დავითობასთან დაკავშირებით ინტელექტუალურმა კლუბმა ტრადიციული შეხვედრა გამართა, რომელიც დავით აღმაშენებლის ბიოგრაფიის შესახებ მომზადებული პრეზენტაციით დაიწყო.
მეთორმეტე კლასის მოსწავლე თეიმურაზ გოგიაშვილმა ანაბასისელ ინტელექტუალებს საინტერესო კითხვები მოუმზადა.
“რა?სად?როდის?” ინტელექტუალური თამაში დადებითი ემოციებით დატვირთულ გარემოში წარიმართა.
” ოჰ რა ბედნიერია იგი, ვინც არამც თუ ჩვენთან ყოფნით გვწვრთნის ჩვენ, არამედ მარტო თავისი სახელის ხსენებითაცო — ამისთანა ბედნიერი არს დავით აღმაშენებელი ქართველი ერისათვის.”
ანაბასისის IIIბ და IIბ კლასის მოსწავლეებმა აღნიშნეს დავით IV აღმაშენებლის ხსენების დღე ( კლასის ხელმძღვანელები: ეკა ჯიმშიაშვილი და ანა კახნიაშვილი).
მოსწავლეებმა ნახეს ვიდეო რგოლი და მიღებული ინფორმაცია დაუკავშირეს სახელმძღვანელოში ნასწავლ გაკვეთილს . იმსჯელეს და ისაუბრეს დავითის მიერ ვატარებულ რეფორმებსა და მოგებულ ომებზე. სიამაყით აღივსნენ იმ დროინდელი საქართველოს მთლიანობით _,,ნიკოფსიიდან დარუბანდამდე”
სკოლა ანაბასისში პროექტის „ვაქციოთ სკოლა გენდერული პასუხისმგებლობის მქონე დაწესებულებად“ ფარგლებში მორიგი აქტივობა განხორციელდა.
ამჟამად მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა იმსჯელეს კრიტერიუმებზე, რომლის დახმარებითაც შეარჩევდნენ წარმატებულ ადამიანებს და დაასახელეს ადამიანები, რომელთა ფოტოების განთავსებასაც ისურვებდნენ სასკოლოს სივრცეში, ვინც მათი აზრით გამოირჩევა თავისი საქმიანობით და ცხოვრების წესით.
შეხვედრაზე მეშვიდე კლასის მოსწავლე ბარაბარე კაპანაძე თანაკლასელების წინაშე წარსდგა ცნობილი ქალბატონების შესახებ საინტერესო პრეზენტაციით, ვინც თავი დაამახსოვრა მსოფლიო საზოგადოებას თავისი განსაკუთრებული ღვაწლის გამო.
პროექტი „ვაქციოთ სკოლა გენდერული პასუხისმგებლობის მქონე დაწესებულებად“ აქტიურად მიმდინარეობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და UNFPA პროექტის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) ორგანიზებით, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით”.
პედაგოგები ქეთევან ედიბერიძე, თეა სამხარაძე, თამარ მალაღურაძე.
2023 წლის 1 თებერვალს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, საქართველოში უკვე მერვედ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ ანაბასისის ლიტერატურული კლუბის წევრები.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 90 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!
ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
ანაბასისელებმა შეხვედრაზე ისაუბრეს თავიანთ საყვარელ წიგნებზე და წაიკითხეს ამონარიდები სასურველი ნაწარმოებებიდან.
ლიტერატურული კლუბის წევრები კვირაში ერთი დღე შეიკრიბებიან სკოლის ბიბლიოთეკაში და ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთი საყვარელი წიგნის შესახებ შთაბეჭდილებებს.
წაკითხული წიგნის შესახებ თავიანთ პრეზენტაციაში ისინი ისაუბრებენ შემდეგ საკითხებზე:
1. მოკლე ინფორმაცია ავტორის შესახებ;
2. ნაწარმოების შინაარსის შესახებ;
3. რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ ნაწარმოებში?
4. რას შეცვლიდნენ ?
5. რატომ ურჩევდნენ სხვას აღნიშნული ნაწარმოების წაკითხვას?~
სკოლა ანაბასისში პროექტი „ვაქციოთ სკოლა გენდერული პასუხისმგებლობის მქონე დაწესებულებად“ აქტიურად მიმდინარეობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და UNFPA პროექტის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) ორგანიზებით, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით”.
ამჟამად პროექტის ფარგლებში საინტერესოდ წარიმართა პრეზენტაცია თემაზე: „ქალები ცვლილებებისთვის“, რომელიც X კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლებაში პირველ პროექტულ სწავლებაში შერჩეული პროექტის ,, გენდერული მეინსტრიმინგისათვის” მიმართულებით დაგეგმეს.
საკითხი-გენდერული თანასწორობა/ქალთა უფლებები და გენდერული სტერეოტიპები;
პროექტის ტიპი-ადვოკატირება;
ესგ პრიორიტეტული თემა- ადამიანის უფლებები;
ინტეგრირება სხვადასხვა საგნობრივ დისციპლინებთან-ინტეგრაცია ქართულთან,ისტორიასა და ხელოვნებასთან;
მიზანი: მოსწავლეებმა გააცნობიერონ სასკოლო საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა, შესაბამისად ხელი შეეწყოს თანასწორობის პრინციპების დასაცავად საჭირო კომპეტენციების განვითარებას.
მდგრადი განვითარების მიზნები:
N 4 მიზანი: ხარისხიანი განათლება.
N 5 მიზანი : გენდერული თანასწორობა.
N10 მიზანი: შემცირებული უთანასწორობა.
N 17 მიზანი: პარტნიორობა მიზნების მისაღწევად;
მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების წინაშე საინტერესოდ წარმოადგინეს საკუთარი შეხედულებები და დამოკიდებულებები გენდერული თანასწორობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ, მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აუცილებელია ქალთა შესაძლებლობების შესახებ არსებული სტერეოტიპების და მითების მსხვრევა;
პროექტის სამიზნე ჯგუფმა გამოაცხადა მითებისა და რეალობის კვირეული, რომელიც ეხება ქალებსა და მათ შესაძლებლობებზე წარმოდგენების ცვლილებას. საინფორმაციო შეხვედრაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს ამომწურავი ინფორმაცია ცნობილი ქალბატონების შესახებ, ვინც თავი დაამახსოვრა მსოფლიო საზოგადოებას თავისი განსაკუთრებული ღვაწლის გამო.
ანაბასისში თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო გასართობი ინტელექტუალური თამაშის – “რა?სად?როდის?” მორიგი შეხვედრა გაიმართა.
მოსწავლეთა თვითმმართველობის, სამოქალაქო განათლების კლუბის, მკვლევართა კლუბის და ეკოკლუბის წევრთა ორგანიზებით გამართული ტრადიციული ინტელექტუალური თამაში საინტერესო და დადებითი ემოციებით დატვირთულ გარემოში წარიმართა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ყველა მონაწილეს და ორგანიზატორებს.
ხელმძღვანელები ქეთევან ედიბერიძე, თეა სამხარაძე, თამარ მალაღურაძე;
1 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა. იგი მერვედ აღინიშნება საქართველოში, ანაბასისის მე-3 ა კლასის მოსწავლეები ამ მნიშვნელოვანი თარიღს ( კლასის ხელმძღვანელი ლოლიტა ნებიერიძე) სკოლის ბიბლიოთეკიდან შეუერთდნენ.
მათ მოიძიეს ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები წიგნზე და წიგნიერების მნიშვნელობა „მეფე მწიგნობარის“ ტექსტით არგუმენტებით გაამყარეს. დავით აღმაშენებლის მეფობის წარმატების საფუძველად წიგნიერება აღიარეს.
მოსწავლეებმა წაიკითხეს თავიანთი საყვარელი წიგნებიდან ამონარიდები რომელიც ძალიან მოეწონათ.
მედიაწიგნიერების კუთხიდაც გამახვილდა ყურადღება. ნაჩვენები იქნა ვიდეორგოლი,, მედია წიგნიერება“ მასში განხილული იყო ინსტრუმენტები, რომელიც დაეხმარებათ ცრუ და ნამდვილი ინფორმაციის დადგენაში.
მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე შესწავლილი თემიდან „არქიტექტურა“ შექმნეს ფერადი „მკითხველთა ქალაქი“. რაც მეტი წიგნი ექნება ქალაქის მაცხოვრებლებს წაკითხული მით მეტად ნათელი, ფერადი , ლამაზი იქნება მათი სახლები.
მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ჰიმნის შესრულებით დაასრულეს . ამ დღის აღსანიშნავად, ლოლიტა მასწავლებელთან ერთად მოსწავლეებმა გადწყვეტილება მიიღეს: სიმბოლურად შეიძინონ წიგნი, ყველამ წაიკითხოს და აზრები გაუზიარონ ერთმანეთს.
წარმატებებები ლოლიტა მასწავლებელს და მათ აღსაზრდელებს!
ტრადიციული საქველმოქმედო პროექტი ანაბასისში უკვე წლებია წარმატებით მიმდინარეობს მოსწავლეთა , მშობელთა და მთელი სასკოლო საზოგადოების ჩართულობით.
ანაბასისის სამოქალაქო განათლების კლუბის, მკვლევართა კლუბის და ეკოკლუბის წევრებმა თვითმმართველობის წევრებთან ერთად მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართეს.
ისინი ესტუმრნენ სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ზესტაფონის ჰუმანიტარულ ორგანიზაციას “კათარზისს” , მოხუცთა სახლს “მოსა” და თავიანთი სითბო და ყურადღება გაუნაწილეს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
ხელმძღვანელები ქეთევან ედიბერიძე, თეა სამხარაძე , თამარ მალაღურაძე.
2023 წლის 20 იანვარს, უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატულ თეატრში “წიგნების თაროს” საჯარო შეხვედრა გაიმართა. ანაბასისელებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ალექსანდრე ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია : “ამბავი, რომელსაც 50 000 წელია ვყვებით” – როგორ იქმნებოდა ლიტერატურა, პირველი ადამიანების ამბებიდან 21-ე საუკუნის ბესტსელერებამდე.
ლექციის დასრულების შემდეგ გაიმართა „წიგნების თაროს“ საჯარო თამაში .
სასიამოვნოა ის ფაქტი , რომ ცამეტი გამარჯვებულიდან ორი ანაბასისელი იყო, მეთერთმეტე კლასის მოსწავლე თამარ კაპანაძე და მეცხრე კლასის მოსწავლე საბა ბახტაძე. სწორი პასუხის ავტორები სპეციალური პრიზებით და წიგნებით დაჯილდოვდნენ.
ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!
ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია გვესმის და იწერება სოციალურ ქსელებში. ხშირად შემაშფოთებელიც . ჰაერზე კი უარს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიტყვით. უჰაეროდ ადამიანი ხომ რამდენიმე წუთსაც ვერ იარსებებს. გვაქვს თუ არა უმძიმესი მდგომარეობა ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით ზესტაფონში, ამის გასარკვევად გეოგრაფიის პედაგოგის რუსუდან გურგენაშვილისა და ბიოლოგიის პედაგოგის თამარ მალაღურაძის ორგანიზებით სასწავლო ექსკურია მოეწყო შ.პ.ს. ჯორჯიან მანგანეზის ეკოლოგიურ ლაბორატორიაში. (ლაბორატორია ახდენს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგს ქარხნის ტერიტორიაზე და დასახლებულ პუნქტებში) ლაბორატორიის თანამშრომლების გულისხმიერებამ საშუალება მისცა მოსწავლეებს მიეღოთ ამომწურავი ინფორმაციები როგორ ახდენენ ლაბორატორიაში ჰაერის შედგენილობის განსაზღვრას. მოსწავლეები ესტუმრნენ ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ჯიხურს რომელიც აფიქსირებს მტვრის რაოდენობას ფრაქციებით, აზოტის (IV),გოგირდი(IV) ოქსიდის , ნახშირბადის მონოქსიდის შემცველობას ჰაერში. ჯიხურების მონაცემები ავტომატურად მიეწოდება ქარხნის ხელმძღვანელობას, ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს. მისი ნახვა შეუძლია სოციალურ ქსელში დაინტერესებულ პირს. მიღებული შედეგებით მოსწავლეებს შეექმნათ წარმოდგენა ჰაერზე , . შეაფასეს მისი სიუფთავის ხარისხი , მტვრის , მანგანუმის დიოქსიდის, აზოტის დოქსდის , გოგირდის დიოქსიდის, ნახშირბადის მონოქსიდის შემცველობა ზღვრულად დასაშვებ რაოდენობასთან შედარებით.
სასწავლო ექსკურსიამ მიზანს მიაღწია. კათედრების თანამშრომლობამ მოსწავლეთა ცოდნის თვალსაწიერი გააფართოა და გარემომცველი გარემოს შესწავლასა და მასზე მზრუნველი უნარების ფორმირებას შეუწყო ხელი.