Categories
სკოლა ანაბასისი

რა შეუძლია ლექსებს?!

რა შეუძლიათ ლექსებს?!
მოსწავლეებს უყვართ ძიება. მასწავლებელმა კი ხელი უნდა შეუწყოს ძიების პროცესს, რათა სწავლის პროცესი საინტერესო, სახალისო და შემოქმედებითი ხასიათის იყოს.
ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი პედაგოგი მარეხი ფორჩხიძე ყოველთვის ცდილობს მოსწავლეებს შესთავაზოს ტრადიციული გაკვეთილებისაგან განსხვავებული ფორმატი , რაც ეხმარება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.
მე-7 კლასში საკითხის ,,რა შეუძლიათ ლექსებს“ განხილვისას მოსწავლეებთან შეთანხმებით გადაწყვიტა მიემართა კითხვების დასმის ხელოვნებისათვის . ინტერესთა დაფაზე მოსწავლეებმა განათავსეს კითხვები, რომლებიც დაიბადა ლექსების გაცნობისას. ბესიკ ხარანაულის ,,ლექსებიდან „ – ,,სუსტი ფრთების იმედით მივაღწევთ , განა გაღმა ნაპირს?’’
,,აბა, ხანჯლებად ვინ ჩაბღუჯა ისინიხელში, ანდა ფარად ვინ მოიხმარა? ‘’
ტიციანმა რატომ დაარქვა თავის ლექსს რია-რია?“ ანა კალანდაძის ,, რა ვარ მტკვარი ვარ”მიხედვით რისი მეტაფორაა ქარი? ,, როგორ იქცევა ლექსი გულისტკივილადაც და მალამოდაც ? (,,ვაჟა-ფშაველას ნაამბობი“), ,, როგორ მოდის პოეტთან შთაგონება?“
ლუი ამსტრონგის მუსიკის ჰანგებმა მეტი ემოცია შესძინა ბესიკ ხარანაულის ლექსის სტრიქონებს , რაც მთავარია მოსწავლეებმა პასუხი გასცეს კედელზე დასმულ კითხვებს.
რამდენიმე მოსწავლემ თავის განწყობა ნახატებში გადმოცა და აღიარეს მოსმენილი ლექსის სტრიქონები მათი შთაგონების წყარო აღმოჩნდა . მართლაც ,, რა შეუძლიათ ლექსებს?!“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *