Categories
სკოლა ანაბასისი

მასწავლებლის პროფესიული განვითარება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 14 მარტის N 291575 ბრძანების „განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ან/ და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“- შესაბამისად შექმნილმა კომისიამ შეისწავლა სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისის ქიმიის მასწავლებლის ქეთევან ედიბერიძისთვის , სამოქალაქო განათლების მასწავლებლისთვის თეა სამხარაძისთვის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის კობა სვიანაძისთვის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების საკითხი.

კანდიდატების საქმიანობა შეფასდა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ა) ეროვნულ დონეზე არსებული მასწავლებლის კომპლექსური შეფასება;

ბ) საერთაშორისო დონეზე არსებული მასწავლებლის კომპლექსური შეფასება.

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად , სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისის ქიმიის მასწავლებელს ქეთევან ედიბერიძეს და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს თეა სამხარაძეს მიენიჭათ სქემით განსაზღვრული მენტორი მასწავლებლის სტატუსი,

ხოლო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელს კობა სვიანაძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

ვულოცავთ ჩვენს პედაგოგებს დამსახურებულ აღიარებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს ჩვენი მომავალი თაობის სასიკეთოდ და საკეთილდღეოდ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *