მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიური კონფერენცია ქიმიაში ,,ოქროს რიცხვი ‘’ 2023წლის 14 მაისს გაიმართა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში. დასავლეთ კონფერენციაში მონაწილეობდა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონის ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის წევრების მიერ განხორციელებული პროექტები. სკოლა ანაბასისის მკვლევართა კლუბმა კონფერენციაზე წარმოადგინა პროექტი ,,როგორ შეიძლება განვსაზღვროთ საკვების კალორიულობა საკუთარი ხელით“ კლუბის წევრებმა მე-9 კლასის მოსწავლეებმა საბა ბახტაძემ, ანზორ მაღლაკელიძემ და ბექა ფერაძემ წარმოადგინეს საკუთარი ხელით დამზადებული კალორიმეტრებით ჩატარებული კვლევის შედეგები, ისინი დაეყრდნენ იმ ცოდნას, რომელიც ფიზიკის , ქიმიის , ბიოლოგიის სასკოლო კურსში შეიძინეს. პროექტის ხელმძღვანელია ქიმიის პედაგოგი ქეთევან ედიბერიძე.მათი ნაშრომი შეაფასეს კონფერენციის ორგანიზატორებმა . კონფერენციაზე ანაბასისელები სხვა კლუბების ნამუშევრებსაც გაეცნენ და ახალი იდეებიც გაუჩნდათ სამომავლოდ სამუშაოდ. მომავალი წარმატებები მკვლევართა კლუბ ,,ანაბასისს“
ავტორი: schoolManager
“რა, სად, როდის?”
ინტელექტუალური თამაშები თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო გასართობია, რომელიც ხელს უწყობს მეხსიერების განვითარებას და პოტენციური შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზებას.
საბაზო საფეხურის სტანდარტის მიხედვით, ხელოვნების სწავლების მიზანია, მოსწავლეს აღუძრას ხელოვნების ნაწარმოებთან ,,ურთიერთობის“ სურვილი, უბიგოს აზროვნებისაკენ, შემოქმედებითი აქტივობისაკენ. ასევე მოსწავლეს მისცეს ცოდნა ხელოვნების ისტორიის სფეროში, რათა მან შეძლოს ხელოვნების ნაწარმოების აღქმა, აღძრული ემოციების და შთაბეჭდილებების გაანალიზება, საკუთარი აზრის გამომუშავება და მკაფიოდ ჩამოყალიბება.
ამ მიზნით სკოლა ,,ანაბასისში“ ხელოვნების პედაგოგის ნანა გიორგაძის ხელმძღვანელობით ორ ეტაპად ჩატარდა კონკურსი “რა, სად, როდის?”, რომელიც მოიცავდა ხელოვნების ისტორიის საკითხებს.
2023 წლის 11 აპრილს ტესტირების სახით ჩატარდა პირველი ტური, რომელშიც მონაწილეობდა 28 მოსწავლე .
თითოეული კლასიდან გამოვლინდა 5-5 გამარჯვებული.
IX -ა კლასის გუნდის ,,არტ_21“ წევრები:
ანასტასია ჟუღელი (კაპიტანი), ანასტასია ჯაფარიძე, ნიკა ცხადაძე, ელენე მელაძე, ანი კობერიძე ;
IX-ბ კლასის გუნდის ,,კვადროჩენტო“ წევრები:
ანზორ მაღლაკელიძე( კაპიტანი), ბექა ფერაძე, ნია ცერცვაძე, საბა ბახტაძე, დავით კუპატაძე.
კონკურსის მეორე ეტაპი 11 მაისს გაიმართა და მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
1. ხელოვნების ნიმუშის მიხედვით ამოიცანით მიმდინარეობები.
2. მოცემული ფრაგმენტის მიხედვით ამოიცანით მოქანდაკე, მხატვარი.
3. დაალაგე ქრონოლოგიურად ერთი მხატვრის შემოქმედება.
4. ბავშვობის ფოტოს მიხედვით ამოიცანით მხატვარი.
5. ეკრანიზაცია.
6. ფინალური კითხვები.
7. რა დევს შავ ყუთში?
ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე, სკოლის ფსიქოლოგი მარიამ წერეთელი, მეთერთმეტე კლასის მოსწავლე თამარ კაპანაძე.
სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით.რომელიც გადაცა ქლბატონმა ნანა გიორგაძემ, სკოლის ბიბლიოთეკარმა თამარ გვალიამ, საკუთარი პრიზი გადაცა ბლიც შეკითხვებში გამარჯვებულ მონაწილეს.
თამაში სასიამოვნო ემოციებით დატვირთულ შემოქმედებით გარემოში წარიმართა და მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა.
სკოლა ანაბასისში სამოქალაქო განათლების კლუბის, ეკოკლუბის, მკვლევართა კლუბის და მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტიური მონაწილეობით განხორციელდა პროექტი „ ორად გაყოფილი მსოფლიო“.
პროექტის მიზანი:
მეორე მსოფლიო შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა და მშვიდობის აუცილებლობის გააზრება.
ცალკეულ ადამიანებზე, ქვეყნებსა და კაცობრიობაზე საომარი მოქმედებების გავლენის შესახებ მსჯელობა და ცნობიერების ამაღლება.
სასკოლო საზოგადოებაში კონფლიქტების ამოცნობისა და მისი პრევენციის ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები:
1. კვლევა – მეორე მსოფლიო ომი და საქართველო;
2. თანატოლგანმანათლებელთა საინფორმაციო შეხვედრა- „სიძულვილის ენა და მისი შედეგები;
3. ფილმის ჩვენება/განხილვა – მეორე მსოფლიო ომი და მისი შედეგები; „კურდღელი ჯოჯო“
4. პრეზენტაცია – ნიუნბერგის პროცესი;
5. დისკუსია – „ ვინ არის დამნაშავე? “
კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურმა და სისხლისმღვრელმა მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქის.
ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი იდეოლოგიზმით, რამაც ურიცხვი სამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატიური ძალადობა გამოიწვია, რომელიც გენოციდშიც კი გადაიზარდა.
მეორე მსოფლიო ომში, საქართველომ, სტალინის სამშობლომ, პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა.
1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
პროექტის ორგანიზებაში კლუბის მეურვეებთან ერთად მონაწილეობდა ისტ-ის პედაგოგი ქრისტინე ჩუბინიძე.
შეღავათიანი აგროკრედიტი
სკოლა ანაბასისის მკვლევართა, სამოქალაქო განათლებისა და ეკოლოგთა კლუბის წევრები, კურატორები თამარ მალაღურაძე, თეა სამხარაძე, ქეთევან ედიბერიძე , ა (ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს იმერეთის რეგიონულ სამსახურს სტუმრობდნენ . მათ გულთბილი მასპინძლობა გაუწიეს სამსახურის მეცნიერ თანამშრომელმა თემურ ქათამაძემ , მაია მახათაძემ.სოფლის განვითარების სააგენტოს იმერეთის რეგიონულ სამსახურის უფროსმა კი დავით ჯინორიძემ საინტერესო პრეზენტაცია წარმოგვიდგინა სოფლის განვითარების სააგენტოს საქმიანობის შესახებ. მან აღნიშნა,რომ ,,ჩვენი უპირველესი მამოძრავებელი, სოფლად რეალური კეთილდღეობის შექმნაა. ჩვენი ამოცანა სოფელსა და ქალაქს შორის ძლიერი ხიდის აშენებაა. ხიდის, რომელიც წლების მანძილზე დაგროვილ ცოდნას, თანამედროვე სამყაროს სიახლეებთან გააერთიანებს.“
2015 წლიდან არაერთმა ადამიანმა ისარგებლა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პროგრამებით და გაიუმჯობესეს საკუთარი პირობები. შეიქმნა საფერმერო თუ კოოპერატიული მეურნეობები არაერთი მიმართულებით. ინფორმაციები წარმატებული ადამიანების შესახებ და მიმდინარე პროგრამების შესახებ განთავსებულია მისამართზე http://www.rda.gov.ge/articles/stories. სიახლეა, რომ 2023 წელს, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ბიუჯეტი იზრდება და 200 მლნ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის ზრდის მიზანია, აგროწარმოებაში ჩართული ან დაინტერესებული პირებისთვის მეტი ფინანსური რესურსი იყოს ხელმისაწვდომი როგორც შეღავათიანი აგროკრედიტის, ასევე აგროლიზინგის პროექტების საშუალებით.„შეღავათიანი აგროკრედიტი“ პროექტი სოფლის მეურნეობის პირველადი, გადამმუშავებელი და აგროპროდუქციის შენახვის მიმართულებებით ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს. მევენახე ფერმერები აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, 50%-ის ნაცვლად 70%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლებენ. თუ წარმოადგენთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, მეფუტკრეობის მიმართულებით სახელმწიფო გთავაზობთ ფინანსურ მხარდაჭერას. პროგრამა მხარს უჭერს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, კოოპერატივებს სადაც მეპაიების არანაკლებ 50% ქალებია, ან დევნილები, ასევე გამყოფი ხაზისა და მაღალმთიანი დასახლები მაცხოვრებლებია. მოქმედებს სადაზღვევო პოლისი , რომელიც ფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს, როგორიცაა, სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა . ეს მხოლოდ შეთავაზებული პირობების ნაწილია. აღნიშნული ინფორმაციების უმრავლესობა სიახლე იყო მოსწავლეებისათვის. არაერთი კითხვით მიმართეს ბატონ დავითს და ამომწურავი პასუხები მიიღეს. მათ მადლობა გადაუხადეს მასპინძლებს და გამოხატეს მზადყოფნა მოსმენილი ინფორმაციები მიაწოდონ თავიანთ ახლობლებს, საზოგადოებას და აამაღლონ მათი ცნობიერება მიმდინარე პროგრამების შესახებ. წარმატებები ჩვენს მასპინძლებს თავიანთ საქმიანობაში!
როგორ შეიძლება განვსაზღვროთ საკვების კალორიულობა საკუთარი ხელით
მკვლევართა კლუბმა ,,ანაბასისისმა“ განახორციელა პროექტი: როგორ შეიძლება განვსაზღვროთ საკვების კალორიულობა საკუთარი ხელით.
საკვები პროდუქტების ეტიკეტზე მითითებულია ,,ენერგეტიკული ღირებულება“, რომელიც კალორიებით არის გამოსახული. კალორიების მიხედვით ურჩევენ დიეტოლოგები პაციენტებს ჯანსაღი კვებისათვის რომელი საკვები და რა რაოდენობით მიირთვან.
ორგანიზმისათვის აუცილებელი ენერგია, რომელსაც საკვებიდან ვიღებთ წარმოიქმნება საკვებში არსებული ორგანული ნივთიერებების დაშლისა და დაჟანგვის შედეგად.ეს ენერგია რაოდენობრივად იმ სითბოს ტოლია , რომელიც ამ ნივთიერების დაწვის შედეგად გამოიყოფა.
მკვლევართა კლუბის წევრების მიზანი იყო საკვები პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულების განვსაზღვრა საკუთარი ხელით დამზადებული მარტივი ხელსაწყოს კალორიმეტრის დახმარებით.
კვლევაში გამოვიყენეთ საკუთარი ხელით დამზადებული კალორიმეტრები. იგი დამზადდა საკვები პროდუქტების შესანახი ლითონის კონტეინერებისაგან. კონტეინერის ფსკერზე მოთავსებულია კორპის საცობი, რომელშიც ჩარჭობილია ნემსი. ამ ნემსზე დავამაგრეთ საკვლევი ნიმუში და მოუკიდეთ ცეცხლი, წვისას გამოყოფილმა ენერგიამ გაათბო შიდა კონტეინერი, რომელშიც წყალი ესხა.მასში მოთავსებული გვქონდა თერმომეტრი და ვინიშნავდით ჩვენებებს . დაწვის შემდეგ დარჩენილი ნიმუშის მასა ავწონეთ და მონაცემები შევიტანეთ ცხრილში თითოეულ ექსპერიმენტს ვიმეორებდით სამჯერ.
საკვები პროდუქტების კვებითი ღირებულება შეიძლება განვსაზღვროთ საკუთარი ხელით დამზადებული მარტივი ხელსაწყოს, კალორიმეტრის დახმარებით.
გამოვიკვლიეთ თხილის, ნიგოზის და არაქისის ენერგეტიკული ღირებულება. დავადგინეთ , რომ აღნიშნული პროდუქტები მაღალი კალორიულობით გამოირჩევიან. პროექტი განახორციელეს მე-9 კლასის მოსწავლეებმა: ბექა ფერაძემ, საბა ბახტაძემ და ანზორ მაღლაკეკიძე. კლუბის კურატორი ქეთევან ედიბერიძე.
ჩვენი ონკანის წყალი
ჩვენი ონკანის წყალი
სასმელი წყალი — წყალი რომელიც უსაფრთხოა დასალევად ან საკვების მოსამზადებლად. კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭირო სასმელი წყლის რაოდენობა განსხვავდება და ეს დამოკიდებულია ფიზიკურ აქტივობაზე, ასაკზე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და გარემო პირობებზე.
ჩვეულებრივ, განვითარებულ ქვეყნებში ონკანის წყალი აკმაყოფილებს სასმელი წყლის სტანდარტებს. როგორი წყალი მოედინება ჩვენს ონკანებში ? ამ კითხვაზე კომპეტენტური პასუხის მისაღებად ეკოლოგთა, მკვლევართა და საოქალაქო განათლების კლუბის წევრები ( კლუბების ლიდერები : თეა სამხარაძე, ქეთევან ედიბერიძე, თამარ მალაღურაძე)საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ზესტაფონის სერვის ცენტრს ეწვიენ და გაესაუბრნენ ხარისხის კონტროლის სპეციალისტებს მარიამ ღიბრაძეს და რუსუდან სარალიძეს . მდინარე ყვირილას წყალი მიწისქვეშა ბუნებრივი ფიტრატის გავლით შემოდის წყალშემკრებებში, მუშავდება ქლორით , ვიდრე ქსელში წავა მოწმდება ორგანოლეპტიკურად, ბაქტეორიოლოგიურად და ქიმიურად. წყალი რომელიც სტანდარტს აკმაყოფილებს ქსელში ნაწილდება და ჩვენს ონკანებში მოედინება. თუმცა წყლის კონტროლი გეგმიურად ყველა ქუჩაზე ხდება . ყოველდღიურად 4 ქუჩის წყალი მოწმდება ადგილზე, შედეგები რეგიონალურ ლაბორატორიაში გადამოწმდება, თვეში ერთხელ კი საქართველოს წყალმომარაგების კომპანია ამოწმებს ჩვენს წყალს, კვარტალში ერთხელ სურსათის უვნებლობა. წყლის შემოწმება არაგეგმიურადაც ხდება დაზიანების დროს, რეზერვუარის დამუშავების შემდეგ. ასე რომ ჩვენი ონკანის წყალი არაერთგზის შემოწმებას გადის. ჩვენმა მასპინძლებმა მოსწავლეებს უჩვენეს როგორ ახორციელებნენ წყლის ორგანოლეპტიკურ, ბაქტეოროლოგიურ და ქიმიურ შემოწმებას. ამ პროცესებზე დაკვირვება ძალიან საინტერესო იყო. რაც მთავარია მივიღეთ კომპეტენტური პასუხი კითხვაზე როგორი წყალი მოედინება ჩვენს ონკანებში. დიდი მადლობა ჩვენს მასპინძლებს ქალბატონ მარიამს და ქალბატონ რუსუდანს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 14 მარტის N 291575 ბრძანების „განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ან/ და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“- შესაბამისად შექმნილმა კომისიამ შეისწავლა სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისის ქიმიის მასწავლებლის ქეთევან ედიბერიძისთვის , სამოქალაქო განათლების მასწავლებლისთვის თეა სამხარაძისთვის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის კობა სვიანაძისთვის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების საკითხი.
კანდიდატების საქმიანობა შეფასდა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა) ეროვნულ დონეზე არსებული მასწავლებლის კომპლექსური შეფასება;
ბ) საერთაშორისო დონეზე არსებული მასწავლებლის კომპლექსური შეფასება.
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად , სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისის ქიმიის მასწავლებელს ქეთევან ედიბერიძეს და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს თეა სამხარაძეს მიენიჭათ სქემით განსაზღვრული მენტორი მასწავლებლის სტატუსი,
ხოლო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელს კობა სვიანაძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
ვულოცავთ ჩვენს პედაგოგებს დამსახურებულ აღიარებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს ჩვენი მომავალი თაობის სასიკეთოდ და საკეთილდღეოდ.
სკოლა ანაბასისის მეორე ბ კლასში ( ხელმძღვანელი ანი კახნიაშვილი ) განხორციელდა პროექტი თემაზე „ გვიყვარს ჯანსაღი და სუფთა დედამიწა“. ყოველის წლის 22 აპრილს გარემოს დაცვის მიზნით მხარდასაჭერი ღონისძიებები იმართება . მეორე ბ კლასიც დიდი მონდომებით შეუერთდა ამ დღეს. დედამიწა ჩვენი სახლია, მას კი ჩვენგან მოვლა და მზრუნველობა სჭირდება. პროექტის მიზნებია: . . მოსწავლეებმა შეძლონ ინფორმაციის მოძიება, როგორც სახელმძღვანელოებიდან ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. . მოსწავლეებმა გაიუმჯობესონ წერითი და შემოქმედებითი უნარები, გაიღრმაონ ცოდნა დედამიწის შესახებ და ისწავლონ რომ დედამიწას გაფრთხილება სჭირდება. მოსწავლეებმა წიგნებიდან და თანამედროვე ტექნოლოგიებიდან მოძიებული ინფორმაცია გადმოსცეს. ისაუბრეს დედამიწაზე, მის კონტინენტებზე, ტყის ბინადარ ცხოველებსა და მცენარეებზე. საფრთხეებზე, რომელიც დედამიწას ემუქრება ადამიანების დაუდევრობის გამო და ამ საფრთხეების აღმოფხვრის გზებზე. ასევე ლამაზი ლექსებით მოეფერნენ დედამიწასა და ულამაზეს ბუნებას. პროექტის შემდეგ კი დაასუფთავეს ეზო და მცირედი წვლილი შეიტანეს დედამიწაზე ზრუნვაში. პროექტში ჩართული იყო პედაგოგი ეკა ჯიმშიაშვილი. ვულოცავთ პედაგოგ ანა კახნიაშვილს და მის აღსაზრდელებს პროექტის წარმატებით განხორციელებას.
წიგნი ერთგული მეგობარი!
წიგნი ერთგული მეგობარი!
