Categories
სკოლა ანაბასისი

ეკოკლუბის წევრებმა გადაწყვიტეს ზესტაფონში არსებულ დღის ცენტრში მორიგი ვიზიტი განეხორციელებინათ

ჩვენი თბილი მასპინძლები! სამოქალაქო განათლების და ეკოკლუბის წევრებმა გადაწყვიტეს ზესტაფონში არსებულ დღის ცენტრში მორიგი ვიზიტი განეხორციელებინათ. მათ ცენტრში გულთბილად დახვდათ ორიონის დამფუძნებელი ქალბატონი ჟანა ფერაძე, რომელმაც სტუმრებს გულთბილად უმანსპინძლა. ცენტრი ზესტაფონში 2004 წლიდან არსებობს. ბევრი პრობლემისა და წინააღმდეგობის მიუხედავად იგი დღეს ერთ-ერთი მძლავრი ცენტრია რეგიონში, არაერთი პროექტის გამარჯვებულია, კარგად აღჭურვილი ინფრასტრუქტურით. საქმის პროფესიონალი და ენთუზიაზმით სავსე მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული გუნდი, თავის აღსაზრდელებს აკადემიური უნარების გარდა პროფესიულ უნარებსაც უვითარებს, აქ მათ პოლონელი ტრენერებისაგან გადამზადებული მაღალკვალიფიციური მასწავლებლები უტარებენ ისეთ თერაპიებს, როგორიცაა თომატის თერაპია და ბიოფიტბექი, ფუნქციონირებს ,,სამყაროს გამოცდილების ოთახი”. სტუმრებმა ქალბატონ ჟანასთან ერთად კიდევ ერთხელ დიდი ინტერესით იმოგზაურეს მშვენიერ სამყაროში, სადაც გამოფენილია ბავშვების ფანტაზიითა და ხელით შექმნილი საოცარი ნაკეთობები. თანატოლების ვიზიტმა და მათი ხელთნაკეთი ნივთების საჩუქრად გადაცემამ გაახარა მასპინძლები, დაიგეგმა მომავალი ვიზიტი ორიონში. სითბო და სიყვარული უხვად გამოატანეს ორიონელებმა! მადლობა მათ გულთბილი მასპინძლობისათვის. კლუბის მეურვეები ქეთევან ედიბერიძე, თეა სამხარაძე, თამარ მალაღურაძე.

Categories
სკოლა ანაბასისი

”ეს თქვენ პოლიეთილენის ბოთლისათვის!”

”ეს თქვენ პოლიეთილენის ბოთლისათვის!”… ,,ეს თქვენ პოლიეთილენის ბოთლისათვის!” ეკოკლუბ ანაბასისის წევრები N12 მიზანს გაეცვნენ. მდგრადი მოხმარება გულისხმობს სერვისებისა და შესაბამისი პროდუქტების ისეთ გამოყენებას, რომელიც პასუხობს საბაზისო საჭიროებებს და რომელიც ადამიანთა სიცოცხლის ხარისხს აუმჯობესებს. ეკოკლუბის წევრების მიერ მე-6 კლასის მოსწავლეებთან სემინარის ჩატარება პოლიეთილენის უარყოფითი გავლენის შესახებ ერთგვარი ინსპირაცია აღმოჩნდა. პოლიეთილენის უკვე გამოყენებული ნივთებიდან ბოთლებიდან, თეფშებიდან, ჭიქებიდან მე-6 კლასელებმა სხვადასხვა ნივთები დაამზადეს და ნაგავსაყრელის ნაცვლვლად მათმა ნაკეთობებმა საკლასო ოთახები გაალამაზეს. მოსწავლეებს თავიანთი შემოქმედება იმდენად მოეწონათ, რომ გადაწყვიტეს წამოიწყონ აქცია სკოლის მოსწავლეებისათვის და არა მარტო მათთვის, ”ეს თქვენ პოლიეთილენის ბოთლისათვის!”, რაც ითვალისწინებს, ყველას ვინც მათ პოლიეთილენის ბოთლს მიუტანს საჩუქრად გადასცენ თავიანთი დამზადებული აქსესუარები. ეს ხელს შეუწყობს პოლიეთილენის ბოთლების მდგრად მოხმარებას და მცირეოდენ წვლილს შეიტანს გარემოს ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებაში.

Categories
სკოლა ანაბასისი

,,არა პოლიეთილენს”

შესაფუთი მასალა სახამებლიდან… შესაფუთი მასალა სახამებლიდან! ყველაზე დიდი რაოდენობით პოლიეთილენი შესაფუთ მასალად გამოიყენება. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც მკვლევართა კლუბის წევრებიც არიან და ეკოკლუბის წევრებიც პროექტის ,,არა პოლიეთილენს” განხორციელება დაიწყეს. პლასტმასები ეს ბუნების თანამედროვე უბედურებაა, სკოლაში მოქმედმა მკვლევართა კლუბმა გასულ წელს დაიწყო ბიოდაშლადი თვისებების მქონე შესაფუთ მასალებზე ფიქრი. ახლა კი მათ ეკოკლუბიც შეუერთდა, მით უფრო რამდენიმე მოსწავლე ორივე კლუბის წევრია. პროექტის მონაწილეები გაეცვნენ ბიოპლასტმასების მიღების ისტორიას, წარმოებას. ბიოპლასტმასების მიღების ისტორიასთან ერთად, გაითვალისწინეს ჩურჩხელებისა და ტკბილიკვერის დამზადების ქართული ტრადიციული გამოცდილება, შესაფუთი მასალის დასამზადებლად გამოიყენეს სახამებელი, წყალი, გლიცერინი, სუფრის ძმარი ან ლიმონჟავა, საკვები საღებავები. მოცემული ინგრედიენტების ერთობლიობამ მაღალ ტემპერატურაზე მოახდინა სახამებლის მოდიფიცირება. მიღებული მასალიდან დამზადებული შესაფუთი ,,აფსკები”- ბიოპლასტმასებით სინთეზური მასალის შეცვლის ერთ-ერთი ალტერნატიული საშუალებაა.

Categories
სკოლა ანაბასისი

,,წყალი სიცოცხლეა! – გავუფრთხილდეთ მას!”

,,წყალი სიცოცხლეა! – გავუფრთხილდეთ მას!”… 6 დეკემბერს ეკოკლუბ “ანაბასისის” მიერ ორგანიზებულ იქნა კონფერენცია სლოგანით ,,წყალი სიცოცხლეა!”- გავუფრთხილდეთ მას!” კონფერენციაზე საინტერესო პროექტები წარმოადგინეს კლუბის წევრმა ელენე მელაძემ, რომელმაც თანატოლებს მიაწოდა ინფორმაცია წყლის მნიშვნელობაზე ადამიანისათვის და ზოგადად ბიოსისტემისათვის, მაგრამ საგანგაშო მდგომარეობაა. წყლის რესურსების გლობალური კრიზისი საკმაოდ ძლიერდება, როგორ შეიძლება ვიცხოვროთ უწყლოდ? როდესაც ტერიტორიაზე შრება წყალი, ადამიანთა უმეტესობას წასვლა მოუწევს. მან მოიტანა ფაქტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სად არის წყლის რესურსები ყველაზე მეტად დაბინძურებული. საქართველოში არსებული სიტუაციაც მიმოიხილა, რომელიც ნამდვილად არ არის დამამშვიდებელი. კლუბის წევრი ქეთი ცერცვაძე თავის პრეზენტაციაში იმ საკანონმდებლო ცვლილებებს შეეხო, რომელიც საქართველოში იქნა მიღებული წყლის დაცვასთან დაკავშირებით. მათი შესრულება შეიძლება იყოს საქართველოს წყლის რესურსების მართვის სექტორისთვის დამახასიათებელი სერიოზული პრობლემების მოგვარების შესაძლო გზა, რომელთაგან უმთავრესი წყლის დაბინძურება და წყლის რესურსების არაეფექტური გამოყენებაა. ამასთანავე კიდევ არ არის გაცნობიერებული წყლის რესურსების მართვის გამართული სისტემის არსებობის მნიშვნელობა. თუმცა წყლის ხარისხი და წყლის ხელმისაწვდომობა ახლო მომავალში ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდება. კლუბის წევრმა ანასტასია ჯაფარიძემ ისაუბრა იმ სავალალო შედეგებზე, რომელიც წყლის დაბინძურებამ გამოიწვიოს. ასევე აღნიშნა, რომ ჩვენთვის მოწოდებული წყლის ხარისხზე კონტროლი ისევე გასაიდუმლოებულია, როგორც ბევრი სხვა რამ. ადრე ეს ინფორმაცია ქვეყნდებოდა და გვქონდა საშუალება, გაგვეგო, თუ როგორი ხარისხის წყალს ვიღებდით. დღეს ეს თემაც დახურულია. ვინ ამოწმებს სასმელი წყლის ხარისხს, როგორ და რანაირად, ინფორმაცია არ არის. 18 სექტემბერი წყლის მონიტორინგის დღეა. მისი დაწესება კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მნიშვნელოვანია წყლის ხარისხზე კონტროლი. კონფერენცია ინტერაქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. დაიგეგმა: ჩატარდეს სკოლის მოსწავლეების გამოკითხვა წყლის რესურსის მიზნობრივ და ეკონომიურ გამოყენებაზე, მოეწყო ექსკურსია,(რეგულაციების წესების დაცვით) ქალაქის წყალსადენ სადგურში, რათა ადგილზე გაეცნონ მოსწავლეები, როგორ ხდება წყლის გასუფთავება და სასმელად მიწოდება მოსახლეობისთვის. კონფერენცია შეაჯამეს კლუბის ლიდერმა პედაგოგებმა.

Categories
სკოლა ანაბასისი

,,წყალი, სანიტარია და ჰიგიენა”

,,წყალი, სანიტარია და ჰიგიენა”… სკოლა ანაბასისის ეკოლოგთა კლუბი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილეებისთვის გამოცხადებულ კონკურსში ,,წყალი, სანიტარია და ჰიგიენა” ჩაერთო. წყალი დედამიწაზე სიცოცხლის მთავარი წყაროა, რომელიც სხეულის დიდ ნაწილს შეადგენს. წყლის დაბინძურება მთლიანად სიცოცხლის დაბინძურებაა. სუფთა წყალი დედამიწაზე სიცოცხლის გასაგრძელებლად და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. სიცოცხლის დასაცავად წყლის დაცვა აუცილებელია და ეს მთავარი პასუხისმგებლობაა. ეკოკლუბის წევრებმა და მკვლევართა კლუბმა წყლის კვლევა მოახდინეს. გამოიყენეს ,,სკოლის შეფასების კითხვარი”, მიმართეს სკოლის ადმინისტრაციას თხოვნით. მიიღეს ნებართვა და დაიწყეს მოკვლევა რა სახის წყალი მოიხმარება სკოლაში, გამოიყენება თუ არა რეზერვუარის წყალი და არის თუ არა რეზერვუარი სათანადოდ დახურული, რისთვის გამოიყენება სკოლაში არსებული წყალი, კვირაში რამდენი დღე და დღეში რამდენი საათი ფუნქციონირებს წყლის მიწოდება. როდესაც წყლის მიწოდების წყარო ფუნქციონირებს, თუ მიეწოდება საკმარისი წყალი სკოლას სასმელად, ხელების დასაბანად და საჭმლის მოსამზადებლად, თუ წარმოებს სკოლაში არსებული წყლის გაწმენდა რაიმეს საშუალებით, რათა გახდეს ის სასმელად უსაფრთხო. თუ წყალი ყოველთვის არ იწმინდება, რატომ. თუ ხდება სკოლაში წყლის გაწმენდა დალევის წინ და როგორ. თუ მოაქვთ ბავშვებს წყალი დასალევად და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები დაუსვეს კლუბის წევრებმა თავიანთ რესპოდენტებს სკოლის ფინანსურ დირექტორს, სამნეო ნაწილის გამგეს, სკოლის სამზარეულოს თანამშრომლებს. ჩაინიშნეს მიღებული პასუხები. დაათვალიერეს სასმელი წყლის წერტილები სკოლის შენობაში, სკოლის გარეთ, ეზოში, სველი წერტილები ტუალეტებში. მიღებულ მონაცემებს კლუბის წევრები დაამუშავებენ, გაანალიზებენ და სასკოლო საზოგადოებას გააცნობენ.

Categories
სკოლა ანაბასისი

ვასწავლოთ თამაშით ინგლისური ენა უმცროს მეგობრებს

ვასწავლოთ თამაშით ინგლისური ენა უმცროს მეგობრებს!… ინგლისური ენა სკოლა ანაბასისში პრიორიტეტულია. მისი შესწავლა პირველი კლასიდანვე ხდება. დაწყებით საფეხურზე უცხოური ენის სწავლა-სწავლების პრიორიტეტული მიზნებია: -მოსწავლის ენობრივი ცნობიერების ამაღლება; -ენობრივ-კულტურული გამოცდილების გამდიდრება; – ენის სწავლის უნარ-ჩვევების განვითარება. დაწყებით საფეხურზე სწავლა-სწავლების მნიშვნელოვანი ამოცანაა თითოეული მოსწავლის მოტივაციის ამაღლება. მოზარდებმა უნდა შეიყვარონ უცხოური ენის სწავლის პროცესი. ენის შესწავლას სიძნელეები ახლავს თან. პატარებს უჭირთ სახლში დამოუკიდებლად მუშაობა. ეკოკლუბ ,,ანაბასისის” წევრებმა გადაწყვიტეს დაეხმარონ უმცროს მეგობრებს ენის შესწავლაში. მათ ყველაზე უკეთ იციან კონკრეტულად სად და რა უჭირთ პატარებს ინგლისური ენის შესწავლის ამ ეტაპზე. ეს პერიოდი მათ უკვე გავლილი აქვთ. მათ გადაწყვიტეს უცხოური ენის სწავლების ოთხი მიმართულებიდან დაეწყოთ ერთ-ერთზე მუშაობა – ზეპირი მეტყველება(მოსმენა და ლაპარალი), ზეპირი მეტყველება აერთიანებს ორ სამეტყველო აქტივობას(მოსმენას/მოსმენა-ყურებასა და ლაპარაკს) და ამ სამეტყველო აქტივობათა თანმხლებ სტრატეგიებს, რომლებიც მოსწავლეს უადვილებს საკომუნიკაციო მიზნების მიღწევას. ამ ეტაპზე მოსმენას, როგორც უცხოური ენის ათვისების მთავარ არხს, პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება. ეკოკლუბელებმა კონსულტაცია გაიარეს როგორც თავის ინგლისურის პედაგოგ ეკატერინე ჩაჩიბაიასთან, ასევე დაწყებითი კლასების ინგლისურის პედაგოგ სალომე კაკაურიძესთან. რესურსად აირჩიეს რამდენიმე წუთიანი ინგლისურ ტიტრიანი კომიქსები. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სიტყვიერ ჯაჭვში ბგერების, სიტყვების, მარტივი წინადადებების მოსმენით გარჩევას; უცხოური ენისათვის დამახასიათებელ ჟღერადობებზე სმენის გამახვილებას, რაც აუცილებელია გაგების უნარისა და სწორი გამოთქმის ჩამოსაყალიბებლად. რადგან ტექსტებს ახლდა თვალსაჩინო მასალა მოსწავლეებს გაუადვილდათ ტექსტის გაგება. შეხვედრა იყო პროდუქტიული როგორც მესამე კლასელებისათვის, რადგან მათი ლექსიკური მარაგი ინგლისურ ენაში გამდიდრდა, ასევე ეკოკლუბელებისათვის, მათ კარგად მოირგეს ,,მასწავლებლის” როლი, იმუშავეს საჭირო უნარების გამოსამუშავებლად, მოახდინეს საკუთარი ძალების შეფასება. დაიგეგმა შემდგომი შეხვედრები დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან ინგლისური ენის ზეპირ მეტყველების გაუმჯობესების მიმართულებით.

Categories
სკოლა ანაბასისი

,,გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური”

,,გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური”… ანაბასისის ეკოკლუბელებმა მორიგი შეხვედრა ცნობარ ,,გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური” განხილვას მიუძღვნა. ტერმინმა ,,ენერგოეფექტურობა” თითოეული მათგანისათვის ღრმა შინაარსობრივი დატვირთვა შეიძინა.გაიაზრეს რომ ენერგოეფექტიანობა გულისხმობს ნაკლები ენერგიის გამოყენებით იგივე ან უკეთესი პირობებისა და კომფორტის შექმნას. მით უფრო ენერგოეფექტურობა გლობალური საკითხია, რომელიც დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება. ეს გამოწვეულია ენერგიის დეფიციტით, ენერგორესურსებზე მზარდი ფასებით, ენერგოიმპორტზე დამოკიდებულებითა და ეკოლიგიური პრობლემებით. მათთვის ერთგვარი სლოგანი აღმოჩნდა ,,განათლება ენერგიის შესახებ ხელს უწყობს ენერგოეფექტიანობას!” რადგან იგი გვასწავლის ისეთი ტექნოლოგიების განვითარებას, რომლებიც ხარჯავენ ნაკლებ ენერგიას, საშუალებას იძლევა შესწავლილი და განვითარებული იქნას მდგრადი და განვითარებადი ენერგიის რესურსები. საქართველოს არ აქვს ნავთობისა და გაზის დიდი რესურსები და ენერგიის დაახლოებით 75% იმპორტირებულია. ამიტომ ენერგოეფექტურუ პროექტების მხარდაჭერით შემცირდება ქვეყნის დამოკიდებულება იმპორტზე, გაუმჯობესდება ენერგიის უსაფრთხოების დონე და შემცირდება გარემოზე უარყოფითი გავლენა. ეკოკლუბელებმა ცნობარში შემოთავაზებული ყველა აქტივობის იდეა გაანალიზეს თავიანთი ინტერესები, შესაძლებლობები შეაფასეს და თავიანთ სამოქმედო გეგმაში შეიტანეს რამდენიმე აქტივობის განხორციელება. 1. მოაწყონ სემინარი თანატოლებისათვის ,,ენერგიის ალტერნატიული წყაროები”. 2. დაამზადონ და გაავრცელონ ბუკლეტები, სადაც იქნება სასარგებლო რჩევები და რეკომენდაციები ენერგოდაზოგვისათვის სახლის პირობებში. 3. წამოიწყონ კამპანია ,,დაზოგეთ ენერგია, დაზოგეთ ოჯახის ბიუჯეტი”. 4. მოაწყონ ვიქტორინა უფროსკლასელებისათვის:,,ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია”.

Categories
სკოლა ანაბასისი

“შეხვედრა გლობალური ბრენდის ამბასადორთან!”

“შეხვედრა გლობალური ბრენდის ამბასადორთან!”… სკოლა ანაბასისის ეკოკლუბის წევრების ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მოიწვიეს სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე ელენე შალამბერიძე. ელენე შალამბერიძე გარემოს დაცვის არაერთ ღონისძიებაშია ჩართული. 3 მარტი მისთვის კიდევ ერთი წარმატების დღეა! იგი #21stdigiskillz გლობალური ბრენდის ამბასადორად(GBA) შეარჩიეს. 21-ე DIGI Skillz-ის კომისიამ მიანიჭა ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გლობალური ბრენდის Ambassador-ის წოდება, გამორჩეული გარემოსდაცვით ღონისძიებებისათვის ჯილდო 2022, მადლობისა და მონაწილეობის სერთიფიკატი, გლობალური საზოგადოების წევრობის სერთიფიკატი. მას მადლობის წერილით მიმართეს სადაც ნათქვამია: ,,გმადლობთ, რომ გაგვიზიარეთ თქვენი ცოდნა და მაქსიმალური წვლილი შეგაქვთ ჩვენი მისიის, UNSDG-ების, განსაკუთრებით SDG4-ის ხელშეწყობაში. გაიცანით ჩვენი ყველაზე ახალგაზრდა ბრენდის ელჩი #ელენე შალამბერიძე #12 წლის საქართველოდან. მან დაიწყო კამპანია მდგრადი განვითარების N13 მიზნის შესრულებისათვის, განახორციელა პროექტი თავის რეგიონში დაბინძურების შესახებ. სურს ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას, მისთვის მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების N14 მიზანი!” წარმატებები ელენეს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში! ელენე ესაუბრა ანაბასისელ თანატოლებს, ეკოკლუბელებს თავისი საქმიანობის შესახებ, უპასუხა მათ შეკითხვებს და სკოლაში მოქმედ ეკოკლუბთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

Categories
სკოლა ანაბასისი

”ენერგიის ალტერნატიული წყაროები”

”ენერგიის ალტერნატიული წყაროები”სკოლა ანაბასისის ეკოკლუბის წევრებმა ჩაატარეს სემინარი სკოლის მოსწავლეებისათვის ”ენერგიის ალტერნატიული წყაროები”. სემინარზე საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს ეკოკლუბელებმა ქეთი ცერცვაძემ, ანასტასია ჯურელმა და ანი კობერიძემ. მათ აღმიშნეს, რომ მსოფლიო მოსახლეობის ზრდასთან ერთად განუწყვეტლივ იზრდება მოთხოვნა ენერგიაზე. მართლაც, ჩვენი ყოველდღიურობა უკვე წარმოუდგენელია ელექტრონული მოწყობილობების, სატრანსპორტო საშუალებების, ინტერნეტის თუ კომფორტულად მოწყობილი საცხოვრებელი სახლების გარეშე, რომელთა ფუნქციონირებისათვის უზარმაზარი ენერგიაა საჭირო, განსაკუტრებით იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად მათზე მოტხოვნა განუწყვეტლივ იზრდება. წყარო უნდა იყოს განახლებადი, ნაკლებად აბინძურებდეს გარემოს, რაც მთავარია, აგვარებდეს საწვავის პრობლემას, ამიტომ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა გარემოსდაცვითი და ამოწურვადი რესურსების შენარჩუნების მიზნით დიდ ყურადღებას აქცევს მზის, ქარის, წყლის, გეოთერმული ენერგიის გამოყენებას.

Categories
სკოლა ანაბასისი

ველური ბუნების მსოფლიო დღე

ველური ბუნების მსოფლიო დღე… ბუნება ყოველდღიურად განიცდის დიდ და ნეგატიურ გავლენას ადამიანისაგან, როგორც წესი, შედეგი ხდება მცენარეთა და ცხოველთა სახეობების სრული გადაშენება. ფლორისა და ფაუნის სიკვდილისგან დაცვის მიზნით მუშავდება მარეგულირებელი დოკუმენტები, შემოღებულია შესაბამისი აკრძალვები და დგინდება თარიღები. ერთ-ერთი მათგანია 3 მარტი _ ველური ბუნების მსოფლიო დღე. ანაბასისის ეკოკლუბელებმა უმცროს კლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, რომელზეც გააცნეს ინფორმაციები მათ ამ დღის დაარსების შესახებ, ანი კობერიძემ და ელენე მელაძემ აღნიშნეს, რომ ფლორისა და ფაუნის დაცვის სპეციალური დღის შექმნის იდეა საკმაოდ ცოტა ხნის წინ გაჩნდა – 2013 წელს. გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე მიიღეს გადაწყვეტილება ასეთი თარიღის დადგენის შესახებ. კონკრეტული დღისა და თარიღის არჩევისას მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ 1973 წლის 3 მარტს უკვე გადაიდგა სერიოზული ნაბიჯი ბუნების შენარჩუნების მიზნით. შემდეგ მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ ხელი მოაწერეს კონვენციას ველური ბუნების და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ, რომელსაც შემოკლებით CITES უწოდებენ. ეს თარიღი, ისევე როგორც მრავალი, რომელიც ეძღვნება ნებისმიერი ბუნებრივი რესურსების დაცვას, არის პროპაგანდისტული და საგანმანათლებლო. დღის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ველური ბუნების პრობლემების შესახებ და მისი კონსერვაციის მოთხოვნა. ველური ბუნების კონცეფცია სადავოა. კონკრეტულად რა უნდა ჩაითვალოს მას? მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი კამათი მიმდინარეობს. ზოგადი დასკვნა დაახლოებით ასეთია: უდაბნო არის მიწის ფართობი ან წყლის ობიექტი, სადაც ადამიანის ინტენსიური მოქმედება არ ხორციელდება, იდეალურ შემთხვევაში, ეს საქმიანობა, ისევე როგორც თავად ადამიანი, საერთოდ არ არის იქ. ცუდი ამბავი ის არის, რომ პლანეტაზე ასეთი ადგილები სულ უფრო და უფრო მცირდება, ამის გამო ირღვევა მრავალი მცენარის და ცხოველის ბუნებრივი ჰაბიტატი, რაც მათ სიკვდილს იწვევს. რადგან ასეთი ადგილები მცირეა ეკოკლუბელმა ანასტასია ჯუღელმა უმცროს მეგობრებს ინგლისურ ენაზე წინასწარ შერჩეული ანიმაციური ფილმი უჩვენა ,,ჯუნგლები”, მოსწავლეებმა ტერმინი ველური ბუნებაც კარგად გაიაზრეს, მისი დაცვის აუცილებლობაც და ინგლისური ენის ლექსიკური მარაგიც გაიმდიდრეს.