მკვლევართა კლუბმა ,,ანაბასისმა” განახორციელა პროექტი ,, ხატვა ექსპერიმენტების შედეგებით!” სასკოლო ლაბორატორიაში ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად მიღებულ იქნა სხვადასხვა ფერის პიგმენტები , რომელთა გამოყენებითაც ფერწერული ნამუშევრები შექმნეს კლუბის წევრებმა . პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეები დაეუფლნენ კვლევის უნარ-ჩვევებს,დაამზადეს სხვადსხვა კონცენტრაციის ხსნარები, გამოიკვლიეს ნალექების მიღების ტექნიკები,დაკვირვება და ანალიზი აწარმოეს კათიონებისა და ანიონების თვისებითი რეაქციებზე , შედგენილი ფერების მიღებაზე და მიმდინარე პროცესების ქიმიაზე. ჩატარებული ექსპერიმენტების ,,ნარჩენებით“ შესრულებულმა ნახატებმა ქიმიასა და ხელოვნებას შორის კავშირიც დაადასტურა და მოსწავლეთა პირობისეული ცოდნის ფორმირებასაც შეუწყო ხელი. დაიგეგმა ფერთა პალიტრის გამრავალფეროვნება. თვალსაჩინოა , რომ ,,ქიმიამ შექმნა თავისი საგანი. ეს არის ხელოვნების მაგვარი შემოქმედებითობა“ . მარსელენ ბერტლო . ასევე მიღებული ცოდნისა და უნარების ყოველდღიურ ცხოვრებასთან კავშირებიც გამოიკვეთა, ნარჩენების მართვის გამოყენებული მეთოდი ,,მწვანე ქიმიის“ რამდენიმე მიმართულებას მოიცავს : უნარჩენო წარმოება, უსაფრთხო წარმოება, ნაკლები თანაპროდუქტები. პროექტი რეალისტურია საჭიროებს მცირე დანახარჯებს და ადვილად განხორციელდა სასკოლო ლაბორატორიაში.
პროექტმა მოსწავლეთა მოტივაცია გაზარდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ. ხელოვნებასთან ინტეგრაციამ ექსპერიმენტების არ მარტო გარეგნული ეფექტების არამედ ქიმიურ არსში ჩაწვდომის სურვილიც გაუჩინა მოსწავლეებს.ხალისით ჩაერთნენ პროექტში, მიღებული შედეგები გააცნეს თანატოლებს. პროექტის ხელმძღვანელები: ხელოვნების მასწავლებელი ნანა გიორგაძე და ქიმიის მასწავლებელი ქეთევან ედიბერიძე.
პროექტი მონაწილეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებიმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS და „მეცნიერება მთავარ როლში (Science on Stage) საქართველო“- ს მიერ ორგანიზებულ მესამე ეროვნულ ფესტივალში. ფესტივალის დევიზია – მასწავლებლები მასწავლებლებისთვის.