სკოლა ანაბასისში მკვლევართა და ეკოლოგთა შეხვედრა შედგა. შეხვედრის მიზანი იყო ნორჩ ექსპერიმენტატორებს დაემზადებინათ ,,ფეთქებადი ნარევი” და ,,ცეცხლსაქრობი”
მუშაობა საინტერესოდ და შემოქმედებითად წარიმართა. წითელი კომბოსტოს წვენის, სოდის , ლიმონმჟავის, ძმრის,შამპუნის გამოყენებით მოსწავლეებმა შეძლეს მარტივი,საინტერესო , უსაფრთხო ექსპერიმენტების განხორციელება. ექსპერიმენტების განხორციელების შემდეგ მოეწყო აზრთა გაზიარება , მიღებული შედეგების განხილვა.
სკოლა ანაბასისში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც მონიტორინგის მიზნით სამოქმედო გეგმის მიხედვით განხორციელებული საქმიანობები განიხილეს .
სკოლის დირექტორმა დადებითად შეაფასა თვითმმართველობის საქმიანობა და მადლობა გადაუხადა თვითმმართველობის წევრებს აქტიურობისათვის. სხდომაზე განხილულ იქნა კლუბების მიერ სასწავლო წლის დასრულებამდე დაგეგმილი აქტივობები და საჭიროებები.
ანაბასისის მე-4 ბ კლასის მოსწავლეებმა , პედაგოგი თეა გურაბანიძე, ვეფხისტყაოსნის სამყაროში გვამოგზაურეს. მათ ნათლად , გამართული ქართული მეტყველებით მოგვითხრეს ვეფხისტყაოსნის მთელი ამბავი, რომელიც რვა საუკუნის წინ გენიალურმა ქართველმა პოეტმა , რუსთაველმა ლექსად დაწერა და თაობიდან თაობას შემოგვინახა. საინტერესოდ გვიამბეს სამი მამაცი რაინდის ტარიელის , ავთანდილის და ფრიდონის ამბავი, ასევე ვის ეძებდა ვეფხის ტყავით შემოსული ტარიელი მრავალი წლის განმავლობაში. გვესაუბრნენ ქაჯებისა და მათი აუღებელი ციხესიმაგრეების შესახებ, მოგვითხრეს სამი ერთგული მეგობრის კავშირზე, რომელიც ისეთი ძლიერია რომ ყველა წინააღმდეგობას ამარცხებს . დიდი პასუხისმგებლობა, მონდომება იგრძნობოდა თითოეული მოსწავლის პრეზენტაციის წარდგენისას, მათ პროექტის ფარგლებში შექმნეს საგამოფენო სტენდი, რომელზეც ვეფხისტყაოსნის თემატიკაზე შესრულებული ნახატები განათავსეს, , ასევე გააკეთეს ვეფხისტყაოსნიდან მთთვის სასურველი ეპიზოდების ხელნაწერები, რომელსაც როგორც დაგვპირდნენ ზეპირად ისწავლიან, მშობელთა თანადგომით მოაწყვეს სვადასხვა წელს გამოცემული ვეფხისტყაოსნის გამოფენა . წარმატებული პროექტი გვაფიქრებინებს , რომ ვეფხისტყაოსანი ჩვენი მოსწავლეებისათვის საიმედო მეგზური გახდება მომავალში სიბრძნის შეცნობის გზაზე.
ალბათ არ არსებობს ადამიანი , რომელსაც ვაჟა- ფშაველას ,,შვლის ნუკრის ნაამბობის’’გაცნობის შემდეგ გული სიბრალულით არ ავსია პატარა ნუკრის უბედურებაზე და მონადირეზე არ გაბრაზებულა. ანაბასისელმა მე-5 კლასელებმა თავიანთი ემოციები ლამაზად მოიტანეს ქართულის გაკვეთილზე , რომელიც უფროსმა მასწავლებელმა ნატო სამხარაძემ ჩაატარა. გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს შეექმნათ წარმოსახვითი წერილი მონადირისათვის. სწორედ ამ წერილებში იგრძნობოდა ბუნების სიყვარული, მისი დაცვის აუცილებლობა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების დიდი სურვილი , ასევე წერილის ფორმატის ცოდნა, რაც დაეხმარათ მოსწავლეებს თავიანთი სათქმელი ნათლად , გულწრფელად, მკაფიოდ წარმოეჩინათ და საკუთარი არგუმენტირებული პოზიცია ,,მოუაროთ ბუნებას“ დაეფიქსირებინათ.მათ მიერ შექმნილი პოსტერებიც: ,, ბუნების შვილები’’, ,,გაუფრთხილდეთ ბუნების შვილებს’’, ,, არ დაცხოცოთ ცხოველები“ გარემომცველი გარემოზე ზრუნვის გამონათქვამებით გამოირჩეოდა. გაკვეთილი მიმდინარეობდა საინტერესოდ. გაკვეთილს დაუკვირდა და შეაფასა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი.
სკოლა ანაბასისის ქიმიის წამყვანი მასწავლებლის მარინა ხუსკივაძის მიერ მე-10 კლასში ჩატარდა გაკვეთილი სასწავლო გაჩერებების სტრატეგიის გამოყენებით, რომელიც დიფერენცირებული სწავლების ერთ-ერთი საუკეთესო და სახალისო მიდგომაა და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მოთხოვნას პასუხობს. გაკვეთილის თემა იყო:ელექტროლიტური დისოციაციის თეორია, ელექტროლიზი“
გამოყენებულმა მეთოდმა ყველა მოსწავლეს მისცა საშუალება სასწავლო პროცესში ჩართულიყო. ერთ გაჩერებაზე თეორეტიკოსებს შეეძლოთ თავიანთი ცოდნა კიდევ უფრო გაეღრმავებინათ და კითხვებზე ეპასუხათ, მეორე გაჩერებაზე პრაქტიკოსებს ექსპერიმენტების დაგეგმისა და განხორციელების საშუალება ჰქონდათ, მესამე გაჩერებაზე მასწავლებლის მიერ მოძიებულ საინტერესო ვიდეომასალით გაეცვნენ ელექტროლიზის პრაქტიკულ გამოყენებას, შეავსეს კროსვორდი და მოამზადეს პრეზენტაციები. გაჩერებებისათვის მოწყობილმა საკლასო გარემომ მოსწავლეებში აღძრა ცნობისმოყვარეობა და გაზარდა სასწავლო პროცესში მათი ჩართულობისა და თანამშრომლობის სურვილი. მასწავლებელი საჭიროების შემთხვევაში ეხმარებოდა მოსწავლეებს აძლევდა ეფექტურ სიტყვიერ განმავითარებელ კომენტარებს. გაკვეთილმა მიზანს მიაღწია. გაკვეთილს დაუკვირდა და შეაფასა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი.
სასკოლო პროექტი ,, ჯანსაღი ცხოვრება უალტერნატივოა“ . დაინფიცირება და ჯანმრთელობა. პანდემიის პირობებში დაინფიცირების საფრთხე ყველა ჩვენგანს ემუქრება . დაინფიცირებიდან რამდენ ხანში გამოგვივლინდება სიმპტომები, რამდენი ადამიანს ემუქრება საფრთხე ერთი დაინფიცირებული ადამიანიდან, (თუ ერთი ადამიანს შეუძლია 4 ადამიანის დაინფიცირება.) რა რაოდენობა წამალი უნდა მივიღო დაინფიცირების შემთხვევაში? ჯანმრთელობის აღსადგენად რეაბილიტაციის ცენტრში რამდენი ვიზიტი დაგვჭირდება და რა თანხა უნდა გადავიხადოთ სარეაბილიტაციოდ? ამ კითხვებზე პასუხები მივიღეთ მე-9 კლასელებისგან მათემატიკის გაკვეთილზე , რომლის თემა იყო ,, არითემატიკური და გეომეტრიული პროგრესიები’’. სამიზნე ცნება მიმდევრობა.არითმეტიკური და გეომეტრიული პროგრესიების n ური წევრების და პირველი n წევრების ჯამის გამოსათვლელმა ფორმულების სწორად და გააზრებულად გამოყენებით მოსწავლეებმა პასუხები გასცეს პრაქტიკული ცხოვრებიდან აღებულ პრობლემურ კითხვებს . სათანადო გაანგარიშებით კი გვაჩვენეს, რომ თუ ერთი ადამიანი 4 ადამიანს კი არ დააინფიცირებს არამედ სამს და ის ერთი დაიცავს რეგულაციებს, პირად ჰიგიენას 7 დღეში , 21000 ადამიანის ნაცვლად , დაინფიცირდება 3280, შთამბეჭდავი განსხვავება თვალნათლივ გვარწმუნებს რეგულაციებისა და პირადი ჰიგიენის დაცვის აუცილებლობაში. გაკვეთილზე მიმდინარეობდა განზოგადებით მიღებული დასკვნების დასაბუთება, ლოგიკური მსჯელობა. მათემატიკური ტერმინების , აღმოჩენების და სიმბოლოების კორექტულად და ლოგიკურად გამოყენება, მათემატიკურ იდეებს შორის კავშირების დადგენა, ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული ობიექტებისა და პროცესების მათემატიკური ფორმულირება.ამოცანის ამოხსნის შემდეგ მიღებული შედეგის კრიტიკული შეფასება , ანალიზი ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით.მათემატიკური პრობლემის გადაჭრის გზა მოსწავლეებმა ვიზუალურად საპრეზენტაციო პროგრამით აჩვენეს, ტექნოლოგიების გამოყენებით შეადგინეს ცხრილები და გრაფიკები. მოსწავლეთა მიღწეული შედეგებიც მათ მიერ სათანადოდ შექმნილ დოკუმენტში აისახა. მასწავლებელი მიმართებებს ამყარებდა საგაკვეთილო მიზანსა და გრძელვადიან მიზნებს შორის. ჩანდა საგნის ღრმა, ფუნდამენტური და დარგში არსებული უახლესი მიღწევების ცოდნა, წარმატებულად ხორციელდებოდა შიდასაგნობრივი და საგანთაშორისი კავშირები, მოსწავლეებმა მიიღეს კონცეფციების, ცნებების, წესების და ა.შ. მკაფიო/ზუსტ განმარტება, რომელიც სრულიად შეესაბამება მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებს. გაკვეთილი არ შემოიფარგლება მხოლოდ სახელმძღვანელოში არსებული მასალით, გახილულ იქნა საინტერესო ინფორმაციეები, რომელიც პრაქტიკულ ცხოვრებაში არსებულ სიტუაციებს მათემატიკური გაანგარიშებებით ადასტურებს. ერთ-ერთი იყო ,, ფიბონაჩის მიმდევრობა’’ფიბონაჩი ცნობილია, როგორც შუა საუკუნეების “უდიდესი მათემატიკოსი”. იგი დაიბადა 1170 წელს და გარდაიცვალა 1240 წელს…მან დაგვიტოვა საკმაოდ ღრმა და საფუძვლიანი ცნობები “ოქროს კვეთასა” და ღვთიურ მიმდევრობაზე. ფიბონაჩის რიცხვებს ხშირად ბუნების ნუმერაციის სისტემასაც უწოდებენ , რადგან სამყაროში თითქმის ყველაფერი მას და ოქროს კვეთის პროპორციას ემყარება, ეს ორი საკითხი კი საკმაოდ მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული…. ახალი იდეების გაცნობა მოსწავლეებს მისცემს საშუალებას, შეადგინონ ახალი საინტერესო ამოცანები , რომელშიც ცხოვრებისეული პრობლემა იქნება გადასაწყვეტი. გაკვეთილი კომპლექსური დავალების -დაინფიცირება და ჯანმრთელობის ერთ-ერთი ეტაპი იყო. გაკვეთილმა მიზანს მიაღწია,იგი მიმდინარეობდა საინტერესოდ. მოსწავლეებმა შეიძინეს 21 -ე საუკუნის უნარები. პრობლემის გადაჭრა და კრიტიკული უნარები.გაკვეთილს დაუკვირდა და შეაფასა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი. წარმატებები პედაგოგ დავით ლაბაძეს და მის მოსწავლეებს !
წარსულის ნაკვალევზე. რას გვიმალავს მიწა? დიმიტრი უზნაძე ბრძანებდა : „სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა იმ პროდუქტს კი არ აქვს, რომელსაც კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსის მქონე ცოდნის სახით გვაძლევენ, არამედ – განსაზღვრული მიმართულებით მოსწავლის ძალების განვითარებას”. 21-ე საუკუნის მოსწავლისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ იმ უნარ-ჩვევების დაუფლება და განვითარება, რომლებიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში კონკურენტუნარიანსა და წარმატებულს გახდის. სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებითაა საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტებით სწავლება. ანაბასისის წამყვანი მასწავლებელი ლოლიტა ნებიერიძე სწავლების პროცესში წარმატებით ახორციელებს სასწავლო პროექტებს. ერთ-ერთი მათგანია ,,წარსულის ნაკვალევზე. რას გვიმალავს მიწა? ‘’, ჩატარებული აქტივობებით მოსწავლეებმა შეიტყვეს, რომ მრავალი წლის განმავლობაში მიწამ და მტვერმა დაფარა ძველი ნასახლარები. შემდეგ ეს მიწა მცენარეებით დაიფარა და ყველაფერი დაიმალა. არქეოლოგები სწორედ ის ადამიანები არიან , რომელიც მიწის ქვეშ ნასახლარებს, ძველ საგნებს პოულობენ. ამ ნივთებს ასუფთავებენ და ფრთხილად ინახავენ სპეციალურ შენობაში, რომელსაც მუზეუმი ჰქვია. ამიტომაც განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით ელოდებოდნენ მეორეკლასელები ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ვიზიტს . მათი ცნობისმოყვარეობა თბილმა, თავის საქმეზე შეყვარებულმა და პროფესიონალმა მასპინძლებმა სრულიად დააკმაყოფილეს. ქალბატონმა ნინო აბესაძემ ინფორმაციები არქეოლოგიაზე, ფოტოებზე და ექსპონანტებზე დაკვირვებით მათთვის კარგად გასაგები და აღქმადი გახადა. ყველაზე მთავარი კი იმიტირებული ,,არქეოლოგიური სამარხები“ იყო , კარგად დამალული ,,წარსულით’’ , მოსწავლეებმა არქეოლოგების როლები სიამოვნებით მოირგეს და საინტერესო ,,აღმოჩენებიც’’ განახორციელეს. აღმოჩენის სიხარულიც იგემეს და პროექტის შეჯამებაც მოახდინეს. დამაჯერებელი და არგუმენტირებული პასუხი გასცეს კითხვას: რას გვიმალავს მიწა? მეორეკლასელთა ექსკურსიის ორგანიზატორები იყვნენ სკოლა ანაბასისის წამყვანი მასწავლებლები ლოლიტა ნებიერიძე და ხათუნა წითელაშვილი . წარმატებები მათ მოსწავლეებთან ერთად! მადლობა მხარეთმცოდნეობის მუზეუმს თბილი მასპინძლობისათვის და თანამშრომლობისათვის!
„PIZA 2022“ ანაბასისში.სკოლა ანაბასისი მონაწილეობს საერთაშორისო კვლევში, რომლის სრული სახელწოდებაა მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების პროგრამა, “PIZA”. აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობით დგინდება როგორ იციან მოსწავლეებმა მათემატიკა, კითხვა და საბუნებისმეტყველო საგნები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოს სახელით კვლევაში მონაწილეობს 7130 მოსწავლე. საქართველო ერთ-ერთია PIZA-ის კვლევაში მონაწილე 85 ქვეყანასა და საგანმანათლებლო სისტემას შორის.