დღეს 2021 წლის 15 სექტემბერია, უჩვეულო, გამოწვევებით სავსე, მაგრამ მაინც სასურველი, საინტერესო და იმედია, სასიამოვნო სიახლეების მომტანი ახალი სასწავლო წლის დასაწყისი!
უდიდესი სიყვარულით, მონატრებითა და საუკეთესო სურვილებით გილოცავთ, ჩვენო მეგობრებო, მოსწავლეებო, მასწავლებლებო, მშობლებო, ანაბასისის გულშემატკივრებო, თქვენ და სრულიად საქართველოს ახალი 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას!
ძვირფასო მოსწავლეებო, სასწავლო პროცესს დისტანციურად ვიწყებთ. დასანანია, რომ ვერ გხვდებით, მაგრამ ხომ იცით, წესების დაცვა და ჯანმრთელობის შენარჩუნება უპირველესია…
გასული წლების გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ შეგვიძლია დაბრკოლებების გადალახვა და წარმატებების მიღწევა, რისი დასტურია ჩვენი კურსდამთავრებულების მიღწევები ეროვნულ გამოცდებზე .
მომავალშიც ერთობლივი ძალისხმევითა და ჩვეული შემართებით შევძლებთ გამოწვევების ღირსეულად გამკლავებასა და საუკეთესო შედეგების მიღწევას .
განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს, მოუთმენლად რომ ელოდებიან 4 ოქტომბერს, როდესაც, სიხარულით ფრთაშესხმულნი, შემოაბიჯებენ ცოდნის ტაძარში და ააჟრიამულებენ თავიანთ საკლასო ოთახებს.
ჯანმრთელობას, წინსვლას და წარმატებებებს გისურვებთ და სიყვარულით ველოდებით თქვენთან შეხვედრას!
უკეთესი მომავლის იმედითა და პატივისცემით თქვენი სკოლა ანაბასისი
საქართველო შემოქმედთათვის განსაკუთრებული მენტალობის მიწაა. მას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მსახიობების, პოეტებისა და მწერლებისთვის.
საქართველოში ისინი პოულობენ თავშესაფარს და ნავსაყუდელს,ივსებოდნენ შთაგონებით.
მათ რიცხვს მიეკუთვნება ვლადიმერ ვისოცკი— რუსი პოეტი, პროზაიკოსი, მომღერალი და კომპოზიტორი, კინოსა და თეატრის მსახიობი.
მან საქართველო , როგორც იტყვიან, პირველივე დანახვაზე შეიყვარა და მთელი ცხოვრების განმავლობაში თბილად იხსენებდა მას.
სკოლა ანაბასისის მეათე კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი ვლადიმერ ვისოცკის ცხოვრება და შემოქმედება . განიხილეს მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა „მე არ მიყვარს“, რომელიც მას მიაჩნდა თავისი ცხოვრების კრედოდ.
ვისოცკის შემოქმედებამ ძალიან დიდი გავლენა იქონია მომდევნო თაობებზე. მისი ხმა დღესაც გაისმის და სწვდება იმ ადამიანებს , ვისთვისაც მნიშვნელოვანია თავისუფლება , პატიოსნება , სამართლიანობა, სიკეთე და ვინც „არას“ უცხადებს ძალადობას.
რუსულის ენისა და ლიტერატურის პედაგოგები მარინა ავალიშვილი და მარინა კაპანაძე.
მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლის , ცალკეულ მოსწავლეთა განვითარების დინამიკის დადგენის,პრობლემების იდენტიფიცირების და მათი დაძლევის გზების შემუშავების მიზნით სკოლა ანაბასისში დაიწყო მონიტორინგი, რომელიც ყოველი სასწავლო წლის დასასრულს ხორციელდება სკოლის განვითარების ჯგუფის მიერ.
სკოლა ანაბასისის მეშვიდე კლასში წამყვანი მასწავლებლის თეა მიქაბერიძის მიერ ჩატარდა ღია გაკვეთილი, რომელსაც მონიტორინგს უწევდა სკოლის შეფასების ჯგუფი.
გაკვეთილის თემა: ძველი და ახალი მუსიკალური ინტონაციები.
მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს პრეზენტაციები ვივალდის,ბახის,შოპენის შემოქმედებაზე და განიხილეს მცირე მუსიკალური მოტივები.
მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით ერთმანეთს დააკავშირეს ბახის “ტოკატა და ფუგა” და მათემატიკური მაგალითი, ვივალდის მუსიკის “შტორმის” ფონზე შეასრულეს ნახატი, შოპენის “პრელუდიის” თანხლებით წაიკითხეს გალაკტიონის “მთაწმინდის მთვარე”. მოსწავლეებმა სმენის,რიტმის,მხედველობის, ხელის სწრაფი მოძრაობის განვითარების მიზნით მოირგეს დირიჟორის როლი და შეასრულეს იოჰან შტრაუსის პოლკა.
დასასრულს, მოსწავლეებმა დადებითად შეაფასეს მუსიკის როლი და მნიშვნელობა, მათ არგუმენტირებულად იმსჯელეს, თუ როგორაა მუსიკა ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალება.
ქიმიაში ჩატარდა სქემით გათვალისწინებული გაკვეთილი თემაზე : PH 117 113
77 421 118 77 141 113 524 322 323 221 77.
ჰორტენზია ლურჯი თუ ვარდისფერი.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ნივთიერებათა კლასიფიცირებას მათი შედგენილობის, ფიზიკური, ქიმიური თვისებების მიხედვით.
ქიმიური პროცესების კვლევის მიზნით კვლევის პროცესების დაგეგმვას;
ქიმიური პროცესების კვლევისათვის საჭირო პროცედურების განხორციელებას გაკვეთილზე განხილული მასალის დაკავშირებას სხვა სასწავლო დისციპლინებთან და ყოველდღიურ ცხოვრებასთან.
გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის განვითარების ჯგუფის წევრები, რომლებმაც უკუკავშირი მისცეს ქიმიის პედაგოგ
2021 წლის 9 ივნისს მეცხრე კლასში ჩატარდა პროექტ-გაკვეთილი თემაზე ი. ა. კრილოვის ბიოგრაფია იგავ-არაკის, როგორც დიდაქტიკური ჟანრის განვითარების ისტორია.
მიუხედავად იმისა, რომ ი.ა. კრილოვი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ორ საუკუნეზე მეტი წლის წინათ, მისი შემოქმედება დღესაც აქტუალურია, რადგან ის მანკიერებები, რომელთაც ის ხედავდა საზოგადოებაში, სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტად არის ფესვგადგმული დღევანდელობაში.
კრილოვი დღესაც გვასწავლის ზნეობას და იმ მანკიერებების აღმოფხვრის გზებს, რომლებიც ჩრდილს აყენებს ჩვენს საზოგადოებას და ხელს გვიშლის სრულყოფილი,თავისუფალი,სამართლიანი და ცივილური საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
სკოლა ანაბასისში ხელოვნების კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
მეცხრე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურულ -მუსიკალური კომპოზიცია “ხელოვნებაა თავად უკვდავება”,სადაც ისაუბრეს ხელოვნების ცალკეული დარგების შესახებ-თეატრი, კინო, ქორეოგრაფია, ფერწერა, მუსიკა.
სკოლა ანაბასისში სააღდგომოდ ტრადიციული საქველმოქმედო აქცია მოეწყო, რომელშიც მთელი სასკოლო საზოგადოება აქტიურად ჩაერთო.
მშობელთა და პედაგოგთა გულისხმიერი დამოკიდებულების შედეგად შეგროვებული სურსათ-სანოვაგე, პირველადი მოხმარების ნივთები , ტანსაცმელი და სათამაშოები გადავეცით ჩვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბენეფიციარებს.
უღრმესი მადლობა ჩვენს გულისხმიერ მშობლებს და მთელ სასკოლო საზოგადოებას გვერდით დგომისა და დახმარებისთვის!
წლებია ერთობლივი ძალისხმევით წარმატებით ხორციელდება ჩვენი საქველმოქმედო პროექტი,რომლის დევიზია: „ჩვენ ყველასთან მივალთ , ვისაც ვჭირდებით“ .
ჩვენი პროექტით სარგებელს იღებენ ის ოჯახები, ვისთვისაც თითოეული ჩვენგანის დახმარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
პროექტით სარგებელს იღებენ ჩვენი მოსწავლეებიც ,რომელთა მეხსიერებაში წარუშლელად დარჩება „სიკეთის გაკვეთილები“ და რეალურ ცხოვრებაში ისინი „სიკეთის ელჩებად“ გვევლინებიან!
სკოლა ანაბასისის ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფმა მეხუთე კლასში ჩატარებული გაკვეთილი მოისმინა და განიხილა.
გაკვეთილის თემა – ვულკანები.
გაკვეთილმა დასახულ მიზანს მიაღწია.
გაკვეთილის შემდეგ ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფსა და პედაგოგ რუსუდან გურგენაშვილს შორის შედგა შეხვედრა , მასწავლებლმა ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსიის წარდგენის შემდეგ , ხარისხის განვითარების ჯგუფიდან განმავითარებელი უკუკავშირი მიიღო.
ანაბასისში დედამიწის დღე სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს!
§ პირველად დედამიწის დღე 1970 წელს აღინიშნა, როცა ცნობილი ამერიკელი გარემოს დამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა დედამიწის დასაცავად.
§ დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
§ საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით აღინიშნა. მას შემდეგ, ყოველწლიურად, ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
§ სკოლა ანაბასისში დედამიწის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. ( ღონისძიებებს ორგანიზება გაუწია სკოლის დირექტორმა ქეთევან ედიბერიძემ და სკოლის ხარისხის განვითარების მენეჯერმა თეა სამხარაძემ)
§ პირველკლასელებმა (კლასის ხელმძღვანელი ლოლიტა ნებიერიძე წარმოადგინეს ლამაზი , კოსტუმირებული, შთამბეჭდავი პერფორმანსი ,,დედამიწა საფრთხეშია“ გაბრიელა დვალის მიერ შესრულებულმა მაიკლ ჯექსონის სიმღერამ ,,დედამიწა“ ემოციურად დამუხტა
მსმენელები.
§ ჩატარდა ესეების კონკურსი ,, ადამიანი და ბუნება“ ( ბიოლოგიის მასწავლებელი თამარ მალაღურაძე და ქართულის მასწავლებლები ნატო სამხარაძე,მარეხი ფორჩხიძე) გამოვლინდა გამარჯვებული მოსწავლეები: მეშვიდე კლასელები ელენე მელაძე , ქეთი ცერცვაძე, ანასტასია ჯაფარიძე, ,ნია ცერცვაძე, მიხეილ სხილაძე,ანასტასია ჯუღელი.
,,დედამიწა ჩვენი სახლია, ჩვენი, კერიაა, რომელიც დღემდე გვემსახურება, რომელსაც დიდ ზიანს ვაყენებთ, მაგრამ მაინც ჩვენს გვერდით დგას. დაგვიბერდა ჩვენი დედამიწა, თუმცა მაინც წვალებით გვიძლებს და გვივლის“ აღნიშნავს მე -7 კლასის მოსწავლე ქეთი ცერცვაძე.
§ მე-7 , მე-8 კლასებში ჩატარდა ვიქტორინები ეკოლოგიურ საკითხებზე ( პედაგოგები ქეთევან ედიბერიძე , თეა სამხარაძე)
§ მოეწყო კონფერენცია ,, გაუფრთხილდეთ დედამიწას“ (ხელმძღვანელები ქიმიის მასწავლებლები მარინა ხუსკივაძე და ქეთევან ედიბერიძე) , კონფერენციის მოდერატორები იყვნენ მე-9 კლასელი მოსწავლეები თამარ კაპანაძე და ანანო შერგელაშვილი.
მე-10 კლასელი მოსწავლეების: ელენე ჩუბინიძის, დავით ჯინჭარაძის, თემურ გოგიაშვილის მიერ საინტერესო და აქტუალური ეკოლოგიური პრობლემები იქნა განხილული: ოზონის შრე, ოზონის შრე და ცხოველები, დედამიწის დაბინძურების ხარისხი და მოსალოდნელი საფრთხეები. ეკოლოგიურად უსაფრთხო ბიოპლასტმასების წარმოება რძისაგან გააცნო თანატოლებს ათასწლეულის ინოვაციური კონკურსის ნახევარფინალისტმა გუნდმა ,,ანაბასისმა“ (წევრები :ხატია ჩიბურდანიძე, ქეთათო ნებიერიძე, მარიამ გოგიაშვილი, გიორგი ლილუაშვილმა, ნიკოლოზ ბოგვერაძე) და რძიდან თავიანთი დამზადებული ნივთები- ღილები, მძივები, სათამაშოები წარმოადგინეს.
§ ჩატარდა ინტელექტუალური თამაში ,,რა , სად, როდის?“ თემაზე ,,დედამიწა ჩვენი სახლია“ ( ტექნიკური ოპერატორი გიორგი ფერაძე), მასში მონაწილეობა მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეთა მიერ დაკომპლექტებულმა ოთხმა გუნდმა მიიღო. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ თავიანთი ინტელექტუალური შესაძლებლობები 5 კატეგორიაში მოესინჯათ:
§ 1. ცოცხალი ბარომეტრები;
§ 2. ჩვენ და ეკოლოგია;
§ 3. ბრძნული გამონათქვამები ბუნებაზე;
§ 4. წითელი წიგნი;
§ 5. სხვადასხვა ;
თამაში საინტერესოდ და აქტიურად წარიმართა, შეკითხვები განკუთვნილი იყო დარბაზისთვისაც, რამაც ჩართულობის ხარისხი კიდევ უფრო გაზარდა.
§ მე-4 კლასის მოსწავლეების მიერ (კლასის ხელმძღვანელები მარინა ჭულუხაძე და თამარ ვეფხვაძე, ხელოვნების პედაგოგი ნანა გიორგაძე) სკოლის ეზოში ბუნების დაცვის თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
§ ანაბასისელებმა დედამიწის დღეს ეზოში მუსიკის ფონზე მხიარული სანახაობა მოაწყვეს და სიმბოლურად დარგეს მცენარეები სკოლის ეზოში.