Categories
სკოლა ანაბასისი

სკოლა ანაბასისი. პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა

სკოლა ანაბასისი. პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა. სკოლის წამყვანი მასწავლებლის მარინა კაპანაძის მიერ რუსულში, მე-8 ბ კლასში ჩატარდა გაკვეთილი თემაზე ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი”. მოსწავლეებმა შეძლეს ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ლექსიკო-გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენება, მინი დიალოგების შედგენა , ტექსტი ინტერვიუ ,,მარია შარაპოვა “წაკითხვა , გაგება, გააზრება, დასკვნების გამოტანა, რამაც საშუალება მისცა მათ აღეწერათ შეთავაზებული ილუსტრაციები და წერილობითი რეკომენდაციები მიეცათ თანატოლებისა და უმცროსი მეგობრებისათვის . მათ შექმნეს ფოტოგამოფენა, რომელთა გამოყენებით შეიძლება საინფორმაციო ბუკლეტების დაამზადება .,ჯანსაღი ცხოვრება უალტერნატივოა” გაკვეთილზე დაკვირვებას აწარმოებდა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი. მასწავლებლის მიერ გაკვეთილისათვის შეჩეული იმპროვიზებული სწავლების ყველა სტრატეგია მიზნის შესაბამისი იყო. მოსწავლეები არგუმენტირებულად მსჯელობდნენ , აჯამებდნენ და დასკვნებს აკეთებდნენ. წარმატებები მოსწავლეებს და მასწავლებელს!

Categories
სკოლა ანაბასისი

სკოლა ანაბასისში პროექტ ,,მადლობა თავისუფლებისათვის!“ფარგლებში რამდენიმე აქტივობა განხორციელდა

სკოლა ანაბასისში პროექტ ,,მადლობა თავისუფლებისათვის!“ფარგლებში რამდენიმე აქტივობა განხორციელდა 1. საინფორმაციო სემინარი ,,9 აპრილი საქართველოს ისტორიაში“ მოსწავლეთა თვითმართველობის წევრებმა ანასტასია ჯუღელმა, ქეთი ცერცვაძემ , ანი კობერიძემ თანატოლებს წარუდგინეს საინტერესო პრეზენტაციები ,,სისხლიანი 9 აპრილი’’, ,,9 აპრილი დღე გლოვისა,მაგრამ იმავდროულად დღე ზეიმისა’’ 2. ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“. ტიტები იქცა 1989 წლის 9 აპრილის სიმბოლოდ. სკოლის ეზოში ეკოლოგთა კლუბის ინიციატივით ტიტების არაერთი ნერგი დაირგო. 3. ,, რა ვიცით 9 აპრილზე“ თვითმართველობამ შეიმუშავა კითხვარი, რომლის დახმარებითაც გამოკითხა საზოგადოების წევრები. 4.,, ხეები ლექსებით იფარჩება, ხეებზე აკრავენ ღვთის ბრალდებას..“. 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ რუსთაველის ჭადრებზე მიკრულ თეთრ ფურცლებს ქარი აფრიალებდა …ხელნაწერი ლექსების წინ ხალხი ჩერდებოდა , ერთი ხიდან მეორისაკენ გადაადგილდებოდნენ . ეს იყო ემოციის გამოშვების ერთ-ერთი გზა. ხალხი ხეებზე მიკრული ამ ლექსებით ყვებოდა თუ ეხმაურებოდა 9 აპრილის ღამის კოშმარს. თვითმართველობის წევრებმა სიმბოლურად ქალაქის ქუჩებში ხეებზე თეთრ ფურცლებზე დაწერილი ის ლექსები გააკრა რომელიც 33 წლის წინ რუსთაველზე ფრიალებდა ხეებზე და საზოგადოების ყურადღებას იპყრობდა. ,,ჩემო სამშობლოვ, ჩემო ერო , ჩემო ქალაქო უიარაღოს იარაღით როცა გებრძვიან ეს იმას ნიშნავს , ძლიერი ხარ უიარაღოც“გვახსოვს და გვტკივა 9 აპრილი…. მადლობა თავისუფლებისათვის! -სკოლა ანაბასისის მოსწავლეთა თვითმართველობა.

Categories
სკოლა ანაბასისი

ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა

სკოლა ანაბასისი. პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა. ჯანსაღი ცხოვრების წესი არა მხოლოდ კონკრეტულ პრინციპებზე დაყრდნობით ცხოვრებაა, არამედ, პირველ რიგში, გააზრებული ქმედებების ერთობლიობაა, რომელიც ასევე მოიაზრებს კარგი სოციალური კავშირების ჩამოყალიბებას, საკუთარ თავზე ზრუნვას, ჯანსაღ ურთიერთობებს და ა.შ შესაბამისად, ჯანსაღი ცხოვრების წესი ფიზიკური, გონებრივი და სოციალური კეთილდღეობის ნაზავია. ანაბასისის და და დილიკაურის ეკოკლუბის წევრებმა ერთად დაგეგმეს ქალაქ ზესტაფონში არსებულ ფიტნეს კლუბში განეხორციელებინათ ვიზიტი და გაეცნოთ კლუბის მუშაობის პრინციპი. ადგილზე დახვდათ ინსტრუქტორი რომელმაც მოსწავლეთა კითხვებს უპასუხა. ფიტნესი სათავეს ამერიკიდან იღებს, ის ჩამოყალიბდა 90-იან წლებში როგორც ბოდიბილდინგის ალტერნატივა. ბოდიბილდინგი ორიენტირებულია სხეულის მაქსიმალურად დიდი კუნთოვანი მასის მიღებაზე, ვარჯიშით და ანაბოლური სტეროტიდების (პრეპარატები) დახმარებით. ფიტნესი სხვა სისტემით მუშაობს სხეულზე – ვარჯიში და სწორი კვება, რომლის მიზანია ჯანმრთელი სხეული. სიტყვასიტყვით ფიტნესი ნიშნავს შეესაბამებოდე, იყო კარგ ფიზიკურ ფორმაში ინგლისური სიტყვიდან – to be fit. ფიტნესი იმ ადამიანების ცხოვრების განუყოფელი წესია, ვინც სულის და სხეულის ჰარმონიისაკენ ისწრაფვის, ზრუნავს თავის ჯანმრთელობაზე და სურვილი აქვს მუდამ კარგად გამოიყურებოდეს. სამედიცინო თვალსაზრისით ფიტნესი ეხმარება გულს, სისხლძარღვებს, ფილტვებს, კუნთებს მაქსიმალურად ეფექტურ მუშაობაში, ახანგრძლივებს ახალგაზრდობას, ებრძვის ცელულიტს, აძლიერებს დიეტის ეფექტს. ფიტნესი ზრდის კუნთის ამტანობას და ძალას, მოქნილობას, არეგულირებს სხეულის შემადგენლობას – სწორ თანაფარდობას მასას (კუნთები, ძვლები, ნერვული ქსოვილები, შინაგანი ორგანოები) და ცხიმს შორის. მოსწავლეები გაეცნენ მათი ასაკისთვის შესაფერის აქტივობებს და შეეცადნენ კიდევაც ამ აქტივობების შესრულებას, ასევე ყურადღება გაამახვილეს ჯანსაღი კვებაზე, რომელზეც ამომწურავად უპასუხა ინსტრუქტორმა. ეკოკლუბის წევრები კმაყოფილნი დარჩნენ შეხვედრით და ზოგიერთმა მათგანმა სურვილი გამოთქვა კვლავ ესტუმროს ფიტნეს კლუბს და დაკავდეს სპორტული აქტივობებით.

Categories
სკოლა ანაბასისი

პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა

სკოლა ანაბასისი. პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა. 2022 წლის ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემაა ჩვენი პლანეტა, ჩვენი ჯანმრთელობა.ეს მოწოდება წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას მწვანე და ჯანსაღი საფარის აღდგენისთვის! სკოლა ანაბასისის ეზოში არაერთი ხე დაირგო . ერთ-ერთი მათგანი როგორც მოწყვლადი სახეობა შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“. ეს გახლავთ უთხოვარი ანუ ურთხელი. იგი გადაშენების ზღვარზე მდგომი მცენარეა. ლეგენდის თანახმად, XII საუკუნეში, თამარ მეფემ გლეხებს უთხოვარის ტყეების გაჩეხვა აუკრძალა. ამ ლეგენდას ვუმადლით და იმასაც, რომ საქართველო დღეს ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც უთხოვარის რელიქტური კორომებია შემორჩენილი.ჩვენი წინაპრები ჯერ კიდევ მაშინ ზრუნავდნენ საკუთარი ფლორის გაიშვითებული სახეობების დაცვა-შენარჩუნებაზე. სკოლის ეზოში ასეთი იშვიათი მცენარის დარგვის იდეა მე-4ა კლასის მოსწავლეებს ეკუთვნის. კლასის ხელმძღვანელი თეა გურაბანიძე . უთხოვარი მათი ხეა, რომელზე მზრუნველობაც თავის თავზე აიღეს ! მადლობა მოსწავლეებს, მშობლებს გარემოზე ზრუნვისათვის!

Categories
სკოლა ანაბასისი

წამყვანი პედაგოგის ნატო აბულაძის მიერ ჩატარებული გაკვეთილი

სკოლა ანაბასისის ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი მათემატიკის წამყვანი მასწავლებლის ნატო აბულაძის მიერ მე-8 კლასში ჩატარებულ გაკვეთილს დაუკვირდა და შეაფასა. მასწავლებელის მიერ გაკვეთილისთვის წინასწარ შერჩეული სწავლების ყველა სტრატეგია მიზნის შესაბამისი იყო . მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობის დროს იყენებდა მრავალფეროვან კითხვებს, რომლებიც მოსწავლეებისაგან დაფიქრებას, საკითხის გააზრებასა და მსჯელობას მოითხოვდა. მაღალი სააზროვნო დონის შეკითხვების გამოყენებით მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეთა მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას. გაკვეთილი წარიმართა ისე , რომ მოსწავლეები კოგნიტურად იყვნენ ჩართულები სასწავლო პროცესში. იგი თავიდან ბოლომდე ხალისიანად და დინამი-ურად მიმდინარეობდა, მასწავლებელი იყენებდა მრავალფეროვან სტრატეგიებს. პროცესი იყო ინტერაქტიური, რამაც უზრუნველყო გაკვეთილის მიზნის მიღწევა მოსწავლეებმა შეძლეს წრფივ ორუცნობიან განტოლებათა სისტემის ამოხსნის ჩასმისა და გრაფიკული ხერხების განმტკიცება და ალგებრული შეკრების ხერხის დაუფლება. ერთი და იგივე საკითხის სხვადასხვა მხრიდან დანახვამ ხელი შეუწყო საკითხის ღრმად გააზრებას.გაკვეთილზე წარმოჩინდა მოსწავლეების მიერ ელექტრონული პროგრამაში geogebra მუშაობის უნარების ფლობა, რამაც მათი ცოდნა გაკვეთილზე განხილულ საკითხთან დაკავშირებით მარტივად აღქმადი გახადა. წარმატებები პედაგოგს და მოსწავლეებს

Categories
სკოლა ანაბასისი

7აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა

სკოლა ანაბასისი. პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა. 7აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნა უკავშირდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების თარიღს – 1948 წლის 7 აპრილს.ყოველ წელს, ამ დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უძღვნის ერთ კონკრეტულ თემას და ცდილობს ამ თემის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ამჟამინდელი პანდემიის, დაბინძურებული პლანეტისა და დაავადებების მზარდი სიხშირის პირობებში, 2022 წლის ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემაა ჩვენი პლანეტა, ჩვენი ჯანმრთელობა.ეს მოწოდება წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას მწვანე და ჯანსაღი საფარის აღდგენისთვის, COVID-19 პანდემიასთან ბრძოლისათვის , რომელიც ინდივიდებისა და პლანეტის ჯანმრთელობას აყენებს საზოგადოების ყურადღების ცენტრში.სკოლის ეკოკლუბისა და სამოქალაქო კლუბების ინიციატივით მოსწავლეთა საზოგადოებას ეწვია ზეტაფონის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრის მთავარი ეპიდემიოლოგი თინათინ ფორჩხიძე, რომელიც მოსწავლეებს ჯანმრთელობასა და ვაქცინაციაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ყოველწლიურად ვაქცინებს მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას უნდა ვუმადლოდეთ. COVID-19-ის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების შემუშავება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია პანდემიის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის პროცესში, იმისთვის, რომ პანდემია დასრულდეს და ჩვენ კვლავ დავუბრუნდეთ საყვარელი საქმეების კეთებას, საყვარელ ადამიანებთან ერთად კვლევასა და განვითარებაში ჩადებული უპრეცედენტო ინვესტიციების და გლობალური თანამშრომლობის შედეგად, მეცნიერებმა COVID-19–ის წინააღმდეგ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების შემუშავება რეკორდულ დროში მოახერხეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუმარმა ამომწურავად უპასუხა მოსწავლეთა მიერ დასმულ შეკითხვებს. დიდი მადლობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალურ ცენტრს სკოლასთან თანამშრომლობისათვის.

Categories
სკოლა ანაბასისი

ინგლისურ ენაში წამყვანი პედაგოგის მიერ ჩატარებული გაკვეთილი

სკოლა ანაბასისის ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი ინგლისურის წამყვანი მასწავლებლის ეკატერინე ჩაჩიბაიას მიერ მე-6 კლასში ჩატარებულ გაკვეთილს დაუკვირდა და შეაფასა. სამიზნე ცნება ზეპირი კომუნიკაცია, მიზანი : მოსწავლეების მიერ პრეზენტაციის შექმნა და მოხსენების წაროდგენა პოსტერის საშუალებით. გაკვეთილზე განხორციელდა კომპლექსური დავალების ,, დედამიწის დღე” ერთ-ერთი ეტაპი. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ოთხი საინტერესო პოსტერი , რომლებშიც პასუხები გასცეს კითხვებზე, რა არის დედამიწის დღე, როდიდან აღინიშნება, რატომ არის მნიშვნელოვანი მისი აღნიშვნა, როგორ და რა მეთოდებით გავხადოთ ყოველი დღე დედამიწის დღე, რა არის გარემოს დაბინძურების მიზეზები და პრობლემების გადაჭრა რა გზებით შეიძლება. თავიანთ მოსაზრებებს არგუმენტირებულად ასაბუთებდნენ ინგლისურ ენაზე გამოიყენეს ნასწავლი ლექსიკა და გრამატიკა, ზეპირმეტყველების არავერბალური კომუნიკაციის ხერხები, ინტონაცია, მახვილი, პაუზა, ხმის ტემბრი, მეტყველების ტემპი. გაკვეთილის ბოლო ეტაპზე მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს მარადმწვანე ხე მცენარე, რომლის დაცვასა და მოვლა-პატრონობაზე თავად იზრუნებენ. წარმატებები მასწავლებელს და მოსწავლეებს.

Categories
სკოლა ანაბასისი

2 აპრილი ,,აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა”

2 აპრილი ,,აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა”- ეს დღე აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხდა გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ, რასაც ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. ანაბასისის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა ეკოკლუბის წევრებთან ერთად სასკოლო პროექტის „ჯანსაღი ცხოვრება უალტერნატივოა “ ფარგლებში, საზოგადოების ინფორმირებულობისა და აუტიზმის ცნობადობის ამაღლების კუთხით მოამზადეს და გაავრცელეს საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტები. მომზადდა საინფორმაციო გაზეთი და გამოიკრა კლუბის საინფორმაციო კედელზე.#აუტიზმისცნობადობისამაღლებისმსოფლიოდღე

Categories
სკოლა ანაბასისი

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარდა

2022 წლის 31 მარტს ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან – 83, საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებიდან კი 31 წელი გავიდა.ანაბასისელებმა დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის და ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, ეროვნული გმირის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს. მოსწავლეებმა ზვიად გამსახურდიას დაბადების დღის და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება/განხილვის შემდეგ დისკუსია მოაწყვეს, სადაც ისაუბრეს ზვიად გამსახურდიას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მის როლსა და დამსახურებაზე საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში, იმსჯელეს 1991 წლის რეფერენდუმის მნიშვნელობაზე.31 მარტი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. 31 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაიმართა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი, რომლის შედეგების საფუძველზე უზენაესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და გაათავისუფლა საქართველო 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციიდან. შემთხვევით არ არის, რომ კონსტიტუციით დაცული საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი სწორედ 31 მარტის რეფერენდუმს ეყრდნობა.

Categories
სკოლა ანაბასისი

სტუმრობა ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატულ თეატრში

25 მარტს ანაბასისელები ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატულ თეატრს ესტუმრნენ , სადაც მორიგი პრემიერა გაიმართა, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების „ნუ გააღვიძებ“ მიხედვით. სპექტაკლმა მოსწავლეებზე უდიდესი გავლენა მოახდინა და ბევრ საკითხზე დააფიქრა ისინი.სპექტაკლისგან მიღებული შთაბეჭდილებები და ემოციები ახალგაზრდებმა კულტურისა და დასვენების ბაღში გამართულ შეხვედრაზე გაუზიარეს ერთმანეთს.მადლობა უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატულ თეატრს საინტერესო წარმოდგენისთვის.