მსჯავრდებულია იმუნური სისტემა! სასკოლო პრიექტ ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა” ფარგლებში ბიოლოგიის გაკვეთილი ჩატარდა თემაზე იმუნური სისტემა.იმუნური სისტემას უდიდესი როლი აქვს ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ვინაიდან მისი გამართული მუშაობა განაპირობებს ცოცხალი ორგანიზმის მდგრადობას. იმუნური სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო პროექტ გაკვეთილის მიზანი, რომელიც ჩატარდა მე-8 ა კლასში ბიოლოგიის უფროსი მასწავლებლის თამარ მალაღურაძის მიერ. გაკვეთილის ერთ-ერთი საინტერესო აქტივობა იყო ,,იმუნიტეტის გასამართლება „ მოსწავლეების უშუალო მონაწილეობით მოეწყო ფიზიკური გარემო. საკლასო ოთახი სასამართლო დარბაზად გადაიქცა , სადაც ადგილები განკუთვნილი იყო მოსამართლის, მსჯავდებულის, პროკურორებისა და დაცვის მხარეებისათვის. მსჯავრდებულის სკამზე აღმოჩნდა იმუნიტეტი . რომელიც მოსამართლის განაჩენს მოთმინებით ელოდებოდა. პროკურორებმა სასამართლოს წარუდგინეს იმუნური სისტემის ხარვეზები, ისაუბრეს ალერგიულ და აუტოიმუნურ დაავადებებზე, როგორც იმუნური სისტემის შეცდომაზე. პროკურორების ბრალდების გაქარწყლებას დაცვის მხარეები დამჯარებელი არგუმენტებით ცდილობდნენ, ისაუბრეს იმუნიტეტის ფორმებზე, ბუნებრივ და ხელოვნურ იმუნიტეტზე, აცრისა და სამკურნალო შრატის მნიშვნელობაზე. მათ მოიყვანეს თვალსაჩინო მაგალითი(ვირუსული დაავადება აივ-ინფექცია, რომლის ბოლო სტადია შიდსია და ამ დროს იმუნური სისტემა იმდენადაა დასუსტებული, რომ უმნიშვნელო გაციებაც კი ადამიანისათვის შეიძლება მომაკვდინებელი აღმოჩნდეს), რომელიც იმუნური სისტემის ფუნქციას კარგად გამოხატავს, მის გარეშე არსებობა შეუძლებელია, კარგი იმუნური სისტემა ნიშნავს ორგანიზმის ჯანმრთელობას. იმუნური სისტემის სრულყოფილი ფუნქციონირება კი ჯანსაღი ცხოვრების წესითაა შესაძლებელი. სასამართლო პროცესზე სიტყვით ალერგია და ავტოიმუნური დაავადებებიც გამოვიდნენ, რომლებიც პროკურორების ბრალდების გამყარებას შეეცადნენ. მოსამართლემ იმსჯელა, საქმის მასალებიდან გამომდინარე და დაცვის მხარის მტკიცებულებების გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება : თავისუფლება იმუნიტეტს, მიეცეს რეკომენდაცია ხარვეზების გამოსასწორებლად. სასამართლოს განაჩენმა დარბაზი კმაყოფილი დატოვა. მოსწავლეებმა იმუნიტეტის როლი და მნიშვნელობა სხვადასხვა კუთხით დაინახეს, შეიძინეს პირობისეული ცოდნა რაც გულისხმობს დეკლარატიული და პროცედურული ცოდნის გამოყენების პირობების გააზრებას. საგანთა, მოვლენათა, სიტუაციათა არსებითი ასპექტების გააზრების, კატეგორიზაციის უნარს, რომელიც ცოდნის სხვადასხვა კონტექსტში გადატანის (ტრანსფერის) შესაძლებლობას იძლევა. იგი დინამიკური ხასიათისაა და უპასუხებს შეკითხვებს: როდის, რა შემთხვევაში? რატომ. გაკვეთილს დაუკვირდა და შეაფასა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი. წარმატება ბიოლოგიის ახალგაზრდა პედაგოგს თამარ მალაღურაძეს მოსწავლეებთან ერთად!
Categories