ანაბასისის მე-3ბ კლასის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის 182-ე იუბილესთან დაკავშირებით განახორციელეს პროექტი “იაკობმა მოგვცა ფრთები ქართველთ ცაში ასაფრენად”.
მოსწავლეებმა “ვწერთ სუფთად და ლამაზად” აქტივობით შეასრულეს კალიგრაფიული ნამუშევრები, გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები და ნახატებით გააცოცხლეს პერსონაჟები.
ნახეს ფილმი ” იავნანამ რა ჰქმნა”.
პროექტი საინტერესო და შემოქმედებით გარემოში წარიმართა .
სკოლა ანაბასისში ჩატარდა საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული დელეგატების პირველი სხდომა, სადაც დამტკიცდა მოსწავლეთა თვითმმართველობის დებულება. თვითმმართველობის წევრებმა იმსჯელეს სასკოლო კლუბების შექმნაზე. შეხვედრაზე დაიგეგმა მთელი რიგი ღონისძიებები და აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას, ასევე სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებს შორის კომუნიკაციას.
2022 წლის 25 ოქტომბერს სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისში მოსწავლეებისა და პედაგოგების (ქეთევან ედიბერიძე, თეა სამხარაძე) ჩართულობით მედიაწიგნიერების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. ჩატარდა მედიაწიგნიერების გაკვეთილები, მოეწყო ფილმის „მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება“, ჩვენება, მოსწავლეებმა შექმნეს პრეზენტაციები, გაიმართა დისკუსია თემაზე: როგორ და რატომ უნდა დავიცვათ თავი ონლაინ სივრცეში? მოსწავლეთა ჩართულობით გაიმართა კონფერენცია თემებზე: რა არის ინფორმაცია რა არის ყალბი ინფორმაცია და მისი ზეგავლენა მომხმარებლებზე რა საფრთხეები არსებობს ონლაინ სივრცეში და როგორ დავიცვათ თავი ინტერნეტში ნავიგაციისას. გამოვლინდნენ ყველაზე მედიაწიგნიერი მოსწავლეები, რომელთა პრეზენტაციები გამოიფინება სასკოლო სივრცეში მედიაწიგნიერების შესახებ მოსწავლეთა ინფორმირებულობის და ცნობიერების ამაღლების მიზნით. მედიაწიგნიერების გლობალური კვირეული საქართველოში კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით წელს მეორედ ტარდება.
ინტელექტუალური თამაშები რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო გასართობია – ამაზე აღარავინ დაობს ანაბასისში.
მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით დაიწყო ინტელექტუალური თამაშის “ რა ?სად? როდის? ” საშემოდგომო სეზონი. წამყვანი მეთორმეტე კლასის მოსწავლე თეიმურაზ გოგიაშვილი.
შეხვედრა ძალიან საინტერესო და ემოციებით დატვირთულ გარემოში წარიმართა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ყველა მონაწილეს და ორგანიზატორებს.
სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისში გაიმართა ინტელექტუალური თამაში “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ჩემპიონატი ორ ასაკობრივ ჯგუფში (თამაშის ხელმძღვანელი თეა სამხარაძე)
თამაში ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ემოციებით დატვირთულ გარემოში წარიმართა.
წარმატებას ვუსურვებთ ანაბასისელ მოაზროვნეებს შემდეგ ეტაპებზე.
საქართველოს ჩემპიონატი იყოფა სამ ნაწილად:
1. შიდასასკოლო ჩემპიონატი (7 ოქტომბერი – 31 ოქტომბერი)
2.რეგიონალური პირველობა -13 ნოემბერი
3.ფინალი – 27 ნოემბერი
არ გამოტოვო ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონი www.brains.ge
სკოლა ანაბასისში ახალი 2022-2023 სასწავლო წლისათვის ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები.
მოსწავლეთა თვითმმართველობა წარმოადგენს სკოლის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს , რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებისა და გააქტიურებისთვის. მოსწავლეთა თვითმმართველობის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს სკოლის ფუნქციონირებასა და მმართველობით საკითხებში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას.
მოსწავლეთა თვითმმართველობა დაკომპლექტებულია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისაგან, რომლებიც აირჩევიან შესაბამისი საფეხურების მოსწავლეთა მიერ.
მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს/დელეგატებს თვითმმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, პირდაპირი, საყოველთაო და ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.
ანაბასისში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები წესების დაცვით , გამჭვირვალედ წარიმართა .
კანდიდატებმა წარმოადგინეს საარჩევნო პროგრამა, გამართეს წინა საარჩევნო კამპანია.
მოსწავლეებმა საბაზო და საშუალო საფეხურებზე აირჩიეს თავიანთი კლასების წარმომადგენლები/დელეგატები.
მოსწავლეთა მიერ თავიანთ კლასებში არჩეული წარმომადგენლები/დელეგატები თავიანთ სამოქმედო გეგმას წარადგენენ ორშაბათს საბაზო და საშუალო საფეხურის დელეგატთა გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მოხდება საბაზო და საშუალო საფეხურის თავმჯდომარეების არჩევა.
ანაბასისის პირველი ა კლასის მოსწავლეებს პედაგოგი შორენა მუმლაძე , გამორჩეული დღე ჰქონდათ. მშობლიუური ენის გაკვეთილზე მათ ძვირფასი ,,სტუმარი’’ ეწვიათ. კოსტუმში კოხტად გამოწყობილი , ცილინდრითა და ხელჯოხით დამშვენებული ,, იაკობ გოგებაშვილი.’’მათი თანაკლასელი სანდრო როლს მშვენივრად მოერგო და მეგობრებთან ერთად შთამბეჭდავად წარმოადგინა ის სცენა, რომელმაც გადმოცემის თანახმად განაპირობა დიდი შემოქმედის არჩევანი, დედა ენა სწორედ ამ ორი ჯადოსნური ასო ბგერით დაეწყო . შორენა მასწავლებლისაგან საჩუქრად მიღებული ლამაზი მავთულობით სწორად შემოხაზეს,,ი“ და ,,ა“. მანამდე კი გვიამბეს ქართული დამწერლობის საინტერესო ისტორია. მეფე ფარნავაზის ღვაწლიც არ დავიწყებიათ და ლეგენდაც ქართული ანბანის შექმნის შესახებ. ლექსებით, გამონათქვამებით მოეფერნენ ქართულ ენას. შორენა მასწავლებლის მიერ დაგეგმილმა მრავალფეროვანმა აქტივობებმა და მიზნობრივად გამოყენებულმა სასწავლო რესურსებმა კარგად წარმოაჩინა ჩვენი მოსწავლეების მზაობა ქართული ანბანის შესასწავლად. წარმატებები მათ ამ დიდ საქმეში! შორენა და თეა მასწავლებელი იქნებიან მეგზურები რომლებიც დაეხმარებათ მშობლიურ ენაზე წერა -კითხვის სათანადოდ შესწავლაში. წარმატებები მათ!
საამო სურნელი აქვს ბუჩქის ძირას, ტყეში თუ ბაღში ამოსული იას. ანაბასისის პირველკლასელებმა კი, დედა ენიდან ამოსული იების სურნელი იგრძნეს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე. მარინა მასწავლებელმა დედაენა გადაშალა… ოი, საოცრება იქედან ლამაზმა იებმა თავმომწონედ ამოყვეს თავი და ყველა ბავშვის სულსა და გულში დაიდეს ბინა. სახალისო და საინტერესო აქტივობებმა დაუვიწყარი გახადა ამ ორი ჯადოსნური ასო ბგერის გაცნობა მოსწავლეებისათვის. შეთავაზებული მასალით სწორად და ლამაზად შექმნეს აპლიკაციით ,,ი’’ და ,,ა’’. მათ უკვე აქვთ შესაბამისი მზაობა ღირსეულად შეეჭიდონ ამ დიდ საქმეს , რასაც წერა – კითხვის სწავლა ჰქვია . მხოლოდ 2 კვირაა რაც სკოლის კარი შემოაღეს და უკვე თავს გვაწონებდნენ შეძენილი ცოდნით. სიტყვის დამარცვლა , ხმოვანის, თანხმოვანის ამოცნობა , გრაფიკულად გამოსახვა ….. წინარე ცოდნა საშუალებას აძლევს ჩვენს პირველკლასელებს მტკიცედ დაადგნენ გზას ცოდნის ტაძრისაკენ, თავიანთ აქტიურ , შემოქმედ მასწავლებელთან ერთად ! წარმატებები ვუსურვოთ მათ, დიადი მიზნების შესასრულებლად!
სკოლა ანაბასისის ინგლისური ენის პედაგოგი ნანა ფერაძე გლობალური განათლების კოორდინატორია საქართველოდან! ვულოცავთ და გვეამაყება ქალბატონი ნანას წარმატება!
1-2 ოქტომბერს ქ.ზესტაფონში გაიმართა საჭადრაკო ფესტივალი,სადაც მონაწილეობდა ხუთი რეგიონის უძლიერესი მოჭადრაკეები,ანაბასისის სკოლიდან სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში მონაწილეობა მიიღეს: იოსებ გოგნაძემ,ირაკლი ცხადაძემ,გიორგი ღავთაძემ,ლუკა კობახიძემ,ლაშა-გიორგი კობახიძემ,თამარ კვანტრიშვილმა.
წარმატებებს ვუსურვებთ ანაბასისელ მოჭადრაკეებს და მათ პედაგოგ ვიოლეტა შეყილაძეს.