Categories
სკოლა ანაბასისი

ანაბასისში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ანაბასისში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

1948 წლის 10 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა შექმნეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ სახით.

გაერომ 10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის დღედ 1950 წელს გამოაცხადა.

ანაბასისელებმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოცხადებული კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები დაგეგმეს და განახორციელეს:

• ვიდეოფილმის ჩვენება/განხილვა;

• პრეზენტაცია: „ადამიანის უფლებების იდეა და წყარო“

• როლური თამაში: „ჩვენ ვქმნით კანონებს“

• იმიტირებული გაეროს სხდომა – „ჩვენ გაეროში“

• დისკუსია: „უფლებების დაცვა ყველა ჩვენგანის ვალია“

• ესეების კონკურსი: მინდა ვიყო ტოლერანტი

ანაბასისელებმა საინტერესოდ ისაუბრეს უფლებების მნიშვნელობაზე და მათი დაცვის აუცილებლობაზე. მათ განმარტეს, რომ უხსოვარი დროიდან, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა სახელმწიფო და სამართალი, ადამიანები ერთმანეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრების მისაღწევად სხვადასხვა წესებზე თანხმდებოდნენ, იცნობდნენ ამ წესებს, რომლებიც ხშირად დაწერილიც არ იყო და საყოველთაო უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მათ დაცვას ცდილობდნენ.

მოსწავლეებმა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს, რომელთა წინაშე დღეს მთელი მსოფლიო დგას.

ანაბასისელ მოსწავლეებს კარგად აქვთ გააზრებული გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის სიტყვები:

„ჩვენი ვალია, უზრუნველვყოთ ამ უფლებათა რეალიზაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში და დავრწმუნდეთ, რომ მათ შესახებ ცოდნა, მათი გაგება და გამოყენება ხელმისაწვდომია ყველგან და ყველასათვის. ხშირ შემთხვევაში დეკლარაციის არსებობის შესახებ ინფორმირებულობა უფრო მნიშვნელოვანია იმათთვის, ვისი უფლებებიც მწვავედ ილახება – მათ უნდა იცოდნენ, რომ არსებობს ეს დოკუმენტი და რომ ის არსებობს მათთვის“.

სკოლაში განხორციელებული აქტივობების ძირითადი მიზანი სწორედ დეკლარაციის არსებობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ემსახურებოდა.

კვირეული დასრულდა ანაბასისელთა მოწოდებებით – მათ „გაეროს ტრიბუნიდან“ მსოფლიოს ხალხს მშვიდობის შენარჩუნებისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდეს.

პედაგოგები ქეთევან ედიბერიძე და თეა სამხარაძე.

Categories
სკოლა ანაბასისი

მე-4 კლასში განხორციელდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში პროექტი-,,საქართველოს მეფეები

21-ე საუკუნის მოსწავლისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ იმ უნარ-ჩვევების დაუფლება და განვითარება, რომლებიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში კონკურენტუნარიანსა და წარმატებულს გახდის. სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებითაა საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტებით სწავლება.

სასწავლო პროექტი ეს არის ერთ-ერთი აქტივობა იმ აქტივობებს შორის, რომელიც 21-ე საუკუნის პიროვნების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის საკმაოდ ღირებულ ადგილს იკავებს. მე-4 კლასში განხორციელდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში პროექტი-,,საქართველოს მეფეები. ‘’მასწავლებელი ლანა ჩუბინიძე. პროექტის მიზანი იყო: მოსწავლეებმა შეძლონ ინფორმაციის მოძიება როგორც წიგნებიდან ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოს მეფეებზე და პრეზენტაციის საკლასო ოთახში წარმოდგენა, გაიუმჯობესონ წერითი და შემოქმედებითი უნარები. გაიღრმაონ ცოდნა საქართველოს ისტორიული წარსულის შესახებ.

პროექტი დაგეგმელი და განხორციელებული იყო ბადრიძის „მეფე მწიგნობარი“ და ი. გოგებაშვილის „დავით აღმაშენებელი“ ის შესწავლის საფუძველზე . პროექტის პრეზენტაცია ქართულ სამოსში გამოწყობილმა გოგო ბიჭებმა შთამბეჭდავად მოახდინეს. წარმოდგენილი ვიდეორგოლი ასახავდა პროექტის განხორციელების ეტაპებს: 1. სკოლის ბიბლიოთეკაში ვიზიტი, ბიბლიოთეკართან კონსულტაციით საჭირო ლიტერატურის შერჩევა; 2. სოციალურ ქსელსი ინფორმაციების მოძიება . 3. საქართველოს რუკის დახატვა და ეკლესია მონასტრების გაფერადება.4. ვიდეოფილმის ,,დავით აღმაშენებლის ყურება და მსჯელობა მასზე.5. დავით აღმაშენებელზე გმირის რუკის შევსება. 6. მასალის პრეზენტაცია. მოძიებული მასალები მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს და საქართველოს მეფეებზე ლექსები მხატვრულად წაიკითხეს. ვულოცავთ მოსწავლეებს და მასწავლებელ ლანა ჩუბინიძეს პროექტის წარმატებით განხორციელებას.

Categories
სკოლა ანაბასისი

„ჩემო სიამაყევ, ჩემო სადარდელო, დედა საქართველო! „

„ჩემო სიამაყევ, ჩემო სადარდელო, დედა საქართველო! „

დიმიტრი უზნაძე ბრძანებდა : „სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა იმ პროდუქტს კი არ აქვს, რომელსაც კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსის მქონე ცოდნის სახით გვაძლევენ, არამედ – განსაზღვრული მიმართულებით მოსწავლის ძალების განვითარებას”. 21-ე საუკუნის მოსწავლისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ იმ უნარ-ჩვევების დაუფლება და განვითარება, რომლებიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში კონკურენტუნარიანსა და წარმატებულს გახდის. სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებითაა საინტერესო და მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება.

მე-3 ბ კლასელებმა ( მასწავლებელი ეკა ჯიმშიაშვილი) საინტერესო გზა გაიარეს პროექტის განხორციელებისათვის თემაზე: „ჩემო სიამაყევ, ჩემო სადარდელო, დედა საქართველო!” ბოლო ეტაპამდე შეძლეს თანამედროვე ტენოლოგიებთან მუშაობა, ბიბლიოთეკაში წიგნების მოძიება და იქედან საჭირო ინფორმაციის ამოღებას. მოძიებული ინფორმაცია დაახარისხეს, დაწერეს სუფთად და ლამაზად და სათანადო ინტონაციის დაცვით წაიკითხეს დ კლასში. უსმენდნენ ერთმანეთს აკეთებდნენ შეფასებას და კომენტარებს.

მოსწავლეები შეძლეს პასუხისმგებლობისა და საპრეზენტაციო უნარების გამომუშავება. გაიღრმავეს ცოდნა საართველოს ისტორიული წარსულის, ტრადიციების და კულტურის შესახებ.

მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ, წამოიღეს საჭირო წიგნები. გაეცვნენ ინფორმაციას . დახატეს საქართველოს რუკა. გამოყვეს კუთხეები და გააფერადეს. ასევე დახატეს და გააფერადეს ეკლესია-მონასტრები.

პრეზენტაციების წარმოდგენას ემოცია შემატა მოსწავლეთა საქართველოს კუთხეებისათვის დამახასიათებელმა ჩაცმულობამ,მათ საინტერესოდ წარმოგვიდგინეს საქართველოს კუთხეებზე ინფორმაციები და პოეტური შედევრები, სინანული გამოთქვეს საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიების გამო. ჩაგვისახეს იმედი, რომ ეს თაობა აუცილებლად იცხოვრებს ერთიან , თავისუფალ საქართველოში! ამაყად, გულმოდგინედ და სიყვარულით შეასრულეს საქართველოს ჰიმნი!

წარმატებები მესამე კლასელებს და მათ პედაგოგს ეკა ჯიმშიაშვილს!

Categories
სკოლა ანაბასისი

გაკვეთილი თემაზე: ურთიერთობები

სკოლა ანაბასისის უფროსმა მასწავლებელმა ანა კახნიაშვილმა მე-2 ბ კლასში ჩაატარა გაკვეთილი ქართული ენასა და ლიტერატურაში თემაზე: ურთიერთობები. მიხა შილდელის მოთხრობა „ციყვი და კოდალა“. გაკვეთილის მიზანი იყო გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევების დაუფლება, პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის და მასში განხილული საკითხების მიმართ და სამეტყველო ეტიკეტის ფორმის შერჩევა. გაკვეთილი დაფუძნებული იყო მოსწავლეთა წინარე ცოდნაზე.კონკრეტულად ,,მოსწავლეებს შეუძლიათ საშუალო სირთულის მხატვრული ტექსტის მოსმენა და გაგება; მსჯელობა და ჯგუფში მუშაობა.”

გაკვეთილის დაწყებისთანავე მასწავლებელი შეეცადა შეექმნა პოზიტიური, ურთიერთპატივისცემაზე და ურთიერთგაგებაზე დამყარებული სასწავლო გარემო. იგი კარგად იცნობს ყველა მოსწავლის პიროვნებას, შესაძლებლობებს და ცდილობს ამის გათვალისწინებით ააგოს მასთან ურთიერთობა.

გაკვეთილი წარიმართა წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით. გაკვეთილი იყო ელექტრონული და მატერიალური რესურსებით მიზნობრივად დატვირთული , რაც ხელს უწყობდა გაკვეთილზე მოსწავლეთა ჩართულობის შენარჩუნებას, გათვალისწინებული იყო დწყებითი კლასების მოსწავლეთა თავისებურება ყურადღების კონცენტრირების. გაკვეთილზე შეძენილი ცოდნა მოსწავლეებს დაეხმარებათ მომავალი თემების შესწავლის დროს . წაიკითხეს და გაიაზრეს ახალი, ტექსტი, დაასათაურეს აბზაცები, ყურდღება გაამახვილეს მიმართვის ზრდილობიან ფორმებზე, რაც მათ სოციალური უნარების ფორმირებაში დაეხმარებათ. გაკვეთილი იყო საინტერესო და განმავითარებელი.

გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი.

წარმატებები ანა მასწავლებელს თავის მოსწავლეებთან ერთად!

Categories
სკოლა ანაბასისი

ფოთოლის შესწავლისას გამოყენებული დაკვირვების მეთოდი

ბუნებისმეტყველების შესწავლით მოსწავლე დგამს პირველ ნაბიჯებს გარემომცველი სამყაროს შეცნობისაკენ, უყალიბდება გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა , ეუფლება ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესებს.სკოლა ანაბასისის წამყვანი პედაგოგი ლოლიტა ნებიერიძე თავის მუშაობაში აქტიურად იყენებს მრავალფეროვან მეთოდებს.მე-3 ა კლასში თემის ,,თოთოლის „ შესწავლისას მან დაკვირვების მეთოდი გამოიყენა .

დაკვირვება ბუნებისმეტყველების შესწავლის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია. დაკვირვების მეთოდს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს დაწყებით კლასებში. ბუნებაზე უშუალო დაკვირვებისა და შესწავლის შედეგად მოსწავლეებს უყალიბდებათ გარემომცველ სამყაროზე კონკრეტული წარმოდგენა.

აქტივობის განხორციელების დროს, მოსწავლეებს წინასწარ განემარტად დაკვირვების მიზანი: პრაქტიკულად ამოეცნოთ და თეორიულ მასალაზე დაყრდნობით ესაუბრათ მარტივი და რთული ფოთლის გარეგნულ მახასიათებლებზე.

მიცათ მკაფიო ინსტრუქციები,დაეცვათ უსაფრთხოების წესები , სკოლის ეზოში შეეგროვებინათ მარტივი და რთული ფოთლის ნიმუშები, დაკვირვებოდნენ, აღეწერათ ისინი და შედეგები გაეცნოთ თანატოლებისათვის. მოსწავლეებმა ხალისით და ინტერესით შეასრულეს დავალება. თეორიული მასალის ცოდნა მათ დაეხმარათ სწორად ამოეცნოთ მარტივი და რთული ფოთლები , ასევე ესაუბრათ მათ მახასიათებლებზე.

განხორციელებულმა აქტივობამ გარემომცველი გარემოს შესწავლის მიმათ მოსწავლეთა ინტერესი გააღრმავა და ბუნებისმეტყველებაში შეძენილი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა მისცა. მოსწავლეებს განუვითარდათ: დაკვირვების უნარი, მეხსიერება, კონცენტრაცია, პასუხისმგებლობა, ინტერესი და ცნობისმოყვარეობა, ინიციატივა და დამოუკიდებლობა.წარმატებები მათ , პედაგოგთან ერთად!

Categories
სკოლა ანაბასისი

ანაბასისის მე-3 ა კლასის მოსწავლეებმა შემოდგომის გაცოცხლება გადაწყვიტეს

ბუნება დიდი მასწავლებელია
მიილია შემოდგომა. დაუბერა ცივმა ქარმა და ჰაერში ფერადი ფოთლების კორიანტელი დააყენა. შემდეგ ნელ-ნელა ჩადგა და უმწეო ფოთლებმა უსიცოცხლოდ დაიწყეს მიწაზე მოფენა.
ანაბასისის მე-3 ა კლასის მოსწავლეებმა(პედაგოგი ლოლიტა ნებიერიძე) გადაწყვიტეს გაეცოცხლებინათ ჯერ კიდევ ლამაზ ფერებში, მიწაზე უსიცოცხლოდ მოფენილი ფოთლები . შეაგროვეს ჯადოსნური ფერებით „შეღებილი“ ფოთლები, შექმნეს პეიზაჟები, პორტრეტები და საკლასო ოთახის საპრეზენტაციო კუთხეზე დაუდეს ბინა.
ამა თუ იმ კუთხისათვის ენდემურ მცენარეთა ნაყოფების ნაწილებით ,,მოხატულმა“ საქართველოს რუკამ, თავისი ორიგინალური იერით ხალისი შემოიტანა საკლასო ოთახში. მისი დახმარებით მოსწავლეები საქართველოსაც ეცნობიან და იქ გავრცელებულ მცენარეებსაც.
,,მომავალ შეხვედრამდე 2022 წლის შემოდგომავ! მადლობა ლამაზი და მრავალფეროვანი დღეებისათვის!- მესამე კლასელები შემოდგომას დაემშვიდობნენ.
კლასის დამრიგებელი: ლოლიტა ნებიერიძე

Categories
სკოლა ანაბასისი

17 ნოემბერი გალაკტიონის დაბადების დღეა

17 ნოემბერი გალაკტიონის დაბადების დღეა!

ანაბასისის მე-7 ბ კლასის მოსწავლეებმა ლამაზი საღამო მიუძღვნეს დიდი პოეტის 131-ე წლისთავს. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლექსები პოეტის შემოქმედებიდან, გაიხსენეს მნიშვნელოვანი ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან. ღომისძიებამ მიზანს მიაღწია. მოსწავლეებმა თავის პატივისცემა გამოხატეს პოეზიის მეფის მიმართ, განუვითარდათ ლექსის გამომეტყველებით კითხვის უნარი, შეიძინეს ფართო აუდიტორიასთან მუშაობის გამოცდილება, აუმაღლდათ თვითშეფასება. საღამოს ორგანიზატორი გახლდათ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქეთი ყიფიანი. შემდგომი წარმატებები მასწავლებელს და მოსწავლეებს!

Categories
სკოლა ანაბასისი

დიპლომი გადაეცემა სასკოლო აქტივობა-სიახლეების,სკოლის,მოსწავლეებისა და სკოლის საზოგადოების წარმოჩენისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის

Categories
სკოლა ანაბასისი

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა!

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა!

ტოლერანტობა – ესაა თავისუფლება მრავალფეროვნებაში.

ანაბასისში ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოცხადებულ კვირეულის ფარგლებში განხორციელდა პროექტი „ მინდა ვიყო ტოლერანტი“, რომლის მიზანია მოსწავლეებს შორის ადამიანის უფლებების და ტოლერანტობის მნიშვნელობის კუთხით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მათ პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

მოეწყო ვიდეო ფილმების “მრავალფეროვანი გარემო”, “თანასწორობა და დისკრიმინაცია” ჩვენება/განხილვა.

• ჩაატარდა გამოკითხვა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში, თუ რას ფიქრობდნენ პატარები ტოლერანტობაზე, შემდეგ კი თანატოლგანმანათლებლებმა მათთვის გასაგებ ენაზე აუხსნეს მათ ტოლერანტობის მნიშვნელობა.

• მოეწყო ესეების და ნახატების კონკურსი თემაზე „ყველა განსხვავებულია,ყველა თანასწორია“, სადაც მოსწავლეებმა მხატვრულად გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულებები ტოლერანტობასთან დაკავშირებით.

• ტოლერანტობის თემაზე დამზადდა საინფორმაციო გაზეთი და ფლაიერები, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით.

ტოლერანტობა ,,მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა.

მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა თავისუფლება.

Categories
სკოლა ანაბასისი

სკოლა ანაბასისი ლიტერატურულ კონკრსში ჩაება

სკოლა ანაბასისის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, მარეხი ფორჩხიძის ხელმძღვანელობით სასკოლო პროექტის “ჩემი კულტურა ჩემი სიამაყეა” ფარგლებში აქტიურად ჩაერთვნენ მწერალთა სახლის მიერ დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ კონკურსში.

მოსწავლეებმა დავით კლდიაშვილის შემოქმედების შესწავლის შემდეგ კონკურსის ფარგლებში შემოთავაზებული ორი თემიდან აირჩიეს და საკონკურსოდ წარმოადგინეს ერთ-ერთი:

1. რატომ და როდის იცინიან დავით კლდიაშვილის პერსონაჟები?

2. ჩემი საყვარელი მოთხრობა დავით კლდიაშვილის შემოქმედებიდან.

ესეს წერისას მოსწავლეებმა განიხილეს დავით კლდიაშვილის მოთხრობები („სამანიშვილის დედინაცვალი“, „სოლომონ მორბელაძე“, „ბაკულას ღორები“).

პროექტი დაგვირგვინდა სასწავლო ექსკურსიით დავით კლდიაშვილის სახლმუზეუმში (თერჯოლის მუნიციპალიტეტი,სოფელი ქვედა სიმონეთი), სადაც მოსწავლეებმა საინტერესოდ და შემოქმედებითად წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცია.

სასკოლო პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს სიმონეთის დედათა მონასტერი, მოისმინეს საინტერესო ისტორია მონასტრის შესახებ და დედა ნატალიას ლოცვა-კურთხევით სავსენი დაბრუნდნენ შინ.