როგორ შეიძლება განვსაზღვროთ საკვების კალორიულობა საკუთარი ხელით
მკვლევართა კლუბმა ,,ანაბასისისმა“ განახორციელა პროექტი: როგორ შეიძლება განვსაზღვროთ საკვების კალორიულობა საკუთარი ხელით.
საკვები პროდუქტების ეტიკეტზე მითითებულია ,,ენერგეტიკული ღირებულება“, რომელიც კალორიებით არის გამოსახული. კალორიების მიხედვით ურჩევენ დიეტოლოგები პაციენტებს ჯანსაღი კვებისათვის რომელი საკვები და რა რაოდენობით მიირთვან.
ორგანიზმისათვის აუცილებელი ენერგია, რომელსაც საკვებიდან ვიღებთ წარმოიქმნება საკვებში არსებული ორგანული ნივთიერებების დაშლისა და დაჟანგვის შედეგად.ეს ენერგია რაოდენობრივად იმ სითბოს ტოლია , რომელიც ამ ნივთიერების დაწვის შედეგად გამოიყოფა.
მკვლევართა კლუბის წევრების მიზანი იყო საკვები პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულების განვსაზღვრა საკუთარი ხელით დამზადებული მარტივი ხელსაწყოს კალორიმეტრის დახმარებით.
კვლევაში გამოვიყენეთ საკუთარი ხელით დამზადებული კალორიმეტრები. იგი დამზადდა საკვები პროდუქტების შესანახი ლითონის კონტეინერებისაგან. კონტეინერის ფსკერზე მოთავსებულია კორპის საცობი, რომელშიც ჩარჭობილია ნემსი. ამ ნემსზე დავამაგრეთ საკვლევი ნიმუში და მოუკიდეთ ცეცხლი, წვისას გამოყოფილმა ენერგიამ გაათბო შიდა კონტეინერი, რომელშიც წყალი ესხა.მასში მოთავსებული გვქონდა თერმომეტრი და ვინიშნავდით ჩვენებებს . დაწვის შემდეგ დარჩენილი ნიმუშის მასა ავწონეთ და მონაცემები შევიტანეთ ცხრილში თითოეულ ექსპერიმენტს ვიმეორებდით სამჯერ.
საკვები პროდუქტების კვებითი ღირებულება შეიძლება განვსაზღვროთ საკუთარი ხელით დამზადებული მარტივი ხელსაწყოს, კალორიმეტრის დახმარებით.
გამოვიკვლიეთ თხილის, ნიგოზის და არაქისის ენერგეტიკული ღირებულება. დავადგინეთ , რომ აღნიშნული პროდუქტები მაღალი კალორიულობით გამოირჩევიან. პროექტი განახორციელეს მე-9 კლასის მოსწავლეებმა: ბექა ფერაძემ, საბა ბახტაძემ და ანზორ მაღლაკეკიძე. კლუბის კურატორი ქეთევან ედიბერიძე.