Categories
სკოლა ანაბასისი

დედამიწის დღე

ანაბასისელი ელენე შალამბერიძე, გლობალურ პლატფორმაზე ვებინარის ,,ერთად ავღნიშნოთ დედამიწის დღე” ერთ-ერთი საუკეთესო პრეზენტატორია. შეხვედრის ორგანიზატორი ქვეყანა ხორვატია იყო. ,,დედამიწის დღე ერთ-ერთი უდიდესი გარემოსდაცვითი ღონისძიებაა მსოფლიოში, სადაც ყოველწლიურად ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს დაახლოებით ორასი ქვეყნიდან. დედამიწის დღე საქართველოში 1990 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება. ჩვენი პასუხისმგებლობაა ვიზრუნოთ გარემოზე, შევზღუდოთ ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს ჩვენს პლანეტას. შემოგვიერთდით 22 აპრილს და წვლილი შეიტანეთ დედამიწისა და თქვენი ქვეყნის სისუფთავეში.” აღნიშნა ელენემ თავის გამოსვლაში. მან საერთაშორისო აკრედიტებული სერთიფიკატები და აღიარება მოიპოვა! იგი თვლს, რომ ეს დღე მისთვის მნიშვნელოვანი იყო , რომელმაც დიდი გამოცდილება შესძინა, ბევრი რამ ისწავლა და გაიზარდა პიროვნულად. ვულოცავთ ელენეს წარმატებას! იგი ღირსეულად წარსდგა გლობალურ პლატფორმზე , წარმოაჩინა საკუთარი თავი და ქვეყანა!

Categories
სკოლა ანაბასისი

„ბედნიერი აღდგომის დღესასწაული ყველას!“

„ბედნიერი აღდგომის დღესასწაული ყველას!“ -აღნიშნული სახელწოდებით საქველმოქმედო პროექტი ანაბასისში ტრადიციულად ხორციელდება უკვე რამდენიმე წელია. სამოქალაქო განათლების კლუბის და ეკოკლუბის წევრებმა სააღდგომოდ მარტოხელა ხანდაზმულ მოხუცებთან ერთად სოციალურად დაუცველთა ოჯახები მოინახულეს და სხვადასხვა სახის პროდუქტთან ერთად თავიანთი სითბო და ყურადღება გაუნაწილეს მათ.„ნუ დაუკავებ სიკეთეს მას, ვინც ამას იმსახურებს, როცა შენს ხელს ამის ძალა შესწევს“ (იგავები 3:27). “სიკეთე გადამდებია!””გააგრძელეთ კეთილი საქმის კეთება!”

Categories
სკოლა ანაბასისი

დედამიწის დღესთან დაკავშირებით სკოლა ანაბასისში განხორციელდა პროექტი ,, გაუფრთხილდეთ დედამიწას- გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას’’

დედამიწის დღესთან დაკავშირებით სკოლა ანაბასისში განხორციელდა პროექტი ,, გაუფრთხილდეთ დედამიწას- გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას’’ ადამიანის მავნე ზემოქმედება გარემოზე ყველაზე მძიმედ თვით ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება. რთულია მოუსმინო იმ საფრთხეს რაც შეიძლება დაბინძურებულმა გარემომ მიაყენოს ადამიანს და ეს არ გახდეს მისი შეცვლის საწინდარი. პროექტის ინიციატორია სკოლის ეკოლოგთა კლუბი. მიზანი გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება, გარემოზე ჩვენს მოქმედებასა და გარემოს ჩვენზე გავლენას შორის არსებული კავშირის მიმართულებით. პროექტის ფარგლებში დაიგეგმა დაგანხორციელდა აქტივობები: 1. დასუფთავებისაქცია. ბუნებისმეტყველების პედაგოგ რუსუდან გურგენაშვილთან ერთად სკოლის ეკოკლუბელებმა მე-5 კლასის დასუფთავების აქციას გაუკეთეს ორგანიზება. მათ დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია . ის გარემო, რომელიც ადამიანის ხელითვე იყო დაბინძურებული. ბავშვები ემოციებს ვერ მალავდნენ, გარემოში არსებულმა მდგომარეობამ მათში დიდი გულისტკივილი გამოიწვია. გარემო დაბინძურებული იყო პოლიეთილენის პარკებით, პლასტმასის ბოთლებით და სხვა ისეთი ნივთებით, რომლის დაშლას წლები სჭირდება ან ზოგიერთი მათგანის ლპობა შეუძლებელია. მოსწავლეები აღნიშნავდნენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ დასუფთავების აქციებში მონაწილეობას. 2. კონფერენცია ,, დედამიწა საფრთხეშია“ ეკოკლუბელებმა და მათმა მეგობრებმა თანატოლებს საინტერესო პრეზენტაციები შესთავაზეს ჰაერისა და წყლის დაცვის აუცილებლობის შესახებ, რომელიც ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვასთან უშუალო კავშირშია და მიმოიხილეს ის საფრთხეები რაც შეიძლება გამოიწვიოს ჰაერის ან წყლის დაბინძურებამ. 3. ეკოკლუბელმა ქეთი ცერცვაძემ და ელენე მელაძემ თანატოლების ოთხ გუნდს ეკოლოგიური თამაში ,, რა, სად,როდის“ შესთავაზეს . კითხვებმა ეკოლოგიურ საითხებზე , მცენარეთა და ცხოველთა დაცვაზე მოსწავლეთა დაინტერესება გამოიწვია და მოსწავლეთა ცნობიერება გარემოს დაცვით მიმართულებით აამაღლა. ,,ყველა დღე უნდა ვაქციოთ დედამიწის დაცვის დღედ“ . ასკვნიან ანაბასისელი ეკოკლუბელები და მომავალშიც არაერთი იდეის განხორციელებას აპირებენ ამ მიმართულებით.

Categories
სკოლა ანაბასისი

სკოლა ანაბასისის უფროსმა მასწავლებელმა დიანა მუმლაძემ მესამე ა კლასში ინგლისურ ენაში ჩაატარა გაკვეთილი

სკოლა ანაბასისის უფროსმა მასწავლებელმა დიანა მუმლაძემ მესამე ა კლასში ინგლისურ ენაში ჩაატარა გაკვეთილი, რომელსაც დაუკვირდა და შეაფასა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი. გაკვეთილის თემა იყო ,,წელიწადის დროები’’.მოსწავლეებმა შეძლეს მათთვის ნაცნობ თემატიკაზე მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა, ნაცნობი თემატიკის გარშემო ინგლისურ ენაზე საუბარი. მასწავლებლის მიერ დაგეგმილმა სახალისო აქტივობებმა უზრუნველყო გაკვეთილის მიზნის მიღწევა.აქტივობების შესასრულებლად ინსტრუქციები იყო მკაფიო და მოიცავდა მოსწავლეთა სავარაუდო შეცდომების პრევენციას. სასწავლო აქტივობების შესრულების ინსტრუქციების შემუშავების დროს გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები. მასწავლებელი სიტუაციის შესაბამისად იყენებდა მიმიკას, ჟესტიკულაციას, ჩანდა, რომ მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის დამყარებულია ეფექტური კომუნიკაცია. საგაკვეთილო პროცესში, მოსწავლეებს უწევდათ როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფურად მუშაობა. აქტიურად ერთვებოდნენ სახალისო ქვიზების შესრულებაში. გაკვეთილის დასკვნით ნაწილში, შეასრულეს ჯგუფური სამუშაო და წარმოადგინეს მოკლე პრეზენტაციები ინგლისურ ენაზე წელიწადის სხვა და სხვა დროებზე. გაკვეთილის მიზნის მიღწევას ხელი შეუწყო მრავალფეროვანმა, გაკვეთილის მიზნის შესაბამისმა მოსწავლეთა მამოტავირებელმა რესურსებმა. წარმატებები მოსწავლეებს და ინგლისური ენის ახალგაზრდა პედაგოგს დიანა მუმლაძეს.

Categories
სკოლა ანაბასისი

სკოლა ანაბასისის უფროსმა მასწავლებლმა ნანა გიორგაძემ მეექვსე პირველ კლასში ჩაატარა ხელოვნების გაკვეთილი

სკოლა ანაბასისის უფროსმა მასწავლებლმა ნანა გიორგაძემ მეექვსე პირველ კლასში ჩაატარა ხელოვნების გაკვეთილი , რომელსაც დაუკვირდა და შეაფასა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი. მოსწავლეებმა შეძლეს სახვითი ხელოვნების ერთ- ერთი ჟანრის – პორტრეტის, წინარე ცოდნაზე დაყრდნობით გაეცნოთ და გაეანალიზებინათ ისტორიული და მხატვრული თვალსაზრისით ძალზე საინტერესო პორტრეტის ნიმუში – ფაიუმის პორტრეტი; მოსწავლეებს განუვითარდათ დაკვირვების , ხელოვნების ნიმუშზე ასახული განწყობილების ამოკითხვისა და სიტყვიერად მიღებული შთაბეჭდილების გადმოცემის უნარები.
რასაც ადასტურებდა მათი პასუხები მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებზე. მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობის დროს იყენებდა მრავალფეროვან კითხვებს, რომლებიც მოსწავლეებისაგან დაფიქრებას, საკითხის გააზრებასა და მსჯელობას მოითხოვდა. მასწავლებელი თანმიმდევრული იყო კითხვების დასმის დროს, იწყებდა მარტივით და თანდათან ართულებდა მათ. მაღალი სააზროვნო დონის შეკითხვების გამოყენებით ხელს უწყობდა მოსწავლეთა მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას.
გაკვეთილზე გამოყენებულ იქნა მიზნის შესაბამისი აქტივობები, რაც დაეხმარათ ბავშვებს ახალი ინფორმაცია დაეკავშირებინათ განვლილ მასალასთან. ვენის დიაგრამით, მოსწავლეებმა შეძლეს შეედარებინათ სხვადასხვა ეპოქაში შესრულებული პორტრეტები, რომაელი ქალის პორტრეტი ფაიუმის პორტრეტს, მხატვრულ -მახასიათებელი თვისებების გააზრებულ ცოდნაზე დაყრდნობით წარმატებით გაართვეს თავი დავალებას, სხვადასხვა ეპოქაში შექმნილ პორტრეტები დაელაგებინათ ქრონოლოგიურად უძველესიდან უახლესამდე.
გაკვეთილმა აჩვენა,რომ გააზრებულად დაგეგმვა და კოორდინირება ზრდის მოსწავლის ქმედუნარიანობას, ეხმარება მას სიძნელეთა გადალახვაში, შესაძლებლობას აძლევთ მასწავლებლის შერჩეული ხერხებითა და მიდგომებით გამოავლინონ ცოდნის სამივე კატეგორია: დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული. პირველი გულისხმობს ფაქტებისა და თეორიების ცოდნას, მეორე გულისხმობს ცოდნის რეალიზებას და მესამე კი პასუხობს კითხვას როდის ან რატომ უნდა გამოვიყენო შეძენილი ცოდნა და უზრუნველყოფს ცოდნის ადეკვატურად გამოყენებას სხვადასხვა კონტექსტში
წარმატებები მოსწავლეებს და მასწავლებელს ქალბატონ ნანა გიორგაძეს!

Categories
სკოლა ანაბასისი

სკოლა ანაბასისის უფროსი მასწავლებლის მარინა ავალიშვილის მიერ რუსულში, მე-7 კლასში ჩატარდა გაკვეთილი

სკოლა ანაბასისის უფროსი მასწავლებლის მარინა ავალიშვილის მიერ რუსულში, მე-7 კლასში ჩატარდა გაკვეთილი თემაზე ,,ჩვენი ქალაქი“. მოსწავლეებმა შეძლეს ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ლექსიკო-გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენება, სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტის ,, თბილისი- საქართველოს დედაქალაქი“ გამოყენებით , პრეზენტაციის მომზადება და წარმოდგენა რუსულ ენაზე ,,ჩვენი ქალაქი“, რომელიც მოიცავდა ზესტაფონის ისტორიას, ქალაქის აღწერას, ღირსშესანიშნავ ნაგებობებს, ზესტაფონელ ცნობილ ადამიანებს (მეცნიერებს, მწერლებს, მსახიობებს, მუსიკოსებს) , ისაუბრეს როგორ გადაიტანა ქალაქმა პანდემია, დააფიქსირეს თავიანთი ხედვა როგორ წარმოუდგენიათ ზესტაფონი მომავალში. მათ მიერ შექმნილ კედლის გაზეთებსა და ბუკლეტებში იგრძნობოდა გულმოდგინება და პასუხისმგებლობა. გაკვეთილზე დაკვირვებას აწარმოებდა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი. მასწავლებლის მიერ გაკვეთილისათვის შეჩეული იმპროვიზებული სწავლების ყველა სტრატეგია მიზნის შესაბამისი იყო. მოსწავლეები არგუმენტირებულად მსჯელობდნენ , აჯამებდნენ და დასკვნებს აკეთებდნენ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გრამატიკულ მასალაზე კერძოდ ბრუნვასა და ბრუნებაზე , მათ გამოყენებაზე წინადადებებისა და ფრაზების აგების პროცესში. საკითხების ინტეგრირება მოხდა ქართულ ენასთან .გაკვეთილზე შექმნილი იყო პოზიტიური თანანამშრომლობაზე აგებული, სწავლისათვის ოპტიმალური გარემო! გაკვეთილმა მიზანს მიაღწია! წარმატებები მოსწავლეებს და მასწავლებელს!

Categories
სკოლა ანაბასისი

ანაბასისელი მეექვსეკლასელები ზღაპარ -ქალაქს ესტუმრენ

ანაბასისელი მეექვსეკლასელები ზღაპარ -ქალაქს ესტუმრენ,სადაც კლავიშზე აფარფატებულ პეპლებსაც შეხვდდნენ, ყირამალა მოსიარულე კაცსაც , ქარების დამმორჩილებელს, მექუდესაც და ნაღვლიან კლოუნსაც, ქალაქის გდარჩენას რომ ცდილობდა მავნე სენისგან- ჩემოდნების სიყვარულისგან, მექუდეც შეიყვარეს, მხოლოდ პირველ ქუდს რომ კერავდა პატარებისათვის, ცისფიქრიან ადამიანებად რომ ქცეულიყვნენ.. დიდი მადლობა ქართულის პედაგოგ ქალბატონ მარეხ ფორჩხიძეს და მის აღსაზრდელებს არაჩვეულებრივი სანახაობის მოწყობისათვის! როგორ მოგვნატრებია სცენა და მსახიობობა!

Categories
სკოლა ანაბასისი

სკოლა ანაბასისში მეექვსე მეორე კლასში ქართულის წამყვანი მასწავლებლის ელისო ბერაძის მიერ ჩატარდა გაკვეთილი თემაზე,, ხელი გავუწოდოთ ბუნებას“

სკოლა ანაბასისი. პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა.სკოლა ანაბასისში მეექვსე მეორე კლასში ქართულის წამყვანი მასწავლებლის ელისო ბერაძის მიერ ჩატარდა გაკვეთილი თემაზე,, ხელი გავუწოდოთ ბუნებას“. რომელსაც დააკვირდა და შეაფასა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი. გაკვეთილი კლასში განხორციელებული კომპლექსური დავალების ერთ-ერთი ეტაპი იყო. მოსწავლეებმა შეძლეს შეექმნათ კედლის გაზეთები(გაერთიანებულნი იყვნენ 4 ჯგუფად),წარმოედგინათ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცია,პრეზენტაციისას წარმოადგინეს მთავარი იდეა და გამოიტანეს დასკვნა,შეძლეს ,გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება ბუნების მიმართ,წარმოეჩინათ გუნდური მუშაობის,შემოქმედებითი და წერითი უნარების ცოდნა. მოსწავლეთა აქტიურობა,შემოქმედებითობა(წარმოადგინეს საკუთარი შექმნილი ლექსები და მოთხრობები ბუნების დაცვის თემაზე),სითამამე პრეზენტაციების წარმოდგენის დროს, მსჯელობის თანმიმდევრულობა,საკუთარი მოსაზრებების საილუსტრაციოდ კონკრეტული მაგალითების მოხმობა,ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ელემენტების ეფექტურად გამოყენება,დროის ლიმიტის დაცვა,კორექტულობა სხვა ჯგუფების მონაწილეთა მიმართ.გაკვეთილზე აქცენტი გაკეთდა ,რომ ჩვენი პლანეტა და ჩვენი ჯანმრთელობა ეს მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული ცნებებია! დავიცვათ პლანეტა ! ნიშნავს დავიცვათ ჯანმრთელობა! ხელი გავუწოდოთ ბუნებას! ნიშნავს ვიზრუნოთ ჯანმრთელობის დასაცავად! მასწავლებელის მიერ გაკვეთილისთვის წინასწარ შერჩეული ან იმპროვიზირებული სწავლების ყველა სტრატეგია მიზნის შესაბამისი იყო . მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობის დროს იყენებდა მრავალფეროვან კითხვებს, რომლებიც მოსწავლეებისაგან დაფიქრებას, საკითხის გააზრებასა და მსჯელობას მოითხოვდა. მასწავლებელი თანმიმდევრული იყო კითხვების დასმის დროს, იწყებდა მარტივით და თანდათან ართულებდა მათ. მაღალი სააზროვნო დონის შეკითხვების გამოყენებით მასწავლებელი აგრეთვე ხელს უწყობდა მოსწავლეთა მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას. ხშირად კითხვის დასმის ინიციატორები მოსწავლეებიც იყვნენ. მასწავლებელი ეფექტურად იყენებდა მათ ინიციატივას და გაკვეთილი დინამიურად მიმდინარეობდა. მოსწავლეები არგუმენტირებულად მსჯელობდენ, – აჯამებდენ, გამოქონდათ დასკვნები. მასწავლებელი ფასილიტატორის როლში იყო და მთელ კლასს წარმატებით რთავდა სწავლა-სწავლების პროცესში. წარმატებები მასწავლებელს და მოსწავლეებს!

Categories
სკოლა ანაბასისი

პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა

სკოლა ანაბასისი. პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა.ამჟამინდელი პანდემიის, დაბინძურებული პლანეტისა და დაავადებების მზარდი სიხშირის პირობებში, ჩვენი პლანეტა და ჩვენი ჯანმრთელობა ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება. სკოლა ანაბასისის მე-4 ა და მე-4 ბ კლასის მოსწავლეები – პედაგოგები ნანა ფერაძისა და სალომე კაკაურიძის ხელმძღვანელობით გლობალური მასშტაბის პროექტის ,,გაკვეთილები საზღვრების გარეშე ” სემინარში ჩაერთნენ : ,გარემოს დაცვა.“ ჩვენმა მოსწავლეებმა თანატოლებს მომზადებული პრეზენტაციებითა და პოსტერებით გააცვნეს თავიანთი დამოკიდებულება გარემოს დაცვის საკითხებზე , ასევე მოისმინეს ვიეტნამელი, რუმინელი და ინდოელი მოსწავლეების მოსაზრებები. შეხვედრის შედეგად ბავშვებს განუვითარდათ ინგლისური ენის მოსმენითი და სასაუბრო უნარები, აუმაღლდათ ცნობიერება, გარემოს დაცვის საკითხებზე . სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის ეკოკლუბის წევრები . ანასტასია ჯუღელი მიესალმა სემინარის მონაწილეებს. ვიეტნამის სკოლის წარმომადგენლმა და ჩვენ მასწავლებლებთან ერთად შემდგომი თანამშრომლობის გზები დაგეგმა.წარმატებები მასწავლებლებს და მოსწავლეებს!შეხვედრის ორგანიზატორმა ვიეტნამის წარმომადგენელმა გულთბილი წერილი გამოგვიგზავნა.Bac Cuong Primary School in Lao Cai City, Lao Cai Province, Vietnam 🇻🇳 loves you so much ❤️❤️❤️Ms. Nana Peradze Teacher at Anabasisi School Ms. Salome KakauridzeTeacher at Anabasisi School Dr.Inga Kharchilavaat Kvaliti Village School Ms. Laura Stanciu at Scoala Superioara Comerciala Nicolae Kretzulescu Ms. Marina Turashvili Teacher at Vardzia Public School Ms. Le Thi Anh Minh English teacher at Tan Phu Primary School in Tan Son District – Phu Tho ProvinceMs. Duong Thi Hoc English teacher at Minh Luong Primary School in Van Ban District – Lao Cai ProvinceMs Doan Thi Thanh Thuy English Teacher at Bac Cuong Primary School in Lao Cai City, Lao Cai ProvinceMs Đặng Thuy Hoa English teacher at Ly Tu Trông Secondary School in Lao Cai city, Lao Cai Province, TOP 10 PRIMARY SCHOOLS IN LAO CAI CITY, LAO CAI PROVINCETOP 2 SECONDARY SCHOOLS IN LAO CAI CITY, LAO CAI PROVINCE❤ Integration❤❤ Happy ❤❤❤ Confident ❤❤❤❤ Share ❤❤❤❤️❤️ Expand🥰 Let’s do together… 👍 Become a Global CitizenLove all so much ❤️❤️❤️თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს! ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, საერთო საქმეები, რომელიც შეიძლება ერთად ვაკეთოთ! წარმატებები!

Categories
სკოლა ანაბასისი

სოფო გიორგაძის მიერ ჩატარებული გაკვეთილი დაუკვირდი და შეაფასე

სკოლა ანაბასისის ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი ინგლისური ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებლის სოფიო გიორგაძის მიერ მე-5 კლასში ჩატარებულ გაკვეთილს დაუკვირდა და შეაფასა. გაკვეთილის თემა იყო: ,,ჩემი სახლი” მოსწავლეებმა შეძლეს თავიანთი ლექსიკური მარაგით ინგლისურ ენაზე წარმოედგინათ პრეზენტაციები, ეპასუხათ დასმული შეკითხვებზე,აღეწერათ მასწავლებლის მიერ მიწოდებული სლაიდები, აჩვენეს რომ გამომუშავებული აქვთ შესაბამისი ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლიათ მისი გამოყენება, შეთავაზებულ წინადადებებში შეძლეს სწორი და არასწორი ინფორმაციების გარჩევა. აქტურად ჩაერთნენ ,,Memory Game–ში, რომლისთვისაც სპეციალური ელექტრონული პროგრამა გამოიყენა პედაგოგმა , მე-5 კლასელებმა უმოკლეს დროში შეძლეს დამალული ფოტოების გამოცნობა და გახსნა. გაკვეთილი მიმდინარეობდა დინამიურად და საინტერესოდ . შექმნილი იყო თანამშრომლობითი , პოზიტიური სასწავლო გარემო . წარმატებები მოსწავლეებს და მასწავლებელს!