Categories
სკოლა ანაბასისი

მაკულატურიდან მწვანე ნერგებამდე

მაკულატურიდან მწვანე ნერგებამდე !

სკოლა ანაბასისის ეკოლოგთა , მკვლევართა, სამოქალაქო კლუბის ინიციტივით სკოლაში მაკულატურის შეგროვების აქცია წარმატებით დასრულდა. აქციაში აქტიურად ჩაერთო ყველა კლასი. შეგროვებული იქნა 321 კგ მაკულატურა , რომელიც ერთ-ერთ კომპანიას ჩაბარდა და ნარგავების შეძენის ყულაბა 96 ლარით შეივსო. აღნიშნული თანხით შეძენილი იქნება მარადმწვანე ხის ნერგები სკოლის ეზოში დაირგვება, ისინი გალამაზებენ და გააჯანსაღებენ გარემოს.

ნარჩენების დახარისხებას და გადამუშავებას დღეს მსოფლიოში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მაკულატურა ნარჩენების ერთ-ერთი სახეა. მისი გადამუშავება, ტყის გაჩეხვასაც შეამცირებს, რადგან 1 ტონა მაკულატურის გადამუშავება 17 ხის გადარჩენას ნიშნავს.

ქაღალდის ნაწარმი შეგიძლია, გადაყრის ნაცვლად შეინახო, ამით მარტივად შეგვიძლია, რომ მეორეული ქაღალდის წარმოებას შევუწყოთ ხელი. ასევე ნაკლებად დავაბინძურებთ ისედაც უკვე ძალიან დაბინძურებულ გარემო და გადავარჩენთ ის ხეები, რომლებიც რეალურად ამ ქაღალდისთვის იჭრება. ქაღალდის წარმოების პროცესი მოითხოვს უამრავ დროსა და ენერგიას. მაკულატურის გადაამუშავებით – ნაკლები ენერგია იხარჯება.

როგორც წესი, ზოგადად, როდესაც ქაღალდს ვყრით ქუჩაში, ის ნაგავსაყრელად იქცევა, რაც ცუდად იმოქმედებს ეკოლოგიაზე. ამის შედეგად კი, ეს ნაგავსაყრელები აბინძურებენ ჰაერს სხვადასხვა ტოქსიკური აირის გამოყოფით. ქაღალდის გადამუშავება გვეხმარება, დედამიწა ნაკლებად ჭუჭყიანი და დაბინძურებული ადგილსამყოფელი გავხადოთ. ქაღალდის გადამუშავებას ნაკლები ენერგია სჭირდება, ამის შედეგად, ეს უზრუნველყოფს ატმოსფეროში ნაკლები რაოდენობის მეთანისა და ნახშიროჟანგის არსებობას. ასე, რომ ქაღალდის გადამუშავება და მაკულატურის ჩაბარება უკეთ სუნთქვის საშუალებას გვაძლევს. ქაღალდის დასამზადებლად, ხეების მოჭრა გარდაუვალია.ყოველწლიურად, ქაღალდის დასამზადებლად, ასობით ათასი ახალი ხე იჭრება.ქაღალდის გადამუშავებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს ხეების ჭრა და განადგურება. ეს კი საშუალებას იძლევა ეკოსისტემა გაჯანსაღდეს.

დიდი მადლობა ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს მაკულატურის შეგროვების აქციაში აქტიური ჩართულობისათვის.

ერთად ბევრი კარგი საქმის კეთებას შევძლებთ!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *