Categories
სკოლა ანაბასისი

ანაბასისის ეზოს ახალი ბინადარნი!

სკოლა ანაბასისის ეზოს ახალი ბინადარნი ჰყავს . მოსწავლეთა მოერ შეგროვებულმა მაკულატურამ უკვე მეორე სიცოცხლე დაიწყო. მაკულატურიდან მიღებული თანხით ,სკოლის ეკოკლუბელებმა მცენარეები საგულდაგულოდ შეარჩიეს , შეიძინეს და სკოლის ეზოში მიუჩინეს ბინა. გაეცნენ მათი მოვლის წესებს და ცდილობენ სათანადო პირობები შეუქმნან მათ. ეს ლამაზი მცენარეებია :კამელია რომელიც მარადმწვანე ხე-ბუჩქია. მისი 80-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია აზიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ნორჩი ყლორტებისაგან ამზადებენ ჩაის. აღნიშნული მცენარე დიდ ყურადღებასა და მოწონებას იმსახურებს თავისი სილამაზით. მისთვის დამახასიათებელია მოვლის შემდეგი პირობები და ღონისძიებები: პირველ რიგში კამელია მოთხოვნას უყენებს ნიადაგს მისთვის ოდნავ მჟავა ტიპის ნიადაგი.

აზალია -ულამაზესი დეკორატიული მცენარეა . შემოტანილი იქნა ინგლისიდან. უყვარს ტენიანი ნიადაგი და სითბო. ეს მცენარე ითვლება ოჯახში ბედნიერების მომტანად, მას ბრძენთა ყვავილსაც ეძახიან, მას უფრთხიან ჭიანჭველები, ფოთლები აცხრობს თვალის შეშუპებას, მისი ცქერისას თვალები მშვიდდება, სწორ პირობებს თუ შევუქმნით ნამდვილად გაგვახარებს.

სკოლის ეზოს უკვე მკვიდრ , ძლიერ მარადმწვანე მცენარეებს შეემატა კედარი -მარადმწვანე ლამაზი ხე, იგი ნელა იზრდება, თუმცა შეუძლია შთამბეჭდავი სიმაღლის მიღწევა. ყველა ტიპის ნიადაგს კარგად ეგუება. ხის ქერქს არომატული სუნი აქვს. ანტისეპტიკური მცენარეა, ინფექციებთან მებრძოლი. პრაქტიკულად მთელი მცენარე შეიძლება გამოვიყენოთ გაცივების ,ალერგიის დასხვათა სამკურნალოდ ქერქი , თესლი, ეთერზეთი.

დღეგრძელობა და გახარება ახალმოსახლეებს! კიდევ გამოვთქვამთ მადლიერებას ყველა მოსწავლის, მასწავლებლის, მშობლის მიმართ, ვინც მაკულატურის შეგროვების აქციაში მიიღო მონაწილეობა! დარწმუნებულები ვართ ეკოკლუბელების ახალი წამოწყება ,,მწვანე ყუთების აქცია“, საშუალებას მოგვცემს კვლავ გავამრავალფეროვნოთ ჩვენი სკოლის ეზო საინტერესო და უნიკალური მცენარეებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *