კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” ორგანიზებით, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამოცხადებულ პოსტერების (პლაკატების) კონკურსში თემაზე: “გარემოს დაცვა ჩემს ქალაქსა თუ სოფელში”, ერთ-ერთი გამარჯვებული ანაბასისის მოსწავლე ელენე შალამბერიძეა.
ვულოცავთ ელენეს გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან (მასწავლებლის სახლი) თანამშრომლობით წარიმართა.
ნომინაციები:
1. ყველაზე ინოვაციური გარემოსდაცვითი პოსტერი;
2. ყველაზე აქტუალური გარემოსდაცვითი პოსტერი;
3. ყველაზე ორიგინალური გარემოსდაცვითი პოსტერი;
4. საუკეთესო პოსტერი გარემოსდაცვით საკითხზე ჩემს ქალაქში/ჩემს სოფელში;
5. საუკეთესო მომავლის პოსტერი გარემოსდაცვით საკითხზე ჩემს ქალაქში/ჩემს სოფელში;
სულ გამოვლინდა 10 გამარჯვებული. ხუთ-ხუთი გამარჯვებული ჭიათურასა და ზესტაფონში.
სკოლა ანაბასისში გარემოს დაცვის დღე ეკოლოგთა კლუბის ინიციატივით მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა .
გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ , გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობა და გრემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას . 2022 წლის გარემოს დაცვის კამპანიის სლოგანია,,მხოლოდ ერთი დედამიწა“, რომელიც ფოკუსირებულია თემაზე ,,მდგრადი ცხოვრება ბუნებასთან ჰარმონიაში. ‘’.
სკოლაში ჩატარდა კონფერენცია თემაზე ,,მდგრადი ცხოვრება ბუნებასთან ჰარმონიაში.” კონფერენციაზე მოწვეული სტუმრის სტატუსთ იმყოფებოდა IIU საქართველოს ახალგაზრდული ელჩი და ბრენდის ამბრასადორი ანაბასისის მე-6 ბ კლასის მოსწავლე ელენე შალამბერიძე. რომელმაც წარმოგვიდგინა თემა გარემოს დაცვაზე ინგლისურ ენაზე, ელენე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გლობალურ პლატფორმებზე წარადგენს მოხსენებებს, მდგრადი განვითარების მიზნებზე.
კონფერენციის თემატიკა საინტერესოდ იყო შერჩეული1. გარემოს ქიმიური დაბინძურება-გლობალური ეკოლოგიური პრობლემები, რომელიც გამოწვეულია ,როგორც ბუნებრივი, ასევე ადამიანთა საქმიანობით ანუ ანთროპოგენური ფაქტორებით. აუდიტორიას გააცნეს ძირითადი დამაბინძურებლები: ნავთობი, ბენზოლი, პესტიციდები, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, მძიმე მეტალები, დარიშხანი, ნახშირბადის მონოქსიდი.2. ქიმიური დაბინძურებით გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემები. ყურადღება გაამახვილეს სათბურის ეფექტზე, ოზონის შრის გამოფიტვაზე, მჟავა წვიმებზე. 3. ქიმია და მდგრადი განვითარება. მდგრადი განვითარების გამოძახილია ქიმიის ახალი მიმართულება მწვანე ქიმია, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩამოყალიბდა.მისი მიზანია ისეთი ტექნოლოგიების შექმნსა, რომელიც ქიმიურ წარმოებას ეკოლოგიურად უსაფრთხოს გახდის. ეს გზა 12 პრინციპშია გაწერილი და შეადგენს მწვანე ქიმიის კონცეფციას.
კონფერნციის დასასრულს დაათვალიერეს საკონკურსოდ , გარემოს დაცვის თემატიკაზე შექმნილი პოსტერები , გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება მიღებული ხმების უმრავლესობით.
კონფერენციაზევე დაიგეგმა, გარემოს დასუფთავები აქცია . გარემოზე ყველა ადამიანმა უნდა იზრუნოს. ძნელია არ დაეთანხმო ეგზიუპერის სიტყვებს: ,,შენ არ მიგიღია დედამიწა მემკვიდრეობით შენი წინაპრებისაგან, შენ მას შენი შვილებისაგან სესხულობ ‘’
განვითარებული ტექნოლოგიის, ახალი ეკონომიკური რეალობისა და გლობალიზაციის პირობებში გაზრდილი ყურადღება ეთმობა ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და დამოუკიდებლად სწავლის უნარის შეძენის საკითხს.სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია თანამედროვე მეთოდების შეტანა და დანერგვა სასწავლო პროცესში. რუტინული გაკვეთილები უინტერესო და მოსაბეზრებელია მოსწავლეთათვის. ამიტომ მასწავლებელმა განსხვავებული სასწავლო მეთოდები უნდა შესთავაზოს მოსწავლეებს, რათა XXI საუკუნის კომპეტენციების გამომუშავებას შეუწყოს ხელი. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ კრიტიკული აზროვნება, საკუთარი შეხედულებების და ინტერესების არგუმენტირებულად დასაბუთება, შეფასება და დასკვნების გამოტანა. ინგლისურის მასწავლებელი ნანა ფერაძე ცდლობს საინტერესო და სახალისო გახადოს სწავლების პროცესი. ჩართოს გლობალურ თუ რესპუბლიკურ პროექტებში. ჩაატაროს მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული გაკვეთილები.
,, ინგლისი” ამ თემაზე სკოლა ანაბასისის მასწავლებელმა ნანა ფერაძემ ჩაატარა გაკვეთილი ,,ინგლისი ინგლისურად”, რომელზეც მე-7 კლასის მოსწავლეებმა მათ მიერ შექმნილი პოსტერ- პრეზენტაციებით წარმოადგინეს ინგლისი. მოსწავლეების და მასწავლებლის მიერ შერჩეული და განხილული იყო 10 საკითხი: ინგლისის ისტორია, ინგლისური ენის ისტორია, უნივერსიტეტები, სამეფო ოჯახი, ინგლისის კულტურა, ტრადიციები, ღირსშესანიშნაობები, მოსახლეობა, დროშა და სპორტი. მოსწავლეებმა შეძლეს და საკმაოდ საინტერესოდ გვამოგზაურეს ამ ქვეყანაში. გრამატიკული წესების, სიტყვის კარგი მარაგით და გამოთქმის დაცვით მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი ჩამოთვლილ თემებს.
წარმატებები ქალბატონ ნანას თავის მოსწავლეებთან ერთად!
2021-2022 წლების ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა.
კლუბი ,,ანაბასისი”ნახევარფინალშია, რომელმაც არაერთი აქტივობა განახორციელა კონკურსის ფარგლებში ბუნებრივი და სოციალური გარემოს სასიკეთოდ. თითოეული აქტივობა მდგრადი განვითარების მიზანს შეესაბამებოდა . კლუბის წევრები სწავლობდნენ , ასწავლიდნენ სხვას , ახორციელებდნენ გარემოსდაცვით და სოციალურ ღონისძიებებს ამის დამადასტურებელ ინფორმაციას ტვირთავდნენ კონკურსის პორტალზე forestry. ge და ამგვარად დააგროვეს ,,ნერგები” ეკოკლუბისათვის.
ეკოკლუბელების რეიტინგი უკვე გამოქვეყნდა და კლუბი ,,ანაბასისი” ნახევარფინალშია. წინ ფინალია! ვულოცავთ ეკოკლუბ ,,ანაბასისს”მიღწეულ შედეგს და წარმატებას ვუსურვებთ ფინალში!
ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. ეს ფრაზა გასდევდა მე-4ა კლასში უფროსი მასწავლებელ თეა გურაბანიძის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს, რომელზეც მოსწავლეებმა წერილებსა თუ ჩანახატებში წარმოადგინეს თავიანთი დამოკიდებულება ოთხფეხა მეგობრების მიმართ. სპეციალური ფოტოსესიაც მოაწყვეს საყვარელი ცხოველების უკეთ გასაცნობად. შემდეგ კი ინტერესით გაეცვნენ მურიას, ოტია იოსელიანის მოთხრობაში ,, ასე მოკვდა მურია“მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობა პიროვნული თანასწორობისა და თანამშრომლობის პრინციპზე იყო აგებული. საინტერესო იყო მოსწავლეთა ვარაუდების მოსმენა, მოთხრობაში შესაძლო მოქმედებების განვითარების შესახებ. მოთხრობის სიუჟეტმა , კიდევ ერთხელ დაარწმუნა მოსწავლეები ოთხფეხა მეგობრის საყვარელი ადამიანის მიმართ ერთგულებაში და მზრუნველობაში. მასწავლებელის მიერ გაკვეთილისთვის წინასწარ შერჩეული ან იმპროვიზირებული სწავლების ყველა სტრატეგია მიზნის შესაბამისი იყო. მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობის დროს იყენებდა მრავალფეროვან კითხვებს, რომლებიც მოსწავლეებისაგან დაფიქრებას, საკითხის გააზრებასა და მსჯელობას მოითხოვდა, იგი მიმართებებს ამყარებდა საგაკვეთილო მიზანსა და გრძელვადიან მიზნებს შორის. წარმატებულად ამყარებდა შიდასაგნობრივ და საგანთაშორის კავშირებს,მოსწავლეებამა მიიღეს ინფორმაციები როგორ მოიშინაურა ადამიანმა ძაღლი, როგორ ვიზრუნოთ მასზე, რა უნდა იცოდნენ მისი დაავადების შესახებ. მოთხრობაშიც ერთ-ერთ დაავადება აღწერილი აქვს მწერალს ძალიან ნათლად იმიტომ რომ ეს ამბავი ავტობიოგრაფიულია. ოტიას ეზოს ვირტუალური დათვალიერება კარგად აღქმადი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის , რადგან მათ მონახულებული ჰქონდათ მწერლის სახლმუზეუმი,რომელმაც ღრმა შთაბეჭდილება დატოვა მათში. მასწავლებელი ისე წარმართავდა გაკვეთილს, რომ მოსწავლეები კოგნიტურად იყვნენ ჩართულები სასწავლო პროცესში, გაკვეთილი თავიდან ბოლომდე ხალისიანად და დინამიურად მიმდინარეობდა, მასწავლებელი იყენებდა მრავალფეროვან სტრატეგიებს. პროცესი ინტერაქტიური იყო , მასწავლებლის განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ყველა ეტაპზე საგაკვეთილო პროცესში თანაბრად ჩართული იყო ფაქტობრივად ყველა მოსწავლე .
გაკვეთილს დაუკვირდა და შეაფასა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფმა.
დაგვიანებით გიზიარებთ ჩვენი საამაყო ანაბასისელების წარმატებებებს, იმ მოსწავლეების, რომლებიც ზედმიწევნით ამართლებენ ანაბასისის დევიზს”ნაბიჯ-ნაბიჯ მწვერვალებისკენ”. გილოცავთ ჩვენო უნიჭიერესებო, ეს ერთი და სხვა მრავალი.
სწავლების პროცესი რუტინულ შრომას რომ არ დაემსგავსოს ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი მარეხ ფორჩხიძე ხშირად მიმართავს განსხვავებულ სტრატეგიებს. იგი თვლის, რომ ეფექტიანისწავლა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სწავლის იმ სტრატეგიებზე, რომლებიც მოსწავლეებს შესასწავლი საკითხისადმი დადებით განწყობას უქმნის. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია დისკუსია, ის არის ინტერაქტიური სწავლების მეთოდი , რომელიც უმნიშვნელოანესია მოსწავლის კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებისათვის. ორიენტირებულია არა მარტო შინაარსის ცოდნაზე არამედ გაანალიზებასა და შეფასებაზე. მე-9 კლასში ქართულ ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე გაიმართა დისკუსია თემაზე: ,,შეეძლო თუ არა დათა თუთაშხიას შეეცვალა სეთურის სოფელი?“მოსწავლეებმა შეძლეს მხატვრულ ტექსტში წარმოდგენილ ლიტერატურულ დეტალებზე დაკვირვებით პრობლემის გააზრება და პერსონაჟების ქმედების შეფასება, გამოხატეს პერსონაჟთა მიმართ საკუთარი დამოკიდებულება, გაანალიზეს ბრბოსა და პიროვნების დაპირისპირება, პარალელი გაავლეს რეალურ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებთან, ჩამოაყალიბეს არგუმენტები, რომლებიც გაამყარეს ცნობილი ადამიანების გამონათქვამებით, სხვა უკვე შესწავლილი თუ დამატებით წაკითხული ნაწარმოებების ეპიზოდების მოხმობით . გამოიტანეს დასკვნები , როგორც საკუთარი ისე სხვების მსჯელობიდან. მასწავლებელი იყო დისკუსიის მოდერატორი, რომელმაც უზრუნველყო წესების დაცვით დისკუსიის სწორად და საინტერესოდ წარმართვა. წარმატებები ქალბატონ მარეხს მოსწავლეებთან ერთად!
გეოგრაფიის უფროსმა მასწავლებელმა რუსუდან გურგენაშვილმა მე-8 კლასში ჩაატარა გაკვეთილი თემაზე ,,გავიცნოთ ევროპა ”. ეს იყო კომპლექსური დავალების დასკვნითი ეტაპი, რომელზეც მოსწავლეებმა მათ მიერ შექმნილი პროდუქტი Pover Point პროგრამაში შექმნილი პრეზენტაციები წარმოადგინეს. ისაუბრეს ევროპის გეოგრაფიულ მდებარეობასა და ბუნებაზე, გეიზერებზე, გოლფსტრიმის დინებაზე, როგორც კლიმატის ერთ-ერთ მარეგულირებელ ფაქტორზე, ყურადღება გამახვილდა ტერმინებზე ,,ანთროპოგენური ლანდშაფტი”ეს არის ბუნებრივი ლანდშაფტის ცვილილება ადამიანების მიერ. ხოლო ,,ბებერი ევროპა ” კი ხაზს უსვამს მის ხანგრძლივ ისტორიას, იმ დიად აღმოჩენებს, რომლებიც ევროპელებმა განახორციელეს. ინდუსტრიული რევოლუვია და ეკოლოგიური პრობლემები ერთ ჭრილში განიხილეს, მოსწავლეებმა ევროკავშირზე საუბრის დროს ყურადღება გააახვილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებაზე, რომელიც ორ მხარეს შორის პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის საფუზველს წარმოადგენს. გაკვეთილზე წარმატებით განხორციელდა შიდასაგნობრივი და საგანთაშორის კავშირები, შექმნილი იყო პოზიტიური, თანამშრომლობითი გარემო. გაკვეთილი საინტერესოდ მიმდინარეობდა.
გაკვეთილს დაუკვირდა და შეაფასა ხარისხის განვითარების ჯგუფი.
ზღაპარი საუკეთესო აღმზრდელი და მასწავლებელია ბავშვისათვის. ზღაპრის გმირების ისტორიები, მათი ქცევები, მოქმედების შედეგები, სირთულეები და ხერხები რთულ სიტუაციებიდან გამოსასვლელად ხშირად კარგ გაკვეთილებად იქცევა პატარებისათვის იმაში გასარკვევად, თუ როგორ იცხოვროს და როგორ იურთიერთობოს ადამიანებთან.
სკოლა ანაბასისის მეორე კლასელებმა სპექტაკლი ,,წითელქუდა” ,,Little Red Riding Hood”წარმოადგინეს ინგლისურ ენაზე. პატარა მსახიობებმა წარმოაჩინეს თავიანთი შემოქმედებითი უნარები, ინგლისური ენისადმი ინტერესი და მისი შესწავლის მოტივაცია, მოსმენისა და ინფორმაციის გაგების , დიალოგური და მონოლოგური მეტყველების უნარ-ჩვევები. მათში დიდი ინტერესი გამოიწვია ცნობილი ზღაპრის ინგლისურ ენაზე წარმოდგენამ.სალომე მასწავლებელთან ერთად ზღაპრის სიუჟეტი რამდენადმე შეცვალეს და თავისებური ინტერპრეტაციით წარმოგვიდგინეს ზღაპრის დასასრული:
მონადირემ გადაარჩინა წითელქუდა და გააფრთხილა, არასდროს დაეივიწყებინა დედის დარიგება, მგელს თავისი დანაშაულის გამოსასყიდად ტყის დაგვა-დასუფთავება მიესაჯა, მგელმა ინანა თავის საქციელი და წითელქუდას ბოდიში მოუხადა . ტყე კი ისევ ისეთი მხიარული და უსაფრთხო გახდა, როგორიც ადრე იყო. გაიმარჯვა სიკეთემ, სიყვარულმა , მეგობრობამ!
მადლობა პატარებს! მათ შეძლეს მაყურებლებამდე ძალიან კარგად მიეტანათ ზღაპრის მთავარი სათქმელი! მადლობა მათ ინგლისურის პედაგოგს და დამრიგებელს სალომე კაკაურიძეს , პედაგოგებს ეკატერინე ჯიმშიაშვილს და ხათუნა წითელაშვილს , ბევრი წარმატება თავის აღსაზრდელებთან ერთად!
სპექტაკლი განხორციელდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში.