Categories
სკოლა ანაბასისი

ლეგენდები ტაურაგეზე

ლეგენდები ტაურაგეზე

საერთაშორისო პროექტის ,, ლეგენდები ტაურაგეზე“მოთხოვნებს სკოლა ანაბასისის მასწავლებლები და მოსწავლეები გულმოდგინედ და პასუხისმგებლობით გაეცნენ. ერთად წაიკითხეს ლეგენდები ტაურაგეზე , გაიაზრეს მიღებული ინფორმაცია, რომელიც გახდა მოსწავლეთა შთაგონების წყარო . სწორედ მათზე დაყრდნობით და ფანტაზიით შექმნეს მრავალფეროვანი ნახატები. ზესტაფონის მერიის ორგანიზებით კი პროექტში მონაწილე სკოლებიდან წარმოდგენილი ნახატები ზესტაფონის სამხატვრო გალერიის საგამოფენო დარბაზში განთავსდა და დამთვალიერებლების გულწრფელი მოწონება დაიმსახურა.სკოლა ანაბასისიდან წარმოდგენილი იყო მასწავლებლების მარიამ ჭულუხაძის , თამარ ვეფხვაძის, ეკა ჯიმშიაშვილის , ლანა ჩუბინიძის მოსწავლეთა ნამუშევრები.

შერჩეულ ნამუშევრებს შორის ორი ანაბასისელი მოსწავლის ნამუშევარი მოხვდა: სალომე შერგელაშვილის , (პედაგოგი მარიამ ჭულუხაძე) და ლუკა ხუსკივაძის (პედაგოგი ეკა ჯიმშიაშვილი.) ყველა მონაწილის ნანუშევრის ელექტრონული ვერსია გადაგზავნილია ტაურაგეში და ისინი საერთაშორისო კონკურსის მონაწილეები არიან. ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას. ჩვენი მოსწავლეთა ნამუშევრები პირველ ივნისს ტაურაგეში გამოიფინება და შეფასდება. პროექტის ხელმძღვანელი ზესტაფონის საპატიო მოქალაქე , ტაურაგეს ხელოვნების სკოლის დირექტორი იოლანტა კაზლაუსკიანეა, ზესტაფონში კი კოორდინირება ორგანიზაცია ,,ლიტველი მეგობრების“ დამფუძნებელმა ტაურაგეს საპატიო მოქალაქე ზეინაბ გველესიანმა გაუწია. დიდი მადლობა პროექტის ორგანიზატორებს საინტერესო პროექტის შემოთავაზებისათვის, დიდი მადლობა მონაწილეებს აქტიური ჩართულობისათვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *