასალად გამოიყენება. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც მკვლევართა კლუბის წევრებიც არიან და ეკოკლუბის წევრებიც პროექტის ,,არა პოლიეთილენს” განხორციელება დაიწყეს. პლასტმასები ეს ბუნების თანამედროვე უბედურებაა, სკოლაში მოქმედმა მკვლევართა კლუბმა გასულ წელს დაიწყო ბიოდაშლადი თვისებების მქონე შესაფუთ მასალებზე ფიქრი. ახლა კი მათ ეკოკლუბიც შეუერთდა, მით უფრო რამდენიმე მოსწავლე ორივე კლუბის წევრია. პროექტის მონაწილეები გაეცვნენ ბიოპლასტმასების მიღების ისტორიას, წარმოებას. ბიოპლასტმასების მიღების ისტორიასთან ერთად, გაითვალისწინეს ჩურჩხელებისა და ტკბილიკვერის დამზადების ქართული ტრადიციული გამოცდილება, შესაფუთი მასალის დასამზადებლად გამოიყენეს სახამებელი, წყალი, გლიცერინი, სუფრის ძმარი ან ლიმონჟავა, საკვები საღებავები. მოცემული ინგრედიენტების ერთობლიობამ მაღალ ტემპერატურაზე მოახდინა სახამებლის მოდიფიცირება. მიღებული მასალიდან დამზადებული შესაფუთი ,,აფსკები”- ბიოპლასტმასებით სინთეზური მასალის შეცვლის ერთ-ერთი ალტერნატიული საშუალებაა.

Categories
სკოლა ანაბასისი

,,წყალი სიცოცხლეა! – გავუფრთხილდეთ მას!”

,,წყალი სიცოცხლეა! – გავუფრთხილდეთ მას!”… 6 დეკემბერს ეკოკლუბ “ანაბასისის” მიერ ორგანიზებულ იქნა კონფერენცია სლოგანით ,,წყალი სიცოცხლეა!”- გავუფრთხილდეთ მას!” კონფერენციაზე საინტერესო პროექტები წარმოადგინეს კლუბის წევრმა ელენე მელაძემ, რომელმაც თანატოლებს მიაწოდა ინფორმაცია წყლის მნიშვნელობაზე ადამიანისათვის და ზოგადად ბიოსისტემისათვის, მაგრამ საგანგაშო მდგომარეობაა. წყლის რესურსების გლობალური კრიზისი საკმაოდ ძლიერდება, როგორ შეიძლება ვიცხოვროთ უწყლოდ? როდესაც ტერიტორიაზე შრება წყალი, ადამიანთა უმეტესობას წასვლა მოუწევს. მან მოიტანა ფაქტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სად არის წყლის რესურსები ყველაზე მეტად დაბინძურებული. საქართველოში არსებული სიტუაციაც მიმოიხილა, რომელიც ნამდვილად არ არის დამამშვიდებელი. კლუბის წევრი ქეთი ცერცვაძე თავის პრეზენტაციაში იმ საკანონმდებლო ცვლილებებს შეეხო, რომელიც საქართველოში იქნა მიღებული წყლის დაცვასთან დაკავშირებით. მათი შესრულება შეიძლება იყოს საქართველოს წყლის რესურსების მართვის სექტორისთვის დამახასიათებელი სერიოზული პრობლემების მოგვარების შესაძლო გზა, რომელთაგან უმთავრესი წყლის დაბინძურება და წყლის რესურსების არაეფექტური გამოყენებაა. ამასთანავე კიდევ არ არის გაცნობიერებული წყლის რესურსების მართვის გამართული სისტემის არსებობის მნიშვნელობა. თუმცა წყლის ხარისხი და წყლის ხელმისაწვდომობა ახლო მომავალში ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდება. კლუბის წევრმა ანასტასია ჯაფარიძემ ისაუბრა იმ სავალალო შედეგებზე, რომელიც წყლის დაბინძურებამ გამოიწვიოს. ასევე აღნიშნა, რომ ჩვენთვის მოწოდებული წყლის ხარისხზე კონტროლი ისევე გასაიდუმლოებულია, როგორც ბევრი სხვა რამ. ადრე ეს ინფორმაცია ქვეყნდებოდა და გვქონდა საშუალება, გაგვეგო, თუ როგორი ხარისხის წყალს ვიღებდით. დღეს ეს თემაც დახურულია. ვინ ამოწმებს სასმელი წყლის ხარისხს, როგორ და რანაირად, ინფორმაცია არ არის. 18 სექტემბერი წყლის მონიტორინგის დღეა. მისი დაწესება კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მნიშვნელოვანია წყლის ხარისხზე კონტროლი. კონფერენცია ინტერაქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. დაიგეგმა: ჩატარდეს სკოლის მოსწავლეების გამოკითხვა წყლის რესურსის მიზნობრივ და ეკონომიურ გამოყენებაზე, მოეწყო ექსკურსია,(რეგულაციების წესების დაცვით) ქალაქის წყალსადენ სადგურში, რათა ადგილზე გაეცნონ მოსწავლეები, როგორ ხდება წყლის გასუფთავება და სასმელად მიწოდება მოსახლეობისთვის. კონფერენცია შეაჯამეს კლუბის ლიდერმა პედაგოგებმა.

Categories
სკოლა ანაბასისი

,,წყალი, სანიტარია და ჰიგიენა”

,,წყალი, სანიტარია და ჰიგიენა”… სკოლა ანაბასისის ეკოლოგთა კლუბი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილეებისთვის გამოცხადებულ კონკურსში ,,წყალი, სანიტარია და ჰიგიენა” ჩაერთო. წყალი დედამიწაზე სიცოცხლის მთავარი წყაროა, რომელიც სხეულის დიდ ნაწილს შეადგენს. წყლის დაბინძურება მთლიანად სიცოცხლის დაბინძურებაა. სუფთა წყალი დედამიწაზე სიცოცხლის გასაგრძელებლად და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. სიცოცხლის დასაცავად წყლის დაცვა აუცილებელია და ეს მთავარი პასუხისმგებლობაა. ეკოკლუბის წევრებმა და მკვლევართა კლუბმა წყლის კვლევა მოახდინეს. გამოიყენეს ,,სკოლის შეფასების კითხვარი”, მიმართეს სკოლის ადმინისტრაციას თხოვნით. მიიღეს ნებართვა და დაიწყეს მოკვლევა რა სახის წყალი მოიხმარება სკოლაში, გამოიყენება თუ არა რეზერვუარის წყალი და არის თუ არა რეზერვუარი სათანადოდ დახურული, რისთვის გამოიყენება სკოლაში არსებული წყალი, კვირაში რამდენი დღე და დღეში რამდენი საათი ფუნქციონირებს წყლის მიწოდება. როდესაც წყლის მიწოდების წყარო ფუნქციონირებს, თუ მიეწოდება საკმარისი წყალი სკოლას სასმელად, ხელების დასაბანად და საჭმლის მოსამზადებლად, თუ წარმოებს სკოლაში არსებული წყლის გაწმენდა რაიმეს საშუალებით, რათა გახდეს ის სასმელად უსაფრთხო. თუ წყალი ყოველთვის არ იწმინდება, რატომ. თუ ხდება სკოლაში წყლის გაწმენდა დალევის წინ და როგორ. თუ მოაქვთ ბავშვებს წყალი დასალევად და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები დაუსვეს კლუბის წევრებმა თავიანთ რესპოდენტებს სკოლის ფინანსურ დირექტორს, სამნეო ნაწილის გამგეს, სკოლის სამზარეულოს თანამშრომლებს. ჩაინიშნეს მიღებული პასუხები. დაათვალიერეს სასმელი წყლის წერტილები სკოლის შენობაში, სკოლის გარეთ, ეზოში, სველი წერტილები ტუალეტებში. მიღებულ მონაცემებს კლუბის წევრები დაამუშავებენ, გაანალიზებენ და სასკოლო საზოგადოებას გააცნობენ.

Categories
სკოლა ანაბასისი

ვასწავლოთ თამაშით ინგლისური ენა უმცროს მეგობრებს

ვასწავლოთ თამაშით ინგლისური ენა უმცროს მეგობრებს!… ინგლისური ენა სკოლა ანაბასისში პრიორიტეტულია. მისი შესწავლა პირველი კლასიდანვე ხდება. დაწყებით საფეხურზე უცხოური ენის სწავლა-სწავლების პრიორიტეტული მიზნებია: -მოსწავლის ენობრივი ცნობიერების ამაღლება; -ენობრივ-კულტურული გამოცდილების გამდიდრება; – ენის სწავლის უნარ-ჩვევების განვითარება. დაწყებით საფეხურზე სწავლა-სწავლების მნიშვნელოვანი ამოცანაა თითოეული მოსწავლის მოტივაციის ამაღლება. მოზარდებმა უნდა შეიყვარონ უცხოური ენის სწავლის პროცესი. ენის შესწავლას სიძნელეები ახლავს თან. პატარებს უჭირთ სახლში დამოუკიდებლად მუშაობა. ეკოკლუბ ,,ანაბასისის” წევრებმა გადაწყვიტეს დაეხმარონ უმცროს მეგობრებს ენის შესწავლაში. მათ ყველაზე უკეთ იციან კონკრეტულად სად და რა უჭირთ პატარებს ინგლისური ენის შესწავლის ამ ეტაპზე. ეს პერიოდი მათ უკვე გავლილი აქვთ. მათ გადაწყვიტეს უცხოური ენის სწავლების ოთხი მიმართულებიდან დაეწყოთ ერთ-ერთზე მუშაობა – ზეპირი მეტყველება(მოსმენა და ლაპარალი), ზეპირი მეტყველება აერთიანებს ორ სამეტყველო აქტივობას(მოსმენას/მოსმენა-ყურებასა და ლაპარაკს) და ამ სამეტყველო აქტივობათა თანმხლებ სტრატეგიებს, რომლებიც მოსწავლეს უადვილებს საკომუნიკაციო მიზნების მიღწევას. ამ ეტაპზე მოსმენას, როგორც უცხოური ენის ათვისების მთავარ არხს, პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება. ეკოკლუბელებმა კონსულტაცია გაიარეს როგორც თავის ინგლისურის პედაგოგ ეკატერინე ჩაჩიბაიასთან, ასევე დაწყებითი კლასების ინგლისურის პედაგოგ სალომე კაკაურიძესთან. რესურსად აირჩიეს რამდენიმე წუთიანი ინგლისურ ტიტრიანი კომიქსები. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სიტყვიერ ჯაჭვში ბგერების, სიტყვების, მარტივი წინადადებების მოსმენით გარჩევას; უცხოური ენისათვის დამახასიათებელ ჟღერადობებზე სმენის გამახვილებას, რაც აუცილებელია გაგების უნარისა და სწორი გამოთქმის ჩამოსაყალიბებლად. რადგან ტექსტებს ახლდა თვალსაჩინო მასალა მოსწავლეებს გაუადვილდათ ტექსტის გაგება. შეხვედრა იყო პროდუქტიული როგორც მესამე კლასელებისათვის, რადგან მათი ლექსიკური მარაგი ინგლისურ ენაში გამდიდრდა, ასევე ეკოკლუბელებისათვის, მათ კარგად მოირგეს ,,მასწავლებლის” როლი, იმუშავეს საჭირო უნარების გამოსამუშავებლად, მოახდინეს საკუთარი ძალების შეფასება. დაიგეგმა შემდგომი შეხვედრები დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან ინგლისური ენის ზეპირ მეტყველების გაუმჯობესების მიმართულებით.