,,სიკეთე აბედნიერებს, როგორც სიკეთის მქმნელს ასევე მის მიმღებს”
სიკეთის კეთება ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია,რომლის გარეშეც სიცოცხლეს ფასი ეკარგება. სიკეთის მარცვალი თითოეულ ადამიანშია, მთავარი მისი გაღვივებაა. ჩვენს მოსწავლეებში არსებული სწორედ ამ მარცვლის გაღვივებას ემსახურება სკოლის მოსწავლეთა თვითმრთველობის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო ღონისძიებები. სკოლის ერთ-ერთი ტრადიციული პროექტი წინასაახალწლოდ განხორციელდა. ეს პროექტია ,,ჩვენ ყველგან მივალთ, ვისაც ვჭირდებით” მოსწავლეებმა მოინახულეს სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცები , მრავალშვილიანი ოჯახები, ესტუმრნენ ზესტაფონის ჰუმანიტარულ ორგანიზაციას ,,კათარზისს”და თავიანთი სითბო და ყურადღება გაუნაწილეს მათ ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
,,სიკეთე აბედნიერებს, როგორც სიკეთის მქმნელს ასევე მის მიმღებს”და სკოლა ანაბასისში წერილი მოვიდა ,,კათარზისიდან”, რომელშიც ნათქვამია
,, მოგესალმებით ქალბატონო ქეთევან და გილოცავთ შობა ახალ წელს მშვიდობის , სიკეთის და სიყვარულის მომტანი ყოფილიყოს ახალი წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის .
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ და თქვენ პედაგოგებს და მოსწავლე ახალგაზრდობას გაწეული დახმარებისთვის. ,,კათარზისი-ს კოლექტივის და ბენეფიციარების სახელით.
მე-5 ბ კლასში, უფროსმა მასწავლებელმა ქეთი ყიფიანმა კომპლექსური დავალება წარმატებით განახორციელა თემაზე : სიკეთე. დავალების შესრულება რამდენიმე ეტაპს მოიცავდა . პირველ ეტაპზე მოხდა მასწავლებლის მიერ პირობის გაცნობა, შემდეგ ეტაპებზე კი მოსწავლეებმა შეისწავლეს და გაანალიზეს რამდენიმე ავტორის ნაწარმოები. იმსჯელეს სიკეთეზე, შექმნეს მოთხრობები და კომიქსები. კომპლექსური დავალების ბოლო ეტაპზე სწორედ მათ მიერ შექმნილი მოთხრობების და კომიქსების პრეზენტაცია განხორციელდა. სადაც ნათლად გამოიკვეთა მოსწავლეთა პოზიცია საკვვანძო კითხვებზე
• რა არის სიკეთე ;
• რა განსხვავებაა კეთილსა და ანგარებიან ადამიანს შორის;
• რატომ უნდა ვაკეთოთ სიკეთე;
რა მნიშვნელობა აქვს სიკეთეს ჩვენს ცხოვრებაში;
მასწავლებელი ასრულებდა ფასილიტატორის როლს . გაკვეთილი მიმდინარეობდა საინტერესოდ. მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით. ისინი მკაფიოდ ასაბუთებდნენ თავიანთ მოსაზრებებს. ,,სიკეთე , თუნდაც ყველაზე პატარა არასოდეს იკარგება“ , ასკვნიან ჩვენი მე-5 კლასელები და ამაყად აცხადებენ რომ მათ უკვე აქვთ გაკეთებული პატარა სიკეთეები:ზოგი ზოგი მოხუცს დაეხმარა , ზოგი დედას, მამას, ბებია, ბაბუას, ზოგმა უპატრონო ცხოველი შეიფარა.. თუმცა იციან ეს არ არის საკმარისი და არ უნადა შეჩერდნენ სიკეთის კეთების გზაზე, რადგან სიკეთის გარეშე ნამდვილი სიხარული შეუძლებელია“
ამგვარი აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებში საკუთარი აზრის ჩამოყალიბების,კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარება.
სკოლის დარბაზში აციმციმდა საახალწლო ნაძვის ხე. ნაძვის ხის მანათობელი ნათურები ნაზად აფრქვევდა სხივებს და ყველა ბავშვის გულს ათბობდა. ნათელი ღვთის მადლი ეფინებოდა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ქალაქს, ჩვენს ოჯახებსა და ჩვენს მშობლიურ სკოლას.
გულწრფელი ლოცვა წარმოთქვეს ბავშვებმა: – ღმერთო, გევედრები, ქვეყნად არ იყოს ცრემლი და წუხილი! გამიხარე ყველა ადამიანი , ღმერთო ამიყვავე სამშობლოს მთა-ბარი, ყოვლადძლიერო, ყოვლადკეთილო, საქართველო მიქმენ ბედნიერი!
ბავშვებმა მხიარულად გააცილეს ძველი წელი. გაატანეს დარდი, მწუხარება, ტკივილი, შური, სიძულვილი, გაუტანლობა და მტრობა.
ინატრეს, რომ ახალმა წელმა მოიტანოს: სიხარული, ბედნიერება, სიყვარული, ერთმანეთის გატანა, სურვილების ასრულება, ჩვენი ქვეყნის ძლიერება, საქართველო გახდეს ზღაპრული მხარე, ბაღნარი .ჩვენ კი შევძლოთ დედა სამშობლოს ღირსეული შვილობა სწავლით, ქცევით, საქმით.
მშვიდობით ძველო წელო. გესალმებით წელო ახალო! დიდხანს ელოდნენ ამ წუთებს. გულმოდგინედ მოემზადდნენ საზეიმო საღამოსათვის. ახალი წლის შემობრძანება ტრადიციულად ნაძვის ხის მორთვითა და თოვლის ბაბუს სტუმრობით იზეიმეს. წერილებიც დაუწერეს თოვლის ბაბუს და სანტას. ალბათ ერთად ბჭობდნენ სასურველ საჩუქარზე. ლექსი ლექსს ცვლიდა , სიმღერა სიმღერას, ცეკვა ცეკვას. ჩვენი პატარების სახეზე ბედნიერების და სიხარულის სხივი ციმციმებდა, მათი საახალწლო განწყობა გადამდები იყო აუდიტორიისათვის.
კლასის დამრიგებელი ლოლიტა ნებიერიძე საგანგებოდ ამ დღისადმი დაწერილი წერილით მიესალმა თავის მოსწავლეებს
მესამე წელია რაც ჩვენ სასკოლო ცხოვრება გვაერთიანებს. სულმოუთქმელდ ველი ყოველი დღის გათენებას და თქვენთან შეხვედრის სიხარულით აღვსილი, იმედიანად ვუცქერ თქვენი მომავალი ცხოვრების ეტაპების გავლას. ერთი სული მაქვს გითხრათ, რომ თქვენ საუკეთესონი იყავით ამ ხნის განმავლობაში. თქვენი კარგი ქცევით, ბეჯითობითა და სიკეთით გამოირჩეოდით ყველასგან.
როდესაც ჩემს ,,ჯადოსნურ სარკეში“ ვიხედებოდი, გული სიხარულით მევსებოდა, რომ ასეთ კარგ და გამორჩეულ ბავშვებს ვხედავდი. თქვენი ოჯახები ამაყობენ თქვენით და ძალიან უყვარხართ. ჩემი დიდი თხოვნა იქნება, რომ ასე გააგრძელოთ და თქვენი მშობლების გულები მუდამ გაახაროთ!
ახლა კი მინდა მოგილოცოთ ჩემო ბავშვებო ახალი 2023 წელი და გისურვოთ ბევრი წარმატება, ბედნიერი დღეები და მხიარული თავგადასავლები.
რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ იყოთ მუდამ ბეჯითები, კეთილები და მეგობრულები.
გთხოვთ, ეს სურვილი შემისრულოთ!
უდიდესი სიყვარულით თქვენი ლოლიტა მასწავლებელი.
სტუმრად მოსულმა თოვლის ბაბუმ საზეიმო განწყობა გააძლიერა . მოსწავლეებიც დაარიგა:
საახალწლოდ თოვლის პაპამ,
საჩუქრები დაარიგა,
მერე, მერე ყველა ბავშვი
ამ სიტყვებით დაარიგა.
ისწავლეთ და გაიხარეთ
სალო,ელე, გიგი, ქიტო,
გიო, ტასო, გაბო, ანდრო
გაბრიელა, ლიზი, ანა,
ნატა, ვახო, დაჩი, გაბო
ანამარია, იკაკო
გულში ცუდი არ გაივლოთ,
შეიყვარეთ სიყვარული
გატანა და სიკეთეცო.
ნატვრის ახდენა და ბედნიერი ახალი წელი ჩვენს პატარებს და მთლიანად საქართველოს!
რა შეუძლიათ ლექსებს?! მოსწავლეებს უყვართ ძიება. მასწავლებელმა კი ხელი უნდა შეუწყოს ძიების პროცესს, რათა სწავლის პროცესი საინტერესო, სახალისო და შემოქმედებითი ხასიათის იყოს. ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი პედაგოგი მარეხი ფორჩხიძე ყოველთვის ცდილობს მოსწავლეებს შესთავაზოს ტრადიციული გაკვეთილებისაგან განსხვავებული ფორმატი , რაც ეხმარება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში. მე-7 კლასში საკითხის ,,რა შეუძლიათ ლექსებს“ განხილვისას მოსწავლეებთან შეთანხმებით გადაწყვიტა მიემართა კითხვების დასმის ხელოვნებისათვის . ინტერესთა დაფაზე მოსწავლეებმა განათავსეს კითხვები, რომლებიც დაიბადა ლექსების გაცნობისას. ბესიკ ხარანაულის ,,ლექსებიდან „ – ,,სუსტი ფრთების იმედით მივაღწევთ , განა გაღმა ნაპირს?’’ ,,აბა, ხანჯლებად ვინ ჩაბღუჯა ისინიხელში, ანდა ფარად ვინ მოიხმარა? ‘’ ტიციანმა რატომ დაარქვა თავის ლექსს რია-რია?“ ანა კალანდაძის ,, რა ვარ მტკვარი ვარ”მიხედვით რისი მეტაფორაა ქარი? ,, როგორ იქცევა ლექსი გულისტკივილადაც და მალამოდაც ? (,,ვაჟა-ფშაველას ნაამბობი“), ,, როგორ მოდის პოეტთან შთაგონება?“ ლუი ამსტრონგის მუსიკის ჰანგებმა მეტი ემოცია შესძინა ბესიკ ხარანაულის ლექსის სტრიქონებს , რაც მთავარია მოსწავლეებმა პასუხი გასცეს კედელზე დასმულ კითხვებს. რამდენიმე მოსწავლემ თავის განწყობა ნახატებში გადმოცა და აღიარეს მოსმენილი ლექსის სტრიქონები მათი შთაგონების წყარო აღმოჩნდა . მართლაც ,, რა შეუძლიათ ლექსებს?!“
სკოლა ანაბასისი პიროტექნიკის წინააღმდეგ! შევცვალოთ არსებული ვითარება უკეთესობისკენ ერთობლივი ძალისხმევით! საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის მომართვას საახალწლო დღეებში პიროტექნიკის გამოყენების შესახებ აქტიურად გამოეხმაურა სკოლა ანაბასისის სასკოლო საზოგადოება. სკოლის დირექტორის ქალბატონი ქეთევან ედიბერიძის ხელმძღვანელობით თითოეულმა დამრიგებელმა ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან პიროტექნიკის მავნე გავლენის შესახებ ადამიანის და ცხოველის ორგანიზმზე და გარემოზე. ანაბასისის სამოქალაქო განათლების კლუბის,მკვლევართა კლუბის და ეკოკლუბის წევრებმა შექმნეს და გაავრცელეს საინფორმაციო ბუკლეტი პიროტექნიკის მავნებლობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით! მშვიდობიან და ბედნიერ შობა ახალ-წელს გისურვებთ, მეგობრებო! ხელმძღვანელები ქეთევან ედიბერიძე, თეა სამხარაძე , თამარ მალაღურაძე.
მშვიდობიან, წარმატებულ, ბედნიერ შობა ახალ წელს გისურვებთ , მეგობრებო!
ტრადიციული საშობაო-საქველმოქმედო პროექტი ანაბასისში უკვე წლებია წარმატებით მიმდინარეობს მოსწავლეთა , მშობელთა და მთელი სასკოლო საზოგადოების ჩართულობით.
ანაბასისის სამოქალაქო განათლების კლუბის, მკვლევართა კლუბის და ეკოკლუბის წევრებმა მოინახულეს სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცები, მრავალშვილიანი ოჯახები, ესტუმრნენ ზესტაფონის ჰუმანიტარულ ორგანიზაციას “კათარზისს” და თავიანთი სითბო და ყურადღება გაუნაწილეს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
ხელმძღვანელები ქეთევან ედიბერიძე, თეა სამხარაძე , თამარ მალაღურაძე.
ანაბასისის მეექვსე კლასში სასკოლო პროექტის “ჩემი კულტურა ჩემი სიმდიდრეა” ფარგლებში განხორციელდა კომპლექსური დავალების შემაჯამებელი პრეზენტაცია თემაზე სამცხე ჯავახეთი.
კომპლექსური დავალების პირობა :
სამცხე-ჯავახეთი გამოირჩევა ისტორიული ძეგლების სიმრავლით, განსაკუთრებით კი კლდეში ნაკვეთი ნაგებობებით, რომელთა შესახებ არაერთი ლეგენდაა შემორჩენილი. მოიძიე ინფორმაცია(მცირე ისტორია) რომელიმე ისტორიულ ძეგლზე და შეაგროვე არსებულ ძეგლის შესახებ ლეგენდები. შექმენი ბროშურა/კედლის გაზეთი, ლეგენდებს თან დაურთე ფოტომასალა. ბროშურა/კედლის გაზეთი წარმოადგინე კლასის წინაშე, სადაც პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
როგორ დარჩა სამცხე-ჯავახეთის კლდეში ნაკვეთი ისტორიული ძეგლები ხალხის მეხსიერებაში; როგორ აფასებენ მას დღეს საქართველოს სხვადახვა მხარეში მცხოვრები ადამიანები (მ.წ. 1)
შენთვის ცნობილ რომელ ისტორიულ მოვლენას ან პერიოდს შეიძლება უკავშირდებოდეს შენს მიერ მიძიებული ლეგენდა, რა არის მართალი და მოგონილი ლეგენდაში (მ.წ. 2)
საიდან ვიცით კლდეში ნაკვეთი ისტორიული ძეგლების შესახებ.
მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოაჩინეს საკუთარი ცოდნა/დამოკიდებულებები სამცხე-ჯავახეთის და ზოგადად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ;
გაკვეთილზე მონიტორინგს ახორციელებდა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი.
სკოლა ანაბასისს სანტები ეწვივნენ და საახალწლო განწყობა შექმნეს!
ნაძვის ხეების იდუმალ ტყეში პატარა სანტებმა დაიდეს ბინა , თოვლის ბაბუს მოლოდინში თავიანთი შემოქმედებითი უნარები ლამაზად წარმოაჩინეს და სამართლიანად დაიმკვიდრეს ადგილი ვარდისფერ ჟურნალში, სადაც მხოლოდ საუკეთესო ბავშვები არიან გაერთიანებული, ლამაზი და ბედნიერი ახალი წელი ჩვენს გოგო-ბიჭებს, მათ მშობლებს და სრულიად საქართველოს!
სკოლა ანაბასისი ჩართულია პროგრამაში „ EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“,რომელიც ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და UNFPA პროექტის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) ორგანიზებით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) გამოაცხადა კონკურსი, რომლის მიზანი იყო: სოციალური რეკლამის სიუჟეტის და ვიდეორგოლების შექმნა, რომლებიც განათლებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, სტერეოტიპების დამარცხებასა და გენდერული განსხვავებების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების განმტკიცებას შეუწყობდა ხელს.
სკოლა ანაბასისის მოსწავლეებმა კესო კახნიაშვილმა,თამარ კაპანაძემ და ქეთათო ნებიერიძემ მონაწილეობა მიიღეს კონკურსში და მოამზადეს ვიდეო რგოლები.
20 დეკემბერს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში
კონკურსში „გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკა“ გამარჯვებულ სკოლებს/მოსწავლეებს, საუკეთესო ვიდეო-რგოლების წარდგენისთვის სიმბოლურად ფოტოკამერები,( Canon ) სერტიფიკატები და სხვა სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
მადლობა კონკურსის ორგანიზატორებს საინტერესო შემოთავაზებისთვის,მოსწავლეებს და პედაგოგებს აქტიური ჩართულობისთვის.
ვულოცვათ ჩვენს მოსწავლეებს და პედაგოგებს გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!
პროექტის კოორდინატორი ქეთევან ედიბერიძე, ხელმძღვანელი თეა სამხარაძე.
მასწავლებლები მასწავლებლებისათვის!2022 წლის 17 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALis ორგანიზებით ჩატარდა ვორქშოპი საბუნებისმეტყველო მეცნიერების მასწავლებლებისათვის. რომელზეც Science on Stage ფესტივალის მონაწილე პედაგოგებმა , ნინო აბესაძემ, ინესა ბეჟანოვამ ქეთევან ედიბერიძემ , თავის გამოცდილება გაუზიარეს მასწავლებლებს. ვორქშოპი საინტერესოდ წარიმართა. მაღალი იყო მასწავლებელთა ჩართულობა შეთავაზებულ აქტივობებში.