მშვიდობიან, წარმატებულ, ბედნიერ შობა ახალ წელს გისურვებთ , მეგობრებო!
ტრადიციული საშობაო-საქველმოქმედო პროექტი ანაბასისში უკვე წლებია წარმატებით მიმდინარეობს მოსწავლეთა , მშობელთა და მთელი სასკოლო საზოგადოების ჩართულობით.
ანაბასისის სამოქალაქო განათლების კლუბის, მკვლევართა კლუბის და ეკოკლუბის წევრებმა მოინახულეს სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცები, მრავალშვილიანი ოჯახები, ესტუმრნენ ზესტაფონის ჰუმანიტარულ ორგანიზაციას “კათარზისს” და თავიანთი სითბო და ყურადღება გაუნაწილეს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
ხელმძღვანელები ქეთევან ედიბერიძე, თეა სამხარაძე , თამარ მალაღურაძე.
ანაბასისის მეექვსე კლასში სასკოლო პროექტის “ჩემი კულტურა ჩემი სიმდიდრეა” ფარგლებში განხორციელდა კომპლექსური დავალების შემაჯამებელი პრეზენტაცია თემაზე სამცხე ჯავახეთი.
კომპლექსური დავალების პირობა :
სამცხე-ჯავახეთი გამოირჩევა ისტორიული ძეგლების სიმრავლით, განსაკუთრებით კი კლდეში ნაკვეთი ნაგებობებით, რომელთა შესახებ არაერთი ლეგენდაა შემორჩენილი. მოიძიე ინფორმაცია(მცირე ისტორია) რომელიმე ისტორიულ ძეგლზე და შეაგროვე არსებულ ძეგლის შესახებ ლეგენდები. შექმენი ბროშურა/კედლის გაზეთი, ლეგენდებს თან დაურთე ფოტომასალა. ბროშურა/კედლის გაზეთი წარმოადგინე კლასის წინაშე, სადაც პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
როგორ დარჩა სამცხე-ჯავახეთის კლდეში ნაკვეთი ისტორიული ძეგლები ხალხის მეხსიერებაში; როგორ აფასებენ მას დღეს საქართველოს სხვადახვა მხარეში მცხოვრები ადამიანები (მ.წ. 1)
შენთვის ცნობილ რომელ ისტორიულ მოვლენას ან პერიოდს შეიძლება უკავშირდებოდეს შენს მიერ მიძიებული ლეგენდა, რა არის მართალი და მოგონილი ლეგენდაში (მ.წ. 2)
საიდან ვიცით კლდეში ნაკვეთი ისტორიული ძეგლების შესახებ.
მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოაჩინეს საკუთარი ცოდნა/დამოკიდებულებები სამცხე-ჯავახეთის და ზოგადად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ;
გაკვეთილზე მონიტორინგს ახორციელებდა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი.
სკოლა ანაბასისს სანტები ეწვივნენ და საახალწლო განწყობა შექმნეს!
ნაძვის ხეების იდუმალ ტყეში პატარა სანტებმა დაიდეს ბინა , თოვლის ბაბუს მოლოდინში თავიანთი შემოქმედებითი უნარები ლამაზად წარმოაჩინეს და სამართლიანად დაიმკვიდრეს ადგილი ვარდისფერ ჟურნალში, სადაც მხოლოდ საუკეთესო ბავშვები არიან გაერთიანებული, ლამაზი და ბედნიერი ახალი წელი ჩვენს გოგო-ბიჭებს, მათ მშობლებს და სრულიად საქართველოს!
სკოლა ანაბასისი ჩართულია პროგრამაში „ EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“,რომელიც ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და UNFPA პროექტის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) ორგანიზებით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) გამოაცხადა კონკურსი, რომლის მიზანი იყო: სოციალური რეკლამის სიუჟეტის და ვიდეორგოლების შექმნა, რომლებიც განათლებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, სტერეოტიპების დამარცხებასა და გენდერული განსხვავებების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების განმტკიცებას შეუწყობდა ხელს.
სკოლა ანაბასისის მოსწავლეებმა კესო კახნიაშვილმა,თამარ კაპანაძემ და ქეთათო ნებიერიძემ მონაწილეობა მიიღეს კონკურსში და მოამზადეს ვიდეო რგოლები.
20 დეკემბერს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში
კონკურსში „გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკა“ გამარჯვებულ სკოლებს/მოსწავლეებს, საუკეთესო ვიდეო-რგოლების წარდგენისთვის სიმბოლურად ფოტოკამერები,( Canon ) სერტიფიკატები და სხვა სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
მადლობა კონკურსის ორგანიზატორებს საინტერესო შემოთავაზებისთვის,მოსწავლეებს და პედაგოგებს აქტიური ჩართულობისთვის.
ვულოცვათ ჩვენს მოსწავლეებს და პედაგოგებს გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!
პროექტის კოორდინატორი ქეთევან ედიბერიძე, ხელმძღვანელი თეა სამხარაძე.
მასწავლებლები მასწავლებლებისათვის!2022 წლის 17 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALis ორგანიზებით ჩატარდა ვორქშოპი საბუნებისმეტყველო მეცნიერების მასწავლებლებისათვის. რომელზეც Science on Stage ფესტივალის მონაწილე პედაგოგებმა , ნინო აბესაძემ, ინესა ბეჟანოვამ ქეთევან ედიბერიძემ , თავის გამოცდილება გაუზიარეს მასწავლებლებს. ვორქშოპი საინტერესოდ წარიმართა. მაღალი იყო მასწავლებელთა ჩართულობა შეთავაზებულ აქტივობებში.
ანაბასისში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
1948 წლის 10 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა შექმნეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ სახით.
გაერომ 10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის დღედ 1950 წელს გამოაცხადა.
ანაბასისელებმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოცხადებული კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები დაგეგმეს და განახორციელეს:
• ვიდეოფილმის ჩვენება/განხილვა;
• პრეზენტაცია: „ადამიანის უფლებების იდეა და წყარო“
• როლური თამაში: „ჩვენ ვქმნით კანონებს“
• იმიტირებული გაეროს სხდომა – „ჩვენ გაეროში“
• დისკუსია: „უფლებების დაცვა ყველა ჩვენგანის ვალია“
• ესეების კონკურსი: მინდა ვიყო ტოლერანტი
ანაბასისელებმა საინტერესოდ ისაუბრეს უფლებების მნიშვნელობაზე და მათი დაცვის აუცილებლობაზე. მათ განმარტეს, რომ უხსოვარი დროიდან, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა სახელმწიფო და სამართალი, ადამიანები ერთმანეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრების მისაღწევად სხვადასხვა წესებზე თანხმდებოდნენ, იცნობდნენ ამ წესებს, რომლებიც ხშირად დაწერილიც არ იყო და საყოველთაო უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მათ დაცვას ცდილობდნენ.
მოსწავლეებმა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს, რომელთა წინაშე დღეს მთელი მსოფლიო დგას.
ანაბასისელ მოსწავლეებს კარგად აქვთ გააზრებული გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის სიტყვები:
„ჩვენი ვალია, უზრუნველვყოთ ამ უფლებათა რეალიზაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში და დავრწმუნდეთ, რომ მათ შესახებ ცოდნა, მათი გაგება და გამოყენება ხელმისაწვდომია ყველგან და ყველასათვის. ხშირ შემთხვევაში დეკლარაციის არსებობის შესახებ ინფორმირებულობა უფრო მნიშვნელოვანია იმათთვის, ვისი უფლებებიც მწვავედ ილახება – მათ უნდა იცოდნენ, რომ არსებობს ეს დოკუმენტი და რომ ის არსებობს მათთვის“.
სკოლაში განხორციელებული აქტივობების ძირითადი მიზანი სწორედ დეკლარაციის არსებობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ემსახურებოდა.
კვირეული დასრულდა ანაბასისელთა მოწოდებებით – მათ „გაეროს ტრიბუნიდან“ მსოფლიოს ხალხს მშვიდობის შენარჩუნებისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდეს.
21-ე საუკუნის მოსწავლისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ იმ უნარ-ჩვევების დაუფლება და განვითარება, რომლებიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში კონკურენტუნარიანსა და წარმატებულს გახდის. სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებითაა საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტებით სწავლება.
სასწავლო პროექტი ეს არის ერთ-ერთი აქტივობა იმ აქტივობებს შორის, რომელიც 21-ე საუკუნის პიროვნების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის საკმაოდ ღირებულ ადგილს იკავებს. მე-4 კლასში განხორციელდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში პროექტი-,,საქართველოს მეფეები. ‘’მასწავლებელი ლანა ჩუბინიძე. პროექტის მიზანი იყო: მოსწავლეებმა შეძლონ ინფორმაციის მოძიება როგორც წიგნებიდან ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოს მეფეებზე და პრეზენტაციის საკლასო ოთახში წარმოდგენა, გაიუმჯობესონ წერითი და შემოქმედებითი უნარები. გაიღრმაონ ცოდნა საქართველოს ისტორიული წარსულის შესახებ.
პროექტი დაგეგმელი და განხორციელებული იყო ბადრიძის „მეფე მწიგნობარი“ და ი. გოგებაშვილის „დავით აღმაშენებელი“ ის შესწავლის საფუძველზე . პროექტის პრეზენტაცია ქართულ სამოსში გამოწყობილმა გოგო ბიჭებმა შთამბეჭდავად მოახდინეს. წარმოდგენილი ვიდეორგოლი ასახავდა პროექტის განხორციელების ეტაპებს: 1. სკოლის ბიბლიოთეკაში ვიზიტი, ბიბლიოთეკართან კონსულტაციით საჭირო ლიტერატურის შერჩევა; 2. სოციალურ ქსელსი ინფორმაციების მოძიება . 3. საქართველოს რუკის დახატვა და ეკლესია მონასტრების გაფერადება.4. ვიდეოფილმის ,,დავით აღმაშენებლის ყურება და მსჯელობა მასზე.5. დავით აღმაშენებელზე გმირის რუკის შევსება. 6. მასალის პრეზენტაცია. მოძიებული მასალები მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს და საქართველოს მეფეებზე ლექსები მხატვრულად წაიკითხეს. ვულოცავთ მოსწავლეებს და მასწავლებელ ლანა ჩუბინიძეს პროექტის წარმატებით განხორციელებას.
„ჩემო სიამაყევ, ჩემო სადარდელო, დედა საქართველო! „
დიმიტრი უზნაძე ბრძანებდა : „სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა იმ პროდუქტს კი არ აქვს, რომელსაც კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსის მქონე ცოდნის სახით გვაძლევენ, არამედ – განსაზღვრული მიმართულებით მოსწავლის ძალების განვითარებას”. 21-ე საუკუნის მოსწავლისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ იმ უნარ-ჩვევების დაუფლება და განვითარება, რომლებიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში კონკურენტუნარიანსა და წარმატებულს გახდის. სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებითაა საინტერესო და მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება.
მე-3 ბ კლასელებმა ( მასწავლებელი ეკა ჯიმშიაშვილი) საინტერესო გზა გაიარეს პროექტის განხორციელებისათვის თემაზე: „ჩემო სიამაყევ, ჩემო სადარდელო, დედა საქართველო!” ბოლო ეტაპამდე შეძლეს თანამედროვე ტენოლოგიებთან მუშაობა, ბიბლიოთეკაში წიგნების მოძიება და იქედან საჭირო ინფორმაციის ამოღებას. მოძიებული ინფორმაცია დაახარისხეს, დაწერეს სუფთად და ლამაზად და სათანადო ინტონაციის დაცვით წაიკითხეს დ კლასში. უსმენდნენ ერთმანეთს აკეთებდნენ შეფასებას და კომენტარებს.
მოსწავლეები შეძლეს პასუხისმგებლობისა და საპრეზენტაციო უნარების გამომუშავება. გაიღრმავეს ცოდნა საართველოს ისტორიული წარსულის, ტრადიციების და კულტურის შესახებ.
მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ, წამოიღეს საჭირო წიგნები. გაეცვნენ ინფორმაციას . დახატეს საქართველოს რუკა. გამოყვეს კუთხეები და გააფერადეს. ასევე დახატეს და გააფერადეს ეკლესია-მონასტრები.
პრეზენტაციების წარმოდგენას ემოცია შემატა მოსწავლეთა საქართველოს კუთხეებისათვის დამახასიათებელმა ჩაცმულობამ,მათ საინტერესოდ წარმოგვიდგინეს საქართველოს კუთხეებზე ინფორმაციები და პოეტური შედევრები, სინანული გამოთქვეს საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიების გამო. ჩაგვისახეს იმედი, რომ ეს თაობა აუცილებლად იცხოვრებს ერთიან , თავისუფალ საქართველოში! ამაყად, გულმოდგინედ და სიყვარულით შეასრულეს საქართველოს ჰიმნი!
წარმატებები მესამე კლასელებს და მათ პედაგოგს ეკა ჯიმშიაშვილს!
სკოლა ანაბასისის უფროსმა მასწავლებელმა ანა კახნიაშვილმა მე-2 ბ კლასში ჩაატარა გაკვეთილი ქართული ენასა და ლიტერატურაში თემაზე: ურთიერთობები. მიხა შილდელის მოთხრობა „ციყვი და კოდალა“. გაკვეთილის მიზანი იყო გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევების დაუფლება, პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის და მასში განხილული საკითხების მიმართ და სამეტყველო ეტიკეტის ფორმის შერჩევა. გაკვეთილი დაფუძნებული იყო მოსწავლეთა წინარე ცოდნაზე.კონკრეტულად ,,მოსწავლეებს შეუძლიათ საშუალო სირთულის მხატვრული ტექსტის მოსმენა და გაგება; მსჯელობა და ჯგუფში მუშაობა.”
გაკვეთილის დაწყებისთანავე მასწავლებელი შეეცადა შეექმნა პოზიტიური, ურთიერთპატივისცემაზე და ურთიერთგაგებაზე დამყარებული სასწავლო გარემო. იგი კარგად იცნობს ყველა მოსწავლის პიროვნებას, შესაძლებლობებს და ცდილობს ამის გათვალისწინებით ააგოს მასთან ურთიერთობა.
გაკვეთილი წარიმართა წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით. გაკვეთილი იყო ელექტრონული და მატერიალური რესურსებით მიზნობრივად დატვირთული , რაც ხელს უწყობდა გაკვეთილზე მოსწავლეთა ჩართულობის შენარჩუნებას, გათვალისწინებული იყო დწყებითი კლასების მოსწავლეთა თავისებურება ყურადღების კონცენტრირების. გაკვეთილზე შეძენილი ცოდნა მოსწავლეებს დაეხმარებათ მომავალი თემების შესწავლის დროს . წაიკითხეს და გაიაზრეს ახალი, ტექსტი, დაასათაურეს აბზაცები, ყურდღება გაამახვილეს მიმართვის ზრდილობიან ფორმებზე, რაც მათ სოციალური უნარების ფორმირებაში დაეხმარებათ. გაკვეთილი იყო საინტერესო და განმავითარებელი.
გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი.
წარმატებები ანა მასწავლებელს თავის მოსწავლეებთან ერთად!
ბუნებისმეტყველების შესწავლით მოსწავლე დგამს პირველ ნაბიჯებს გარემომცველი სამყაროს შეცნობისაკენ, უყალიბდება გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა , ეუფლება ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესებს.სკოლა ანაბასისის წამყვანი პედაგოგი ლოლიტა ნებიერიძე თავის მუშაობაში აქტიურად იყენებს მრავალფეროვან მეთოდებს.მე-3 ა კლასში თემის ,,თოთოლის „ შესწავლისას მან დაკვირვების მეთოდი გამოიყენა .
დაკვირვება ბუნებისმეტყველების შესწავლის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია. დაკვირვების მეთოდს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს დაწყებით კლასებში. ბუნებაზე უშუალო დაკვირვებისა და შესწავლის შედეგად მოსწავლეებს უყალიბდებათ გარემომცველ სამყაროზე კონკრეტული წარმოდგენა.
აქტივობის განხორციელების დროს, მოსწავლეებს წინასწარ განემარტად დაკვირვების მიზანი: პრაქტიკულად ამოეცნოთ და თეორიულ მასალაზე დაყრდნობით ესაუბრათ მარტივი და რთული ფოთლის გარეგნულ მახასიათებლებზე.
მიცათ მკაფიო ინსტრუქციები,დაეცვათ უსაფრთხოების წესები , სკოლის ეზოში შეეგროვებინათ მარტივი და რთული ფოთლის ნიმუშები, დაკვირვებოდნენ, აღეწერათ ისინი და შედეგები გაეცნოთ თანატოლებისათვის. მოსწავლეებმა ხალისით და ინტერესით შეასრულეს დავალება. თეორიული მასალის ცოდნა მათ დაეხმარათ სწორად ამოეცნოთ მარტივი და რთული ფოთლები , ასევე ესაუბრათ მათ მახასიათებლებზე.
განხორციელებულმა აქტივობამ გარემომცველი გარემოს შესწავლის მიმათ მოსწავლეთა ინტერესი გააღრმავა და ბუნებისმეტყველებაში შეძენილი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა მისცა. მოსწავლეებს განუვითარდათ: დაკვირვების უნარი, მეხსიერება, კონცენტრაცია, პასუხისმგებლობა, ინტერესი და ცნობისმოყვარეობა, ინიციატივა და დამოუკიდებლობა.წარმატებები მათ , პედაგოგთან ერთად!