Categories
სკოლა ანაბასისი

„მოგზაურობა ზღაპრის ჯადოსნურ სამყაროში“

„მოგზაურობა ზღაპრის ჯადოსნურ სამყაროში“

ანაბასისის მე-3 ბ კლასის მოსწავლეები (მასწავლებელი ეკა ჯიმშიაშვილი, სკოლის ბიბლიოთეკარი თამარ გვალია)ესტუმრნენ რაიონის საბავშვო ბიბლიოთეკას. საბავშვო ლიტერატურის საერთაშორისო დღისა და გამოჩენილი დანიელი მწერლის ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღის აღსანიშნავად.

ყველასათვის ცნობილია თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის თვალსაწიერის გაფართოება და მათთვის წიგნების შეყვარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ბავშვების სტუმრობა ბიბლიოთეკაში.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ანდერსენის ბიოგრაფიაზე და შემოქმედებაზე. წაიკითხეს ანდერსენის ზღაპრები და იმოგზაურეს ზღაპრების ჯადოსნურ სამყაროში.

დიდი მადლობა რაიონის საბავშვო ბიბლიოთეკის თანამშრომლებს გულთბილი მასპინძლობისათვის , მოსწავლეებისა და მათი პედაგოგების გაწეული საქმიანობის მაღალ დონეზე შეფასებისათვის ! თანამშრომლობა ყველა კარგი საქმის წარმატების საწინდარია!

მკითხველთა ლიგა

Categories
სკოლა ანაბასისი

ვიზრუნოთ მიუსაფარ ცხოველებზე!

ვიზრუნოთ მიუსაფარ ცხოველებზე!

ყოველწლიურად, დაწყებული 2011 წლის 4 აპრილიდან მსოფლიოში აღინიშნება უპატრონო ცხოველთა საერთაშორისო დღე. ეს დღე უპატრონო ქუჩის ცხოველების თანაგრძნობის, მზრუნველობისა და დახმარების დღეა . სკოლა ანაბასისის ეკოლოგთა, მკვლევართა და სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით სამუშაო შეხვედრები გამართეს სკოლის მოსწავლეებთან, წარუდგინეს მათ საინტერესო პრეზენტაცია. პასუხები გასცეს დასმულ შეკითხვებს. ბარბარე კაპანაძემ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილა იმაზე ,რომ მსოფლიოში დაახლოებით 600 000 000 მეტი უპატრონო შინაური ცხოველია და მათ სჭირდებათ ყურადღება და დახმარება. ძაღლებს და კატებს უნდა ჰქონდეთ სახლი და მასზედ უნდა ზრუნავდნენ, მაგრამ მსოფლიოში ძალიან დიდ რაოდენობა უპატრონოა და ისინი ცხოვრობენ ქუჩაში. მათ აწუხებთ სიცივე, სიცხე, უწყლობა, შიმშილი. ხშირად ისინი დაავადებული არიან. უპატრონო ქუჩის ცხოველები ხშირ შემთხვევაში იდევნებიან მოსახლეობისა და ხელისუფალთა მხრიდან, ხშირია მათ მიმართ სისასტიკე და არაჰუმანური დამოკიდებულება.

ჩვენ, ადამიანებს, გვაქვს იმის საშუალება, რომ თანავუგრძნოთ უპატრონო ცხოველებს, დავეხმაროთ მათ, მივცეთ სახლი და გავუწიოთ მზრუნველობა და პატრონაჟი.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა მოუწოდეს მთელი მსოფლიოს ადამიანებს უპატრონო ცხოველებისადმი გამოიჩინონ ჰუმანური დამოკიდებულება, იზრუნონ მათზე, მისცენ სახლი და დაეხმარონ!

Categories
სკოლა ანაბასისი

„ ვიქტორიანული ინგლისი“

2023 წლის 30 მარტს სკოლა ანაბასისის მეშვიდე ბ კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში პროექტის -„ ვიქტორიანული ინგლისი“. პრეზენტაციები წარმოადგინეს. პედაგოგები ნაზიბროლა სვანიძე , ნანა ფერაძე. მოსწავლეებმა ისაუბრეს დედოფალ ვიქტორიასა და დეფოფალ ელიზაბეტ ll ის მეფობის პერიოდზე და იმდროინდელ განათლებაზე. პარალელები გაავლეს თანამედროვე ეპოქასთნ . არგუმენტირებულად დაასაბუთეს თავიანთ მოსაზრებები , გაგვაცნეს ის გზა რაც გაიარეს პროექტის განხორციელების პროცესში , რა სირთულეები შეხვდათ , როგორ გადაჭრეს პრობლემები, რა ცოდნა და უნარები შეიძინეს პროექტზე მუშაობის პროცესში , როგორ შეივსო მათი ლექსიკური მარაგი ინგლისურ ენაში და დანვითარდა მათი სამეტყველო , საკომუნიკაციო უნარები, ობიექტურად მოახდინეს თვითშეფასება და გამოხატეს მზადყოფნა ინგლისურ ენაზე სხვადასხვა თემატიკის პროექტები გნახორციელონ. გაკვეთილზე მონიტორინგს ახორციელებდა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი და უცხოური ენების კათედრა.

Categories
სკოლა ანაბასისი

„ადამიანი ბუნების გარეშე არაფერია და ბუნება ადამიანის გარეშე“.

„ადამიანი ბუნების გარეშე არაფერია და ბუნება ადამიანის გარეშე“.

ანაბასისის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი ეკა ჯიმშიაშვილი) საინტერესო და მრავალფეროვანი გზა გაიარეს პროეტის განსახორციელებლად თემაზე „ადამიანი ბუნების გარეშე არაფერია და ბუნება ადამიანის გარეშე“.

ბუნება როგორც ცნობილია სხვადასხვა სახის ცოცხალი სამყაროს ყველაზე დიდი შემოქმედია. გაზაფხული ყველაზე მშვენიერია წელიწადის დროთაგან. გაზაფხულზე ბუნება ძალიან ლამაზია, მზე თავის მოციქულს გზავნის დედამიწაზე, იღვიძებს ბუნება და აყვავებას იწყებს გასაოცარი სურნელების, გარეგნობისა და ფერის ყვავილები.

პროექტის მიზნები:

• მოსწავლეებმა შეძლონ ინფორმაციის მოძიება როგორც წიგნებიდან ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ყვავილოვან მცენარეებზე და ინფორმაციის პრეზენტაცია საკლასო ოთახში.

• მოსწავლეებმა გაიუმჯობესონ წერითი და შემოქმედებითი უნარები.

• გაიღრმაონ ცოდნა ყვავილოვან მცენარეებზე როგორც ბუნებაში ასევე ლიტერატურული თვალსაზრისით.

• მოსწავლეებში კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.

• მოსწავლეებმა შეძლონ ყვავილოვანი მცენარეების დახასიათება აგებულების მიხედვით.

მოსწავლეებმა წიგნებისა და თანამედროვე ტენოლოგიების გამოყენებით მოიძიეს ინფორმაცია ყვავილებზე და ყვავილოვან მცენარეებზრე, ისწავლეს ლექსები სხვადასხვა ყვავილებზე, ბუნებაში შეისწავლეს ყვავილოვანი მცენარეების აგებულება, მათი მნიშვნელობა და გამოყენება, ხელოვნებაში გააფერადეს და დახატეს ყვავილები. საკლასო ოთახში წარმოადგინეს პროექტის პრეზენტაცია და შემდეგ სკოლის ეზოში დარგეს ყვავილოვანი მცენარეები.

ვულოცავთ IIIბ კლასის მოსწავლეებს და მათ პედაგოგს ეკა ჯიმშიაშვილს საინტერესო პროექტის წარმატებით განხორციელებას!

Categories
სკოლა ანაბასისი

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა.

ანაბასისში მოქმედმა სასკოლო კლუბებმა- მკვლევართა კლუბმა, ეკოკლუბმა, სამოქალაქო განათლების კლუბმა- ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სტუმრად მოიწვიეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზესტაფონის მუნიციპალური ცენტრის დირექტორი თამარ გველესიანი, ეპიდემიოლოგები თიკო ფირჩხაძე და მადონა რაბაროვსკი, რომლებმაც მოსწავლეებს მუნიციპალიტეტში ტუბერკულოზის პრევენციის, სტატისტიკის და მკურნალობის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გააცვნეს.

შეხვედრის შემდეგ მოსწავლეებმა საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს ტუბერკულოზის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.

ტუბერკულოზის საერთაშორისო დღე, 1982 წლიდან, ყოველწლიურად აღინიშნება, როდესაც ნობელის პრემიის ლაურეატმა, გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკრობაქტერია აღმოაჩინა და საფუძველი დაუდო დაავადების მკურნალობას.

Categories
სკოლა ანაბასისი

ლიტერატურული კლუბის წევრებთა შეხვედრა

2023 წლის 23 მარტს სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისის ლიტერატურული კლუბის წევრებმა თავიანთ მორიგ შეხვედრაზე ქალბატონ თამარ გველესიანს უმასპინძლეს.

ქალბატონმა თამარმა 1984 წელს დაამთავრა, ქალაქის #4 საჯარო სკოლა, ფიზიკა-მათემატიკური ჯგუფი. 1987 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამკურნალო ფაკულტეტზე, რომლიც წარმატებით დაამთავრა 1993 წელს.

ქალბატონი თამარი სერთიფიცირებული ექიმია. 2008-2010 წწ გაიარა ოქსფორდის უნივერსიტეტის უმაღლესი მენეჯმენტის სრული კურსი. 2008 წლამდე მუშაობდა ექიმ თერაპევტად. 2008 წლიდან, დღემდე მუშაობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზესტაფონის მუნიციპალური ცენტრის დირექტორად.

ქალბატონი თამარი მრავალმხრივი ნიჭითაა დაჯილდოებული, ის დიდი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში. ქალბატონი თამარი ბავშვობიდან წერს ლექსებს, რომლებიც იბეჭდებოდა „ენის სახლსა” და „უქიმერიონში”.

სტუმარმა საინტერესოდ ისაუბრა მოღვაწეობის, ლიტერატურისადმი სიყვარულის და თავისი შემოქმედების შესახებ.

ანაბასისელებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ქალბატონი თამარის მიერ წაკითხული ლექსები და მადლიერება გამოთქვეს საინტერესო შეხვედრის გამო.

მოსწავლეებმა სტუმარს გააცნეს ლიტერატურული კლუბის მუშაობის პრინციპი. მეათე კლასის მოსწავლე კესო კახნიაშვილმა საზოგადოებას წარუდგინა საყვარელი წიგნის შესახებ ვიდეო პრეზენტაცია.

„შეკითხვები ქალბატონ თამარს“ – ასეთი სახელწოდებით გაიმართება მომავალში მსგავსი სახის შეხვედრები მოსწავლეების და სტუმრის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სადაც განიხილავენ მათთვის საინტერესო საკითხებს.

სასკოლო საზოგადოების სახელით უღრმესი მადლობა ქალბატონ თამარს სტუმრობისა და თანამშრომლობისთვის!

Categories
სკოლა ანაბასისი

„ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის!“

„ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის!“

21 მარტი – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. კვირეული, რომელსაც ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა ქვეყანა და მათ შორის საქართველო აღნიშნავს, მიზნად დაუნის სინდრომის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს.

2023 წლის კამპანიის სლოგანია „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“, რომლის ინიციატორი ორგანიზაცია „მზის შვილებია”. მისი მიზანია საზოგადოებაში გაავრცელოს დაუნის სინდრომის მქონე პირების კონკრეტულ გზავნილები:

* ჩვენ გვსურს თქვენთან ერთად ცხოვრების გაზიარება;

* ჩვენ ვართ განსაკუთრებული უნარების მქონე პირები და არა შეცოდების ობიექტები;

* ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სასარგებლო ერთმანეთისთვის!

ანაბასისის მოსწავლეებმა დაუნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გამართეს სამივე საფეხურის მოსწავლეებისთვის.

შექმნეს და სასკოლო სივრცეში განათავსეს საინფორმაციო პოსტერი, დამზადდა და დარიგდა ბროშურები საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.

პედაგოგები ქეთევან ედიბერიძე,თამარ მალაღურაძე,თეა სამხარაძე;

Categories
სკოლა ანაბასისი

სკოლა ანაბასისის ფსიქოლოგი მარიამ წერეთელი სკოლის პედაგოგიურ საზოგადოებას შეხვდა

სკოლა ანაბასისის ფსიქოლოგი მარიამ წერეთელი სკოლის პედაგოგიურ საზოგადოებას შეხვდა გაწეული საქმიანობის საფუძველზე მიღებული დასკვნები და სამომავლო გეგმები გააცნო. მარიამმა შეხვედრები განახორციელა სკოლის ყველა საფეხურის კლასებთან. შეხვედრის თემატიკა დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან განსხვავებული და მრავალფეროვანი იყო მოიცავდა სწავლას, ქცევას, მოტივაციას , თვითშეფასებას.შემდგომ ეტაპზე იგეგმება მშობლებთან და პედაგოგებთან შეხვედრები მოზარდთა ფსიქო -ემოციური განვითარების თავისებურებების განხილვის მიზნით. ასევე სკოლის ფსიქოლოგი იმუშავებს ყველა საფეხურის მოსწავლესთან/მასწავლებელთან/მშობელთან როგორც ინდივიდუალურად, ისე მიზნობრივ ჯგუფთან საჭიროებებიდან გამომდინარე.

Categories
სკოლა ანაბასისი

რეალობა და გენდერული სტერეოტიპები

ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებლის მარეხ ფორჩხიძის ს გაკვეთილი მე-7ა კლასში ,, რეალობა და გენდერული სტერეოტიპები ‘’საინტერესოდ წარიმართა . საგაკვეთილო თემის არჩევა მოსწავლეების აქტიური ჩართულობით მოხდა. ინსპირაცია კი ნოდარ დუმბაძის ,,ჰელადოსის“ შესწავლა გახლდათ.

,,- ეეე, სკრიპკა! – მომესმა უცებ. გაკვირვებულმა მოვიხედე.

იანგულის ცალი თვალი მოეჭუტა, კისერი მოეღრიცა, ენა გამოეყო და მარჯვენა ხელს მარცხენაზე ხერხივით ისობდა. მივხვდი, მე მაჯავრებდა ვიოლინოს დაკვრაში. ბრაზისგან გული ყელში მომებჯინა.’’ -ჯემალის ემოცია გაიზიარეს ანაბასისის მეშვიდე კლასელებმა. თხოვეს პედაგოგს ცალკე საგაკვეთილო დრო სტეროტიპებსა და რეალურ ფაქტებზე მსჯელობას დასთმობოდა.

მოსწავლეებმა ისაუბრეს სტერეოტიპებზე , რომლებიც ტრადიციის მსგავსად ხშირ შემთხვევაში თაობიდან , თაობას გადაეცემა. გენდერული სტერეოტიპები-ესაა წარმოდგენები, შეხედულებები, ცრურწმენები ქალისა და მამაკაცის ფუნქციის, შესაძლებლობების, სტატუსის შესახებ. სტერეოტიპულ დამოკიდებულებას ხშირად ვხვდებით სპორტში, მუსიკაში, ოჯახური როლების გადანაწილებაში.,

სწორედ ამ სტრეოტიპებს დაუპირისპირეს მოსწავლეებმა რეალური ფაქტები რომელიც ადასტურებსქალებისა და მამაკაცების თანაბარიმიღწევებს სპორტში, მუსიკაში , მეცნიერებაში. ..მასწავლებელი ასრულებდა ფასილიტატორის როლს . მოსწავლეებთან ერთად შეაჯამა გაკვეთილი. სტერეოტიპები ხშირად ვერ აღწერენ რეალობას და საზოგადოების განვითარების შეფერხებაც შეიძლება გამოიწვიონ. წარმატებებებ ქალბატონ მარეხს თავის მოსწავლეებთან ერთად!.

Categories
სკოლა ანაბასისი

დედაჩემი ყველაზე ლამაზი ქალია….

დედაჩემი ყველაზე ლამაზი ქალია….

ანაბასისის წამყვანმა პედაგოგმა შორენა მუმლაძემ პირველ ბ კლასში საზეიმო გაკვეთილი ჩაატარა: ,,გაზაფხული და დედა“.ჩვენი პატარები ლამაზი სტრიქონებით ეფერებოდნენ გაზაფხულს და დედას. გაზაფხულზე იღვიძებს ბუნება და ირგვლივ ყველაფერი ასმაგად ლამაზია. არემარე ივსება ნათელი ფერებით, მზე სასიამოვნოდ აცხუნებს. მზე აცხუნებს, მაგრამ დედა გვათბობს.

გაზაფხულზე აღინიშნება ლამაზი დღესასწაულები დედის დღე, 8 მარტი. დედა გვასწავლის სიბრძნეს, გვაძლევს რჩევებს, მზრუნველობს ჩვენზე , გვიცავს… დედობრივ სიყვარულს საზღვარი არ აქვს. ჩვენთვისაც ყველაზე ძვირფასი ადამიანი დედაა…ემოციური იყო მათი პასუხი კითხვაზე ,, ვისი დედიკოა ყველაზე ლამაზი?“. ყველა ერთხმად აცხადებდა ,,დედაჩემი ყველაზე ლამაზი ქალია…. „მრავალფეროვანი ეპითეტებით შეამკეს დედა და თავისი მოსაზრებები გულმოდგინედ დააფიქსირეს კოგნიტურ სქემაზე . ამაყად გვაჩვენეს ,რომ მათ უკვე წერა შეუძლიათ და უცხო ტექსტის კითხვაც არ არის მათთვის ძნელი. დედიკოებს პირველი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი გაუკეთეს- თავიანთი ხელით შექმნილი მისალოცი ბარათები, გულმოდგინედ გამოყვანილი ასოებით, სავსე თბილი სიტყვებით და სიყვარულით!