Categories
სკოლა ანაბასისი

ჩრდილების თეატრი

ჩრდილების თეატრი

მესამე ბ კლასში წამყვანმა მასწავლებლმა შორენა მუმლაძემ ჩაატარა გაკვეთილი ბუნებაში სინათლე და სითბო. გაკვეთილი თავიდან ბოლომდე ხალისიანად და დინამიურად მიმდინარეობდა, მასწავლებელი იყენებდა მრავალფეროვან სტრატეგიებს. პროცესი ინტერაქტიური იყო, მასწავლებლის განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ყველა ეტაპზე საგაკვეთილო პროცესში თანაბრად იყო ჩართული. ფაქტობრივად ყველა მოსწავლე. პრაქტიკულმა ექსპერიმენტებმა თეორიული მასალის გაანალიზებას შეუწყო ხელი. სითბოსა და სინათლის გავრცელების მარტივი კანონზომიერების აღწერაში, სითბოს გადაცემის თავისებურებებში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა მოსწავლეთა ცოდნის დონე გააფართოვა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით შესძინა მათ. თერმოსმა და მასში მოთავსებულმა ცხელმა წყალმა, თბოიზოლატორების ცნება უფრო გასაგები გახადა, ცხელი წყლით გამთბარმა ალუმინის კოვზით დაასკვნეს რომ ალუმინი სითბო გამტარია, ხოლო გაზქურაზე მოთავსებულ ტაფაზე კვერცხის შეწვით პატარა მზარეულმა სითბოს გადაცემასთან ერთად ყურადღება უსაფრთხოების წესებზე გაამახვილა, თუ კი მისი თანატოლი მარტო აღმოჩნდება სამზარეულოში, პრაქტიკულად იქნა ასევე ნაჩვენები სინათლისა და სითოს ბუნებრივი და ხელოვნური წყაროები, სანთელი, სანათი, კოცონი. გამჭირვალე და გაუმჭირვალე საგნები, ჩრდილის წარმოქმნაზეც ლოგიკურად მოხდა გადასვლა და მას შემდეგ რაც მოსწავლეებმა თვალნათლივ დაინახეს ხელოვნურად ჩაბნელებულ მათ საკლასო ოთახში , როგორ იზრდებოდა, მცირდებოდა ჩრდილის ზომები, ერთ-ერთი საინტერესო აქტივობა ,,ჩრდილების თეატრი“ წარმოადგინეს. საგანგებოდ შექმნილი აფიშამ გვამცნო რომ ვიხილავდით ,, წითელქუადას“, მესამე კლასელების ახლებური ინტერპრეტაციით. პატარა მსახიობებმა თავიანთი თოჯინებით საინტერესო ჩრდილები შექმნეს კედელზე, გაახმოვანეს სპექტაკლი. წარმოადგინეს პერსონაჟების ნახატები. გაკვეთილზე მასწავლებელი წარმატებულად ამყარებდა შიდასაგნობრივ და საგანთაშორის კავშირებს,მოსწავლეებს განუვითარდათ შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნება, შეიძინეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელიც რეალურ ცხოვრებაში დაეხმარებათ. გაკვეთილს ესწრებოდა და შეაფასა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფმა.

წარმატებები მასწავლებელს და მოსწავლეებს!

Categories
სკოლა ანაბასისი

26 მაისი – საქართველოს ეროვნული დღესასწაულია

26 მაისი – საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ყოველ წელს , ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა.ზუსტად ამ დღეს,1918 წლის 26 მაისს, გოლოვინის გამზირზე, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, თავისი უკანასკნელი სხდომა ჩაატარა ამიეკავკასიის სეიმმა. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა. იმავე დარბაზში შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა,რომელიც გაიხსნა 4 საათსა და 50 წუთზე ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 5 საათსა და 10 წუთზე ერთხმად დაამტკიცა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“.ამ დოკუმენტის მიხედვით შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

საუკუნეზე მეტი გავიდა

ამ მოვლენიდან და სკოლა ანაბასისის მერვე კლასელებმა საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს ამ ღირსშესანიშნავი დღის გასახსენებლად პედაგოგებთან – ნინო როინიშვილთან და თეა სამხარაძესთან ერთად.მოსწავლეებმა მოისმინეს და გაეცვნენ ერთმანეთისა და მასწავლებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას,ვიდეო და ფოტო-მასალას.ინტერაქტიულობით გამოირჩეოდა დამსწრე საზოგადოებაც,რომელთა შორისაც იყვნენ სკოლის მეშვიდეკლასელები,სხვადასხვა საგნის პედაგოგები და დირექტორი,ქალბატონი :ქეთევან ედიბერიძე

Categories
სკოლა ანაბასისი

საინტერესო და სახალისო ფრენა!

საინტერესო და სახალისო ფრენა!

მე-7 კლასში ფიზიკის უფროსმა მასწავლებლმა ნატო კაპანაძემ ჩაატარა გაკვეთილი თემაზე ,,თვითფრინავის მოდელი“ რომელიც კომპლექსური დავალების ერთ-ერთი ეტაპი იყო. მოსწავლეებმა შეძლეს პასუხი გაეცათ საკვანძო კითხვაზე: როგორი ფორმის უნდა იყოს ქაღალდის თვითფრინავი, რომ რაც შეიძლება ნაკლები წინააღმდეგობა შეხვდეს მოძრაობისას? გაკვეთილის ნაწილი დაეთმო თეორიული საკითხების გააზრებას და არგუმენტირებულ მსჯელობას. რა შემთხვევაში იფრენს თვითფრინავი თანაბარი სიჩქარით ? შეიძლება თუ არა გამოვიყენოთ პარაშუტი თვითფრინავის დასამუხრუჭებლად , რა გავლენას ახდენს დედამიწის მიზიდულობა თვითფრინავის მოძრაობაზე?თვითფრინავის მოძრაობისას რა როლს ასრულებს ჰაერის წინააღმდეგობის ძალა? საჭიროა თუ არა მთვარეზე დაშვებისათვის პარაშუტი.მოსწავლეებმა წარმოადგინეს თვითფრინავების მოდელები და გამოთქვეს ვარაუდები რომელი მოდელის ,,თვითფრინავი“ უფრო მეტ მანძილს გაიფრენს და რატომ. ვარაუდები ექსპერიმენტულად შეამოწმეს და დასკვნებიც გააკეთეს ,,თვითფრინავების“ მიერ განხორციელებული ფრენის სიშორეზე გავლენას ახდენს , ,,თვითფრინავების“ ფორმა, გარემო პირობები, წონა. ეს იყო ქაღალდის თვითფრინავების ყველაზე საინტერესო, სასარგებლო , მხიარული, მშვიდობიანი ფრენა სკოლის ეზოში , რომელმაც ბევრ კითხვაზე გასცა პასუხი და კიდევ ერთხელ დაარწმუნა მოსწავლეები რომ ფიზიკის გაკვთილებზე შეძენილი ცოდნა ეხმარებათ ყოფა-ცხოვრებაში მიმდინარე პროცესების ასახსნელად. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული სასწავლო პროცესში. გაკვეთილს დაუკვირდა და შეაფასა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი.

წარმატებები ქალბატონ ნატოს და მის მოსწავლეებს!

Categories
სკოლა ანაბასისი

ვიოლეტა შეყილაძე ზესტაფონის საუკეთესო მწვრთნელი მასწავლებელია!

ვიოლეტა შეყილაძე ზესტაფონის საუკეთესო მწვრთნელი მასწავლებელია!

12 მაისს ქ.ზესტაფონში გაიმართა გურამ თურქაძისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ტურნირი,რომელშიაც ყველა ასაკის მოსწავლეები ერთ ჯგუფში მონაწილეობდნენ.ტურნირი ჩატარდა ოლიმპიური სისტემით,ანუ მოთამაშე პირველივე წაგებაზე ტურნირს ეთიშება.ტურნირში მონაწილეობა მიიღო სამოცდაოთხმა მოსწავლემ.სკოლა ანაბასისიდან მონაწილეობდა თერთმეტი მოსწავლე:

მეორეკლასი- ლუკა კობახიძე.

.მესამე კლასი- ლაშა- გიორგი კობახიძე,საბა გვრიტაძე,ლევან ლეჟავა,სანდრო ბარაბაძე.

მეოთხე კლასი- თორნიკე შეყრილაძე,ცოტნე ჩუბინიძე, ლუკა ბარამაძე,

მეექვსე კლასი- იოსებ გოგნაძე.

.მეშვიდე კლასი- დავით მესხი.

.მერვე კლასი სანდრო ვარდოსანიძე.

ანაბასისელებმა ღირსეულად იასპარეზეს გადავიდნენ მეოთხედ ფინალში.მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა იოსებ გოგნაძე.

ზესტაფონის საუკეთესო მწვრთნელ მასწავლებლად დასახელდა სკოლა ანაბასისის მასწავლებელი ვიოლეტა შეყილაძე.

ვულოცავთ ქალბატონ ვიოლეტას დამსახურებულ აღიარებას დღეს იგი იუბილარია ! მრავალი ბედნიერი ,ლამაზი, წარმატებული დღე გეზეიმოთ! მრავალი გამარჯვება თქვენს მოსწავლეებს!

Categories
სკოლა ანაბასისი

მოგზაურობა ვიეტნამსა და საქართველოში!

მოგზაურობა ვიეტნამსა და საქართველოში!

ვიეტნამის ქალაქ ლაო კაის ბაკ კუონგის სკოლის და საქართველოს ქალაქ ზესტაფონის ანაბასისის სკოლის ინგლისურის პედაგოგებმა Hanh Tran და – ნანა ფერაძემ ერთად დაგეგმეს გაკვეთილი თემით “მოგზაურობა.”ონლაინ გაკვეთილის დროს ორი სკოლიდან პატარა ტურ-გიდებმა ,,ტურისტები’’ ერთად წაიყვანეს ვიეტნამიდან საქართველოში და პირიქით. გეოგრაფიული მანძილი ძალიან შორია, მაგრამ ორივე ქვეყნის მომხიბლავმა ადგილებმა ისე მოხიბლა ,,ტურისტები’’

ეკრანს თვალსა არ აშორებდნენ. ასეთი ერთობლივი გაკვეთილები მოსწავლეებს ეხმარებათ შეისწავლონ, შეიყვარონ საკუთარი ქვეყანა და პატივი სცენ სხვა ქვეყნების კულტურასაც , მეტი გაიგონ ლანდშაფტის შესახებ მსოფლიოს მასშტაბით,

, ერთად დაიცვან გარემო და შეინარჩუნონ ის ლამაზი პეიზაჟი, რომელსაც ბუნება სთავაზობთ, ისწავლონ კარგად ინგლისური ენა, გაცვალონ ინფორმაციები, განახორციელონ ერთობლიციპროექტები. წარმატებები და აქტიური თანამშრომლობა ორივე სკოლას!

Categories
სკოლა ანაბასისი

ბოლო ზარი ანაბასისში!

ბოლო ზარი ანაბასისში!

დღეს სასკოლო ცხოვრების ბოლო ზარი დაირეკა ანაბასისელი მეთორმეტეკლასელებისთვის!

ემოციებით დატვირთული დღე, ერთდროულად მოგონებებითაცაა დატვირთული და სიახლეების მოლოდინითაც!

რამდენი ოცნების ბილიკი გასულა ანაბასისის ეზოდან, რამდენი წარმატება, ფიქრი თუ რჩევა გაჰყოლია დაფრთიანებულთა მეხსიერებას.

ახლა ამ ახალგაზრდებმა უნდა გადაშალონ ცხოვრების წიგნის ახალი ფურცელი და შეავსონ თავიანთი საინტერესო და წარმატებული ისტორიებით.

სავალ გზებს დაგილოცავთ,ახალგაზრდებო!

Categories
სკოლა ანაბასისი

მფეთქავი ნარევი და ცეცხლსაქრობი!

მფეთქავი ნარევი და ცეცხლსაქრობი!

სკოლა ანაბასისში მკვლევართა და ეკოლოგთა შეხვედრა შედგა. შეხვედრის მიზანი იყო ნორჩ ექსპერიმენტატორებს დაემზადებინათ ,,ფეთქებადი ნარევი” და ,,ცეცხლსაქრობი”

მუშაობა საინტერესოდ და შემოქმედებითად წარიმართა. წითელი კომბოსტოს წვენის, სოდის , ლიმონმჟავის, ძმრის,შამპუნის გამოყენებით მოსწავლეებმა შეძლეს მარტივი,საინტერესო , უსაფრთხო ექსპერიმენტების განხორციელება. ექსპერიმენტების განხორციელების შემდეგ მოეწყო აზრთა გაზიარება , მიღებული შედეგების განხილვა.

Categories
სკოლა ანაბასისი

სკოლა ანაბასისში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის გაერთიანებული სხდომა გაიმართა

სკოლა ანაბასისში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც მონიტორინგის მიზნით სამოქმედო გეგმის მიხედვით განხორციელებული საქმიანობები განიხილეს .

სკოლის დირექტორმა დადებითად შეაფასა თვითმმართველობის საქმიანობა და მადლობა გადაუხადა თვითმმართველობის წევრებს აქტიურობისათვის. სხდომაზე განხილულ იქნა კლუბების მიერ სასწავლო წლის დასრულებამდე დაგეგმილი აქტივობები და საჭიროებები.

Categories
სკოლა ანაბასისი

მოგზაურობა ვეფხისტყაოსნის სამყაროში

მოგზაურობა ვეფხისტყაოსნის სამყაროში

ანაბასისის მე-4 ბ კლასის მოსწავლეებმა , პედაგოგი თეა გურაბანიძე, ვეფხისტყაოსნის სამყაროში გვამოგზაურეს. მათ ნათლად , გამართული ქართული მეტყველებით მოგვითხრეს ვეფხისტყაოსნის მთელი ამბავი, რომელიც რვა საუკუნის წინ გენიალურმა ქართველმა პოეტმა , რუსთაველმა ლექსად დაწერა და თაობიდან თაობას შემოგვინახა. საინტერესოდ გვიამბეს სამი მამაცი რაინდის ტარიელის , ავთანდილის და ფრიდონის ამბავი, ასევე ვის ეძებდა ვეფხის ტყავით შემოსული ტარიელი მრავალი წლის განმავლობაში. გვესაუბრნენ ქაჯებისა და მათი აუღებელი ციხესიმაგრეების შესახებ, მოგვითხრეს სამი ერთგული მეგობრის კავშირზე, რომელიც ისეთი ძლიერია რომ ყველა წინააღმდეგობას ამარცხებს . დიდი პასუხისმგებლობა, მონდომება იგრძნობოდა თითოეული მოსწავლის პრეზენტაციის წარდგენისას, მათ პროექტის ფარგლებში შექმნეს საგამოფენო სტენდი, რომელზეც ვეფხისტყაოსნის თემატიკაზე შესრულებული ნახატები განათავსეს, , ასევე გააკეთეს ვეფხისტყაოსნიდან მთთვის სასურველი ეპიზოდების ხელნაწერები, რომელსაც როგორც დაგვპირდნენ ზეპირად ისწავლიან, მშობელთა თანადგომით მოაწყვეს სვადასხვა წელს გამოცემული ვეფხისტყაოსნის გამოფენა . წარმატებული პროექტი გვაფიქრებინებს , რომ ვეფხისტყაოსანი ჩვენი მოსწავლეებისათვის საიმედო მეგზური გახდება მომავალში სიბრძნის შეცნობის გზაზე.

წარმატებები თეა გურაბანიძეს და მის მოსწავლეებს!

Categories
სკოლა ანაბასისი

გაუფრთხილდეთ ბუნების შვილებს!

გაუფრთხილდეთ ბუნების შვილებს!

ალბათ არ არსებობს ადამიანი , რომელსაც ვაჟა- ფშაველას ,,შვლის ნუკრის ნაამბობის’’გაცნობის შემდეგ გული სიბრალულით არ ავსია პატარა ნუკრის უბედურებაზე და მონადირეზე არ გაბრაზებულა. ანაბასისელმა მე-5 კლასელებმა თავიანთი ემოციები ლამაზად მოიტანეს ქართულის გაკვეთილზე , რომელიც უფროსმა მასწავლებელმა ნატო სამხარაძემ ჩაატარა. გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს შეექმნათ წარმოსახვითი წერილი მონადირისათვის. სწორედ ამ წერილებში იგრძნობოდა ბუნების სიყვარული, მისი დაცვის აუცილებლობა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების დიდი სურვილი , ასევე წერილის ფორმატის ცოდნა, რაც დაეხმარათ მოსწავლეებს თავიანთი სათქმელი ნათლად , გულწრფელად, მკაფიოდ წარმოეჩინათ და საკუთარი არგუმენტირებული პოზიცია ,,მოუაროთ ბუნებას“ დაეფიქსირებინათ.მათ მიერ შექმნილი პოსტერებიც: ,, ბუნების შვილები’’, ,,გაუფრთხილდეთ ბუნების შვილებს’’, ,, არ დაცხოცოთ ცხოველები“ გარემომცველი გარემოზე ზრუნვის გამონათქვამებით გამოირჩეოდა. გაკვეთილი მიმდინარეობდა საინტერესოდ. გაკვეთილს დაუკვირდა და შეაფასა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი.

წარმატებები მასწავლებელს და მოსწავლეებს.