სკოლა ანაბასისის ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფმა მეორე კლასში ჩატარებული ქართულის ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი მოისმინა და განიხილა.
გაკვეთილის თემა – საინფორმაციო ტექსტი “ცხვარი”
იაკობ გოგებაშვილის მიხედვით.
გაკვეთილის შემდეგ ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფსა და წამყვან პედაგოგ შორენა მუმლაძეს შორის შედგა შეხვედრა , მასწავლებლმა ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსიის წარდგენის შემდეგ , ხარისხის განვითარების ჯგუფიდან განმავითარებელი უკუკავშირი მიიღო.
სკოლა ანაბასისის ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფმა ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებლის მარეხი ფორჩხიძის მიერ მე-8 კლასში ჩატარებული გაკვეთილი მოისმინა და განიხილა.
გაკვეთილის თემა იყო ,, გოგლას სოფელი”.
გაკვეთილის შემდეგ ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფსა და პედაგოგს შორის შედგა შეხვედრა , მასწავლებლმა ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსიის წარდგენის შემდეგ , ხარისხის განვითარების ჯგუფიდან განმავითარებელი უკუკავშირი მიიღო.
სკოლა ანაბასისის მესამე კლასის მოსწავლეები დიდი ინტერესით სწავლობენ საგანს “მე და საზოგადოება”, სადაც საჭირო და აუცილებებლი საკითხებია განხილული. საპროგრამო მასალის უკეთ ათვისების მიზნით კლასში მოეწყო წიგნის “პირველადი სამედიცინო დახმარება” განხილვა. მოსწავლეებმა მიიღეს დამატებითი ინფორმაცია ჯანმრთელობის დაცვის და უბედური შემთხვევის დროს გადაუდებელი დახმარების შესახებ.
განხილვამ საინტერესოდ ჩაიარა.
პედაგოგი თამარ მალაღურაძე, ბიბლიოთეკის გამგე თამარ გვალია.
სკოლა ანაბასისში ინტელექტუალური კლუბის მორიგი თამაში მეათე კლასის მოსწავლეების თეიმურაზ გოგიაშვილის და გიორგი ფერაძის ხელმძღვანელობით მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებთან საინტერესო და შემოქმედებით გარემოში წარიმართა.
სკოლა ანაბასისის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა მოქალაქეობის გაკვეთილზე ტუბერკულოზთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს და საინტერესოდ ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობაზე.
ანაბასისში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და უცხო ენების კათედრის ერთობლივი ხელმძღვანელობით გაიმართა სასკოლო კონფერენცია თემაზე ,, წყალი და ჯანმრთელობა”,სადაც მეექვსე და მერვე კლასის მოსწავლეებმა ქართულ და ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები.
წყალი დედამიწაზე არსებული ყველაზე ძვირფასი ბუნებრივი რესურსია და მის გარეშე სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე არ იარსებებდა. ყოველი ჩვენგანის მიერ ამ ფაქტის გაცნობიერების მიუხედავად, ჩვენ ვაბინძურებთ მდინარეებს, ოკეანეებს და ზღვებს. შესაბამისად, ზიანს ვაყენებთ ჩვენს პლანეტას იმ დონემდე, რომ ცოცხალი ორგანიზმების განადგურება უკვე საგანგაშო მაშტაბებს იძენს.
კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს წყლის მნიშვნელობაზე და მოუწოდეს საზოგადოებას ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებისკენ.
სკოლა ანაბასისის ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფმა ქიმიის წამყვანი მასწავლებლის ქეთევან ედიბერიძის მიერ მე-8 კლასში ჩატარებული გაკვეთილი მოისმინა და განიხილა.
გაკვეთილი რომლის თემა იყო ,,ატომის იმპერია-სუბატომური ნაწილაკები” მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. მათ შეძლეს მონაცემების გაანალიზება და არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე დასკვნების გამოტანა, მოდელების შექმნა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ტექნოლოგიური მიღწევების შეფასება მდგრადი განვითარების პრინციპების თვალსაზრისით.
გაკვეთილის შემდეგ ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფსა და პედაგოგს შორის შედგა შეხვედრა , მასწავლებლმა ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსიის წარდგენის შემდეგ , ხარისხის განვითარების ჯგუფიდან განმავითარებელი უკუკავშირი მიიღო.
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სკოლა ანაბასისში სახელმწიფო დროშა დაუშვეს. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.
23 თებერვალს სკოლა ანაბასისში იუნკერთა ხსოვნის დღე აღნიშნეს – საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ–ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა საპატივსაცემოდ.
ღონისძიება ახალგაზრდა იუნკრებზე დოკუმენტური ფილმის ჩვენებით დაიწყო.
1921 წლის 23 თებერვალს კოჯორთან და ტაბახმელასთან ერთმანეთის მიყოლებით იხოცებოდნენ პირტიტველა ქართველი ბიჭები, იუნკრები – სიმბოლო იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
ანაბასისელმა მეათე კლასელებმა დღეს კიდევ ერთად გაიხსენეს 100 წლის წინანდელი, დღესაც აქტუალური ისტორია, კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი იმ ქართველებს, რომლებიც სწორედ ამ დროს, თბილისის მისადგომებთან უზარმაზარ წითელ მონსტრს ებრძოდნენ და ბოლომდე ერთგული რჩებოდნენ თბილისის ქუჩებში ჩუმად დადებული ფიცისა: „ბოლშევიკები ჩვენს გვამებზე გადმოივლიან!“… გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! უკანასკნელად იძახიან გულგანგმირული ახალგაზდები და მხიარულად ეხუტებიან ცივი გვამებით მშობლიურ მიწას…“
ათწლეულების მანძილზე, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების არსებობის პერიოდში, ყველაფერი კეთდებოდა, რათა იუნკერთა ხსოვნა დავიწყებას მისცემოდა. თუმცა ისტორიამ ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. საბჭოთა ხელისუფლება დაემხო, ხოლო იუნკერთა სახელი იმ მამულიშვილთა კოჰორტას შეუერთდა, რომელიც ყოველთვის ემახსოვრება შთამომავლებს.
მარადიული დიდება საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირთა სახელებს! პედაგოგი თეა სამხარაძე