Categories
სკოლა ანაბასისი

ძვირფასი სტუმარი ესტუმრა პირველ ა კლასს

ძვირფასი სტუმარი

ანაბასისის პირველი ა კლასის მოსწავლეებს პედაგოგი შორენა მუმლაძე , გამორჩეული დღე ჰქონდათ. მშობლიუური ენის გაკვეთილზე მათ ძვირფასი ,,სტუმარი’’ ეწვიათ. კოსტუმში კოხტად გამოწყობილი , ცილინდრითა და ხელჯოხით დამშვენებული ,, იაკობ გოგებაშვილი.’’მათი თანაკლასელი სანდრო როლს მშვენივრად მოერგო და მეგობრებთან ერთად შთამბეჭდავად წარმოადგინა ის სცენა, რომელმაც გადმოცემის თანახმად განაპირობა დიდი შემოქმედის არჩევანი, დედა ენა სწორედ ამ ორი ჯადოსნური ასო ბგერით დაეწყო . შორენა მასწავლებლისაგან საჩუქრად მიღებული ლამაზი მავთულობით სწორად შემოხაზეს,,ი“ და ,,ა“. მანამდე კი გვიამბეს ქართული დამწერლობის საინტერესო ისტორია. მეფე ფარნავაზის ღვაწლიც არ დავიწყებიათ და ლეგენდაც ქართული ანბანის შექმნის შესახებ. ლექსებით, გამონათქვამებით მოეფერნენ ქართულ ენას. შორენა მასწავლებლის მიერ დაგეგმილმა მრავალფეროვანმა აქტივობებმა და მიზნობრივად გამოყენებულმა სასწავლო რესურსებმა კარგად წარმოაჩინა ჩვენი მოსწავლეების მზაობა ქართული ანბანის შესასწავლად. წარმატებები მათ ამ დიდ საქმეში! შორენა და თეა მასწავლებელი იქნებიან მეგზურები რომლებიც დაეხმარებათ მშობლიურ ენაზე წერა -კითხვის სათანადოდ შესწავლაში. წარმატებები მათ!

Categories
სკოლა ანაბასისი

აი იას შემობრძანება

დედა ენიდან ამოსული იების სურნელი!

საამო სურნელი აქვს ბუჩქის ძირას, ტყეში თუ ბაღში ამოსული იას. ანაბასისის პირველკლასელებმა კი, დედა ენიდან ამოსული იების სურნელი იგრძნეს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე. მარინა მასწავლებელმა დედაენა გადაშალა… ოი, საოცრება იქედან ლამაზმა იებმა თავმომწონედ ამოყვეს თავი და ყველა ბავშვის სულსა და გულში დაიდეს ბინა. სახალისო და საინტერესო აქტივობებმა დაუვიწყარი გახადა ამ ორი ჯადოსნური ასო ბგერის გაცნობა მოსწავლეებისათვის. შეთავაზებული მასალით სწორად და ლამაზად შექმნეს აპლიკაციით ,,ი’’ და ,,ა’’. მათ უკვე აქვთ შესაბამისი მზაობა ღირსეულად შეეჭიდონ ამ დიდ საქმეს , რასაც წერა – კითხვის სწავლა ჰქვია . მხოლოდ 2 კვირაა რაც სკოლის კარი შემოაღეს და უკვე თავს გვაწონებდნენ შეძენილი ცოდნით. სიტყვის დამარცვლა , ხმოვანის, თანხმოვანის ამოცნობა , გრაფიკულად გამოსახვა ….. წინარე ცოდნა საშუალებას აძლევს ჩვენს პირველკლასელებს მტკიცედ დაადგნენ გზას ცოდნის ტაძრისაკენ, თავიანთ აქტიურ , შემოქმედ მასწავლებელთან ერთად ! წარმატებები ვუსურვოთ მათ, დიადი მიზნების შესასრულებლად!

Categories
სკოლა ანაბასისი

გლობალური განათლება

სკოლა ანაბასისის ინგლისური ენის პედაგოგი ნანა ფერაძე გლობალური განათლების კოორდინატორია საქართველოდან! ვულოცავთ და გვეამაყება ქალბატონი ნანას წარმატება!

Categories
სკოლა ანაბასისი

1-2 ოქტომბერს ქ.ზესტაფონში გაიმართა საჭადრაკო ფესტივალი

1-2 ოქტომბერს ქ.ზესტაფონში გაიმართა საჭადრაკო ფესტივალი,სადაც მონაწილეობდა ხუთი რეგიონის უძლიერესი მოჭადრაკეები,ანაბასისის სკოლიდან სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში მონაწილეობა მიიღეს: იოსებ გოგნაძემ,ირაკლი ცხადაძემ,გიორგი ღავთაძემ,ლუკა კობახიძემ,ლაშა-გიორგი კობახიძემ,თამარ კვანტრიშვილმა.

წარმატებებს ვუსურვებთ ანაბასისელ მოჭადრაკეებს და მათ პედაგოგ ვიოლეტა შეყილაძეს.

Categories
სკოლა ანაბასისი

5 ოქტომბერი პედაგოგთა დღე

,,სწავლების კარგად წარმართვაზე დამოკიდებულია, არამცთუ სვე–ბედი მომავლის თაობისა, არამედ სვე–ბედი თვითონ ქვეყნისაც“

5 ოქტომბერს ზესტაფონის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა და ქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობამ პედაგოგის დღესთან დაკავშირებით საუკეთესო მასწავლებლის ტიტული მიანიჭა სკოლა ანაბასისის ხარისხის განვითარების მენეჯერს , ისტორიისა და სამოქალაქო განათლების წარმატებულ პედაგოგს თეა სამხარაძეს. ვულოცავთ ქალბატონ თეას ღირსეულ აღიარებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!

დროთა განმავლობაში იცვლებოდა და იცვლება სასკოლო განათლების სისტემა, თეა სამხარაძე ყველა პერიოდში ცდილობს სწავლებაში გამოიყენოს სწავლების თანამედროვე მეთოდები , იზრუნოს მოსწავლეთა როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი მოტივაციის ამაღლებაზე, მოსწავლეთა სააზროვნო უნარების განვითარებასა და სხვადასხვა ორიგინალურ საშინაო დავალების შერჩევაზე, რომელიც მოსწავლეს განუვითარებს როგორც, შემოქმედებით, ასევე კრიტიკულ აზროვნებასაც. თავის საქმიანობაში ყურადღებას ამახვილებს მოსწავლეთა როგორც ფორმალურ,ისე არაფორმალურ განათლებაზე. წლების მანძილზე თეა სამხარაძე წარმატებით ხელმძღვანელობს სხვადასხვა სახის სასწავლო პროექტებს , მისი მეურვეობით სამოქალაქო განათლების კლუბმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ის აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სახის კონკურსებსა და ოლიმპიადებში . მისი პროექტებით სკოლამ არაერთხელ მოიპოვა გრანტი. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე დასახელებულ იქნა 2016 წლის იმერეთის რეგიონის წარმატებულ პედაგოგად, ხოლო 2020 წელს წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული მიენიჭა. მას უყვარს თავის პროფესია , სწავლების პროცესში ყურადღებას ამახვილებს არამარტო საგნის სწავლებაზე არამედ ცდილობს , მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს სოციალური თვისებები, საგნის სწავლების პროცესში აქტიურად იყენებს საგანთა შორის კავშირს , ყველა საკითხს განიხილავს გრძელვადიანი მიზნის პერსპექტივით და ცხოვრებისეულ მოვლენებთან კავშირში. მუდმივად ზრუნავს პოზიტიური სასწავლო გარემოს შესაქმნელად, სადაც ყველა მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესში თანაბარი ჩართვის შესაძლებლობა.

მასწავლებლობა ერთ-ერთი უჩვეულო პროფესიაა. საინტერესო და საპასუხისმგებლო. ერთი მხრივ, სასიამოვნოა მოზარდებთან ურთიერთობა, მოსწავლეთა პიროვნული ფორმირების პროცესში მონაწილეობა-ხელშეწყობა, მეორე მხრივ ვალდებულება- საკუთარი გონება, ინტელექტი და თავისუფალი აზროვნება მიმართო ბავშვებისკენ, რომელთა მომავალიც შენს ხელშია. ეს ის პროფესიაა სადაც საკუთარი თავის რეალიზება შეიძლება . ასე ესმით სკოლა ანაბასისის ღირსეულ პედაგოგიურ საზოგადოებას, რომლებიც ერთად ქმნიან სასკოლო კულტურას და არა ერთ წარმატებას აღწევენ სწავლა-სწავლების პროცესში.

,,სწავლების კარგად წარმართვაზე დამოკიდებულია, არამცთუ სვე–ბედი მომავლის თაობისა, არამედ სვე–ბედი თვითონ ქვეყნისაც“

მასწავლებლის დღეს გილოცავთ მეგობრებო და მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისათვის!

Categories
სკოლა ანაბასისი

ანაბასისელებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, სადაც ისაუბრეს მდგრადი განვითარების მიზნებიდან N5 მიზანზე: გენდერული თანასწორობა.

სკოლა ანაბასისში პროექტი „ვაქციოთ სკოლა გენდერული პასუხისმგებლობის მქონე დაწესებულებად“ აქტიურად მიმდინარეობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და UNFPA პროექტის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) ორგანიზებით, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით”.

ამჟამად ანაბასისელებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, სადაც ისაუბრეს მდგრადი განვითარების მიზნებიდან N5 მიზანზე: გენდერული თანასწორობა.

შეხვედრის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეებში გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სტერეოტიპების დამარცხებასა და გენდერული განსხვავებების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების განმტკიცებისთვის ხელშეწყობა.

მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს საკუთარი შეხედულებები და დამოკიდებულებები გენდერული თანასწორობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ; განიხილეს სიტუაციური ამოცანა „რთული არჩევანი“ და კრეატიულად წარმოადგინეს პრობლემის გადაჭრის გზები როგორც საკუთარი, ისე საპირისპირო სქესის პოზიციიდან;

გასულ კვირას ქურთისტანის პროვინციაში 22 წლის ქურთი ქალი მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული საპროტესტო დემონსტრაციების შესახებ ვიდეო მასალის განხილვის შემდეგ, ანაბასისელებმა იმსჯელეს მსოფლიოში გენდერული თანასწორობის პრინციპების დამკვიდრების აუცილებლობაზე.

შეხვედრის ბოლოს, მათ პროტესტის ნიშნად დახიეს ფურცლებზე დაწერილი სტერეოტიპული შეხედულებები და საინფორმაციო დაფაზე თავიანთი დამოკიდებულებები დააფიქსირეს გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვიდეორგოლის მომზადება და საფეხურების მიხედვით საინფორმაციო შეხვედრები;

პედაგოგები თეა სამხარაძე და ქეთევან ედიბერიძე.

Categories
სკოლა ანაბასისი

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა…

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა…

აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია…

29 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10 000-დან 30 000-მდე ათასამდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი, დევნილად იქცა.

აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები.

სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა რამდენჯერმე მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, თუმცა, რუსეთმა და მის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა შეთანხმებები დაარღვიეს.

სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა.

ანაბასისში სამოქალაქო კლუბის და ეკოკლუბის წევრებმა მოსწავლეთა თვითმმართველობასთან თანამშრომლობით სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე აქტივობა განახორციელეს.

1. “წერილი აფხაზ თანატოლს”- დაწყებითი სწავლების საფეხური.

2. საინფორმაციო პრეზენტაცია- “ჩვენ დავბრუნდებით”-საბაზო საფეხური.

3. დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია-საბაზო და საშუალო საფეხური.

ანაბასისელები კარგად აცნობიერებენ, რომ აფხაზეთი დროებით ჩამოაშორეს საქართველოს და ნატრობენ მალე იხილონ გაერთიანებული და გაძლიერებული სამშობლო.

პედაგოგები თეა სამხარაძე,ქეთევან ედიბერიძე.

Categories
სკოლა ანაბასისი

გილოცავთ ანაბასისი ახალ სასწავლო წელს

სკოლა ანაბასისი გილოცავთ ახალ სასწავლო წელს! წარმატებული, საინტერესო, გამოწვევების დაძლევის წელი ყოფილიყოს იგი თქვენთვის!

Categories
სკოლა ანაბასისი

გლობალულ პლათფორმაზე დაჯილდოვებულები

სკოლა ანაბასისის მოსწავლეები ქეთათო ნებიერიძე და გიორგი ქათამაძე გლობალურ პლატფორმაზე მდგრადი განვითარების მიზნებზე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ ინგლისურ ენაზე და სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ!ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ!

Categories
სკოლა ანაბასისი

ეკოკლუბი

ეკოკლუბი ,,ანაბასისი“ მიმდინარე სასწავლო წელს შეიქმნა (კლუბის კურატორი ბიოლოგიის მასწავლებელი თამარ მალაღურაძე) და კონკურსში -ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ჩაერთო. კლუბმა არაერთი გარემოსდაცვითი და სოციალური ღონისძიება განახორციელა მდგრადი განვითარების 17 მიზნის ფარგლებში. ჩატარებულმა აქტივობებმა:პოლიეთილენის ალტერნატიული შესაფუთი მასალების დამზადებამ სახამებლიდან, გადაყრილი პოლიეთილენის ნაწარმოდან სხვადახვა დეკორატიული ნივთების დამზადებამ, გამწვანებისა და გარემოსდაცვითმა აქციებმა, გლობალურ პლატფორმებზე მონაწილეობამ და სხვა.კიდევ უფრო დაგვანახვა არსებული მდგომარეობის სიმძაფრე. დროის საზომი ჩართულია , ბალანსი აღსადგენია. მიზნები 2030 წლისათვის შესრულებული უნდა იყოს! პლანეტის ყველა მოქალაქე ტოვებს უარყოფით კვალს გარემოზე. ხშირად ისე , რომ არც კი იცის ამის შესახებ. ყველა ადამიანმა ეროვნების, სარწმუნოების, სქესის მიუხედავად უნდა გააცნობიეროს თავის წილი პასუხისმგებლობა.

ეკოკლუბმა ,,ანაბასისმა”, ნიკო კეცხოველის პრემიაში ახლად ჩართულ სკოლებს შორის ყველაზე აქტიური სკოლის სტატუსი დაიმსახურა და წიგნების კომპლექტების შესაძენი ვაუჩერით დასაჩუქრდა. კონკურსის ნახევარფინალზე გაწეული მუშაობის ამსახველი საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს კლუბის წევრებმა , სკოლის წარმატებულმა მოსწავლეებმა ქეთი ცერცვაძემ და ანასტასია ჯუღელმა.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის კონკურსში ჩართული გუნდის ყველა წევრს, მე-9 კლასის მოსწავლეებს:ანი კობერიძეს , ნიკოლოზ ცხადაძეს, ელენე მელაძეს, გიორგი ქათამაძეს , ანასტასია ჯაფარიძეს, მასწავლებლებს: თეა სამხარაძეს და ქეთევან ედიბერიძეს. წარმატებები კლუბს მომავალ საქმიანობაში!

დიდი მადლობა კონკურსის ორგანიზატორებს საინტერესო და მოსწავლეთა საჭოროებებზე მორგებული პროექტის შემოთავაზებისათვის.

🦌 ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022-ის ნახევარფინალური შეხვედრა ქუთაისში. 💥

#ADC#CENN#Nikoketskhoveli#youthforSDGs