Categories
სკოლა ანაბასისი

შეღავათიანი აგროკრედიტი

სკოლა ანაბასისის მკვლევართა, სამოქალაქო განათლებისა და ეკოლოგთა კლუბის წევრები, კურატორები თამარ მალაღურაძე, თეა სამხარაძე, ქეთევან ედიბერიძე , ა (ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს იმერეთის რეგიონულ სამსახურს სტუმრობდნენ . მათ გულთბილი მასპინძლობა გაუწიეს სამსახურის მეცნიერ თანამშრომელმა თემურ ქათამაძემ , მაია მახათაძემ.სოფლის განვითარების სააგენტოს იმერეთის რეგიონულ სამსახურის უფროსმა კი დავით ჯინორიძემ საინტერესო პრეზენტაცია წარმოგვიდგინა სოფლის განვითარების სააგენტოს საქმიანობის შესახებ. მან აღნიშნა,რომ ,,ჩვენი უპირველესი მამოძრავებელი, სოფლად რეალური კეთილდღეობის შექმნაა. ჩვენი ამოცანა სოფელსა და ქალაქს შორის ძლიერი ხიდის აშენებაა. ხიდის, რომელიც წლების მანძილზე დაგროვილ ცოდნას, თანამედროვე სამყაროს სიახლეებთან გააერთიანებს.“

2015 წლიდან არაერთმა ადამიანმა ისარგებლა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პროგრამებით და გაიუმჯობესეს საკუთარი პირობები. შეიქმნა საფერმერო თუ კოოპერატიული მეურნეობები არაერთი მიმართულებით. ინფორმაციები წარმატებული ადამიანების შესახებ და მიმდინარე პროგრამების შესახებ განთავსებულია მისამართზე http://www.rda.gov.ge/articles/stories. სიახლეა, რომ 2023 წელს, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ბიუჯეტი იზრდება და 200 მლნ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის ზრდის მიზანია, აგროწარმოებაში ჩართული ან დაინტერესებული პირებისთვის მეტი ფინანსური რესურსი იყოს ხელმისაწვდომი როგორც შეღავათიანი აგროკრედიტის, ასევე აგროლიზინგის პროექტების საშუალებით.„შეღავათიანი აგროკრედიტი“ პროექტი სოფლის მეურნეობის პირველადი, გადამმუშავებელი და აგროპროდუქციის შენახვის მიმართულებებით ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს. მევენახე ფერმერები აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, 50%-ის ნაცვლად 70%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლებენ. თუ წარმოადგენთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, მეფუტკრეობის მიმართულებით სახელმწიფო გთავაზობთ ფინანსურ მხარდაჭერას. პროგრამა მხარს უჭერს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, კოოპერატივებს სადაც მეპაიების არანაკლებ 50% ქალებია, ან დევნილები, ასევე გამყოფი ხაზისა და მაღალმთიანი დასახლები მაცხოვრებლებია. მოქმედებს სადაზღვევო პოლისი , რომელიც ფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს, როგორიცაა, სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა . ეს მხოლოდ შეთავაზებული პირობების ნაწილია. აღნიშნული ინფორმაციების უმრავლესობა სიახლე იყო მოსწავლეებისათვის. არაერთი კითხვით მიმართეს ბატონ დავითს და ამომწურავი პასუხები მიიღეს. მათ მადლობა გადაუხადეს მასპინძლებს და გამოხატეს მზადყოფნა მოსმენილი ინფორმაციები მიაწოდონ თავიანთ ახლობლებს, საზოგადოებას და აამაღლონ მათი ცნობიერება მიმდინარე პროგრამების შესახებ. წარმატებები ჩვენს მასპინძლებს თავიანთ საქმიანობაში!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *