,,წყალი სიცოცხლეა! – გავუფრთხილდეთ მას!”… 6 დეკემბერს ეკოკლუბ “ანაბასისის” მიერ ორგანიზებულ იქნა კონფერენცია სლოგანით ,,წყალი სიცოცხლეა!”- გავუფრთხილდეთ მას!” კონფერენციაზე საინტერესო პროექტები წარმოადგინეს კლუბის წევრმა ელენე მელაძემ, რომელმაც თანატოლებს მიაწოდა ინფორმაცია წყლის მნიშვნელობაზე ადამიანისათვის და ზოგადად ბიოსისტემისათვის, მაგრამ საგანგაშო მდგომარეობაა. წყლის რესურსების გლობალური კრიზისი საკმაოდ ძლიერდება, როგორ შეიძლება ვიცხოვროთ უწყლოდ? როდესაც ტერიტორიაზე შრება წყალი, ადამიანთა უმეტესობას წასვლა მოუწევს. მან მოიტანა ფაქტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სად არის წყლის რესურსები ყველაზე მეტად დაბინძურებული. საქართველოში არსებული სიტუაციაც მიმოიხილა, რომელიც ნამდვილად არ არის დამამშვიდებელი. კლუბის წევრი ქეთი ცერცვაძე თავის პრეზენტაციაში იმ საკანონმდებლო ცვლილებებს შეეხო, რომელიც საქართველოში იქნა მიღებული წყლის დაცვასთან დაკავშირებით. მათი შესრულება შეიძლება იყოს საქართველოს წყლის რესურსების მართვის სექტორისთვის დამახასიათებელი სერიოზული პრობლემების მოგვარების შესაძლო გზა, რომელთაგან უმთავრესი წყლის დაბინძურება და წყლის რესურსების არაეფექტური გამოყენებაა. ამასთანავე კიდევ არ არის გაცნობიერებული წყლის რესურსების მართვის გამართული სისტემის არსებობის მნიშვნელობა. თუმცა წყლის ხარისხი და წყლის ხელმისაწვდომობა ახლო მომავალში ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდება. კლუბის წევრმა ანასტასია ჯაფარიძემ ისაუბრა იმ სავალალო შედეგებზე, რომელიც წყლის დაბინძურებამ გამოიწვიოს. ასევე აღნიშნა, რომ ჩვენთვის მოწოდებული წყლის ხარისხზე კონტროლი ისევე გასაიდუმლოებულია, როგორც ბევრი სხვა რამ. ადრე ეს ინფორმაცია ქვეყნდებოდა და გვქონდა საშუალება, გაგვეგო, თუ როგორი ხარისხის წყალს ვიღებდით. დღეს ეს თემაც დახურულია. ვინ ამოწმებს სასმელი წყლის ხარისხს, როგორ და რანაირად, ინფორმაცია არ არის. 18 სექტემბერი წყლის მონიტორინგის დღეა. მისი დაწესება კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მნიშვნელოვანია წყლის ხარისხზე კონტროლი. კონფერენცია ინტერაქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. დაიგეგმა: ჩატარდეს სკოლის მოსწავლეების გამოკითხვა წყლის რესურსის მიზნობრივ და ეკონომიურ გამოყენებაზე, მოეწყო ექსკურსია,(რეგულაციების წესების დაცვით) ქალაქის წყალსადენ სადგურში, რათა ადგილზე გაეცნონ მოსწავლეები, როგორ ხდება წყლის გასუფთავება და სასმელად მიწოდება მოსახლეობისთვის. კონფერენცია შეაჯამეს კლუბის ლიდერმა პედაგოგებმა.
Categories