“არც ერთი მეგობარი არაა ისეთი ერთგული, როგორც კარგი წიგნი,” – ამბობდა ჰემინგუეი. მართლაც, წიგნებს სხვანაირი მაგია აქვთ, ფაქტობრივად, არასდროს გიღალატებენ…. 23 აპრილს – წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება . 2019 წელს ამ დღეს საქართველოში ასევე დაწესდა წიგნის ჩუქების დღეც, რომლის მიზანიც საქართველოში ზოგადად წიგნის და წიგნიერების პოპულარიზაცია იყო. რაც შეეხება წიგნის საერთაშორისო დღეს, ის სათავეს 1923 წლიდან იღებს. ანაბასისის მეოთხე კლასისის მოსწავლეები( დამრიგებელი -ლანა ჩუბინიძე) შეუერთდნენ ამ აღსანიშნავ და მეტად საინტერესო ღონისძიებას,თავინთი სურვილით შეარჩიეს სხვადასსხვა წიგნიდან როგორც ლექსები, ასევე გამონათქვამები… ბიბლიოთეკარმა თამარ გვალია მოსწავლეებს ესაუბრა წიგნის საერთაშორისო დღის შესახებ , აჩვენა წიგნის სხვადასხა სახეები მინიატურული , დიდი ზომის ილუსტრირებული წიგნები, ხმოვანი წიგნები , 3D ფორმატის წიგნები, წიგნები რომელსაც ახლავს საინტერესო ფაზლები და სხვა. როგორიც არ უნდა იყოს
წიგნი, ის საშუალებას გვაძლევს დავფიქრდეთ, ვეძიოთ და აღმოვაჩინოთ ჩვენთვის ფასეული რამ, რომელიც დიდ სიხარულს მოგვანიჭებს.ამისთვის კი მხოლოდ სამი რამ უნდა გავაკეთოთ-ავიღოთ ჩვენთვის სასურველი წიგნი, მოვკალათდეთ და დავიწყოთ კითხვა.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა ერთმანეთს წიგნები გაუცვალეს, რომელიც საგულდაგულოდ შეარჩიეს ამ დღისათვის და იმედოვნებენ მეგობრები ინტერესით გაეცნობიან მათში მოთხრობილ ამბებს.
წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს და პედაგოგ ლანა ჩუბინიძეს.
,, ვკითხულობთ, ვიაზრებთ , გადმოვცემთ“
23 აპრილი წიგნის დღეა, მკითხველის დღესასწაულია, მკითხველის, რომელიც წიგნიდან წიგნამდე მოგზაურობა, იზრდება , სწავლობა, იცვლება. სწორედ ამ დღესთან იყო დაკავშირებული პროექტი: ,, ვკითხულობთ, ვიაზრებთ , გადმოვცემთ“ , რომელიც წარმატებით განხორციელდა პირველ ბ კლასში, მასწავლებელ მარინა ჭულუხაძის ხელმძღვანელობით. მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის დედა ენიდან თავიანთი სურვილით აირჩიეს ნაწარმოებები , რომელშიც მოთხრობილი ამბებზე ნახატები შექმნეს, და პრეზენტაციები გააკეთეს თანაკლასელების წინაშე. პრეზენტაციების წარმოდგენისას , მოსწავლეებმა გამოავლინეს წაკითხულის აღქმის უნარი, მეტყველებდნენ გამართულად, მათ მიერ შექმნილ ნახატებში გამოჩნდა კარგად განვითარებული მოტორიკა და ის შთაბეჭდილებები რაც ნაწარმოების კითხვამ მოახდინა მათზე. წარმოდგენილმა გამართულმა პრეზენტაციებმა აჩვენა რომ ჩვენ პირველკლასელებში დიდია მოტივაცია, პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლობის ხარისხი. მასწავლებელი იყო ფასილიტატორი და აფასებდა მოსწავლეთა ნამუშევარს. პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდა სკოლის ფსიქოლოგი-მარიამ წერეთელი და დირექციის წარმომადგენლები, მათ დადებითად შეაფასეს მოსწავლეთა ნამუშევრები. წარმატებები პედაგოგს თავის აღსაზრდელებთან ერთად!