სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისში წარმატებით განხორციელდა პროექტი: „ვებრძოლოთ ადიქციას!“
პროექტის ტიპი: ინფორმაციული
პროექტის განხორციელების ვადები: აპრილ-მაისი
პროექტის სამიზნე ჯგუფი: VII- X კლასის მოსწავლეები
კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემასთან/თემებთან: ჯანსაღი ცხოვრება
პროექტის შესაბამისობა სამიზნე ცნებებთან და მკვიდრ წარმოდგენებთან:
საზოგადოება, დემოკრატია, სამოქალაქო მონაწილეობა, მდგრადი განვითარება
კავშირი XXI საუკუნის რვა საკვანძო კომპეტენციასთან:
წიგნიერება, რაოდენობრივი წიგნიერება, სამოქალაქო კომპეტენცია;
პროექტის მიზანი: ადიქციური ქცევის პრობლემებისა და მასთან ბრძოლის შესახებ ცნობიერების ამაღლება, გაანალიზება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობა სასკოლო თემში.
პროექტის ამოცანები:
1. მოსწავლემ შეძლოს ადამიანის ადიქციური ქცევის პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლება; იმის გააზრება, თუ რა შედეგები მოსდევს დამოკიდებულებას და რამდენად უარყოფითად აისახება ის ადამიანის პიროვნულ განვითარებაზე;
2. მოსწავლემ შეძლოს გააზრება, როგორ არეგულირებს საქართველოს კონსტიტუცია და საერთაშორისო დოკუმენტები ადამიანის უფლებების (ჯანმრთელობის) დაცვას და რამდენად მნიშვნელოვანია აქტიური მოქალაქეების პასუხისმგებლობა და ასერტული ქცევა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, როგორც მავნე დამოკიდებულებების ჩამოყალიბების ეფექტური პრევენციის თვალსაზრისით;
3. მოსწავლემ შეძლოს გაცნობიერება, თუ რამდენად ხელსაყრელია ადიქციასთან ბრძოლის საქმეში საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა და არაძალადობრივი ქმედითი ნაბიჯების განხორციელება სხვა ადამიანთა ინტერესების გათვალისწინებით;
4. მოსწავლემ შეძლოს იმის გააზრება, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი აქტიური მოქალაქეების როლი ადიქციასთან ბრძოლასა და მომავლის პერსპექტივების გათვალისწინებით დაგეგმილ ლოკალურ ქმედებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მისაღწევად.
პროექტის ფარგლებში დაიგეგმა და განხორცილედა სხვადასხვა აქტივობები:
აქტივობა 1. გამოკითხვა
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა გაიგონ, რა იციან რესპოდენტებმა ადიქციური ქცევის პრობლემის შესახებ, რისი საჭიროება გამოიკვეთება გამოკითხვის შედეგად, რომ დაგეგმონ შესაბამისი ინტერვენციები.
აქტივობის აღწერა:
• მოსწავლეებმა მოაწყვეს სამუშაო შეხვედრა და ჩამოაყალიბეს კითხვარები;
• მოსწავლეებმა შეიმუშავეს სხვადასხვა კითხვარი (მოსწავლისთვის, მშობლისთვის, მასწავლებლისთვის);
• ჩაატარეს მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლების გამოკითხვა;
• მოსწავლეებმა შეაჯამეს შედეგები;
აქტივობა 2. ლექცია სემინარის ორგანიზება.
ჩატარდა ლექცია-სემინარი ,,მავნე დამოკიდებულებებისაგან გამოწვეული ფსიქო-სომატური და ქცევითი დარღვევების შესახებ არასრულწლოვნებში“.
აქტივობის მიზანი: ხელი შეეწყოს მოსწავლეებში ადამიანის ადიქციური ქცევის პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლებას; იმის გააზრებას, თუ რა შედეგები მოსდევს დამოკიდებულებას, რომელიც ძალიან საშიშია ადამიანის პიროვნული განვითარებისთვის.
აქტივობის აღწერა:
• მოსწავლეებმა ორგანიზება გაუკეთეს ლექცია-სემინარის ჩატარებას;
• მოისმინეს ლექცია-სემინარი;
• საკითხის ირგვლივ გამართეს დისკუსია;
აქტივობა 3. პრეზენტაციის მოწყობა.
მოსწავლეების მიერ პრეზენტაციის ჩატარება სასკოლო თემში სახელწოდებით ,,ფსიქიკური და ქცევითი დამოკიდებულებების შესახებ“.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეისწავლონ ადიქციური ქცევის პრობლემები და გაიაზრონ მიჯაჭვულობის საშიში გავლენა ადამიანის პიროვნულ განვითარებაზე.
აქტივობის აღწერა:
• მოსწავლეები დაიყვნენ მცირე ჯგუფებად;
• მოიძიეს ლიტერატურა და დაამუშავეს;
• მოაწყვეს პრეზენტაცია სასკოლო თემში.
აქტივობა 4 . საინფორმაციო პლაკატების და პოსტერების შექმნა.
საინფორმაციო პლაკატების შექმნა სლოგანით ,,ვებრძოლოთ ადიქციას და ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით!“;
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა გაიაზრონ აქტიური მოქალაქის მისია დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელიც ებრძვის ადიქციას და ასერტული ქცევით, ტოლერანტობის პრინციპებით თანამშრომლობს სოციალურ ჯგუფებთან ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით.
აქტივობის აღწერა:
• მოსწავლეებმა მოაწყვეს სამუშაო შეხვედრა საინფორმაციო პლაკატების/პოსტერების შექმნასთან დაკავშირებით;
• შეთანხმდნენ პლაკატის/პოსტერის ფორმატის, შრიფტისა და ლოგოს შემუშავებაზე;
• შექმნეს პლაკატები/პოსტერები და სასკოლო სივრცეში განათავსეს;
აქტივობა 5. სტუმრად სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრებში.
მოსწავლეებმა განახორციელეს ფეხით მსვლელობა ზესტაფონში და ესტუმრნენ სპორტულ სკოლას, სადაც სკოლის დირექტორმა ბატონმა ზაზა მახათაძემ გულთბილი მასპინძლობა გაუწია მათ, ესაუბრა იმ წარმატებაზე, რომელიც ზესტაფონელმა სპორტსმენებმა რესპუბლიკურ და საერთაშორისო ასპარეზზე მიაღწიეს. შედეგები ნამდვილად არ არის მოკრძალებული. ორი სახელოვანი მწვრთნელის სიმონ საყვარელიძის და ჯონდო ჯანიაშვილის ვარსკვლავი სწორედ ამ დღეს გაიხსნა და სკოლის კიბის საფეხურებზევე შებიჯებისას გრძნობ პატივისცემას იმ ადამიანების მიმართ , რომლებმაც სასახელო სპორტსმენები გაუზარდეს სამშობლოს. მოსწავლეებმა სვლა განაგრძეს სპორტის სასახლისაკენ , დაესწრნენ რაიონულ ჩემპიონატს მაგიდის ჩოგბურთში, გაიზიარეს გამარჯვებულთა სიხარული. ანაბასისის რამდენიმე მოსწავლე ჩართული იყო რაიონის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.
მოსწავლეები ეწვივნენ ზესტაფონში არსებულ მრავალფუნქციურ ქალთა ესთეტიკისა და ფიტნეს ცენტრს,სადაც არის გარემო ქალბატონებმა იზრუნონ სილამაზე , ჯანმრთელობაზე და პოზიტიურ განწყობაზე. მათ გულთბილად უმასპინძლა ცენტრის ხელმძღვანელმა თეო სუთიძემ.
მოინახულეს ვაჟთა ფიტნეს კლუბი, რომელშიც ჯანმრთელობას ვაჟები იკაჟებენ.
ბლექსი საცურაო აუზში სტუმრობისას წარმომადგენელი მოსწავლეებს ცურვის მნიშვნელობაზე ესაუბრა .,, ცურვა საოცრად კარგი გზაა თქვენი სხეულისა და გულ-სისხლარღვთა სისტემის ასამუშავებლად. ერთსაათიანი ცურვა იმდენ კალორიას წვავს, რამდენსაც სირბილი , თანაც ძვლები და სახსრები ბევრად ნაკლებ ზეწოლას განიცდის. ‘’ აღნიშნა მან.
ჩატარებულმა ღონისძიებებმა მოსწავლეები კიდევ ერთხელ დაარწმუნა ჯანმრთელობა უფლებაა და არა პრივილეგია. მას დიდი გაფრთხილება უნდა.
განხორციელებული ღონისძიებები ემსახურებდა სპორტის პოპულარიზაციას, რომელიც მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა.
აქტივობა 6. მოსწავლეთა კონფერენცია ,, ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა“
ჩატარდა მოსწავლეთა კონფერენცია ,, ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა“ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკანასკნელი მონაცემებით, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა 15%-ით დამოკიდებულია სამედიცინო სამსახურის ორგანიზაციაზე, 15%-ით – გენეტიკურ თავისებურებებზე, ხოლო 70%-ით – კვებისა და ცხოვრების წესზე.
დღეს უკვე ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ რაციონალური კვება ჯანმრთელობის შენარჩუნების, ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ზრდისა და განვითარების ძირითადი პირობაა. სრულფასოვანი საკვები გულისხმობს არა მარტო მის ენერგეტიკულ ღირებულებას, ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით დაბალანსებული რაციონის არსებობას, არამედ მის უზრუნველყოფას ვიტამინებით, მიკროელემენტებითა და მინერალებით. სწორედ ვიტამინებზე გაკეთდა ძირითადი აქცენტი პრეზენტატორების მიერ. სკოლაში მოეწყო პოსტერების გამოფენა ჯანსაღი ცხოვრების წესის თემატიკაზე.
აქტივობა 7. ვიდეორესურსის ჩვენება
მოსწავლეთა სასკოლო კლუბების (სამოქალაქო განათლების ,მკვლევართა და ეკოკლუბის)და თვითმმართველობის ინიციატივითა და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ვიდეორესურსის ჩვენების დაგეგმვა სასკოლო თემში ადიქციის პრობლემასა და მასთან ბრძოლის გზებზე.
აქტივობის მიზანი: სასკოლო თემმა გაიაზროს და გააცნობიეროს ადიქციის პრობლემის შედეგები, მასთან ბრძოლის აუცილებლობა დაინახოს და დაგეგმოს პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებები.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეთა სასკოლო კლუბების (სამოქალაქო განათლების ,მკვლევართა და ეკოკლუბის)და თვითმმართველობის ინიციატივითა და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით სკოლის სააქტო დარბაზში მოეწყო ვიდეორესურსის ჩვენება ადიქციის პრობლემასა და მასთან ბრძოლის გზებზე სასკოლო თემის ინფორმირების მიზნით. სასკოლო თემის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია, იმსჯელეს და დაფიქრდნენ არსებულ პრობლემასა და გადაჭრის გზებზე;
საჭირო რესურსი:
რა არის ადიქცია და როგორია მასთან გამკლავების გზები
• ლუდომანია https://bit.ly/3uOBjLm
• ალკოჰოლიზმი https://bit.ly/3IXXR1b
• ნარკომანია- https://bit.ly/3u0m3fh
• ინტერნეტდამოკიდებულება- https://bit.ly/3K3gMsQ
აქტივობა 8. კვლევის ჩატარება -აფთიაქებში.
მოსწავლეებმა შეადგინეს კითხვარი და გამოკითხეს ზესტაფონში არსებული აფთიაქის თანამშრომლები; კითხვები მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა შემდეგ საკითხებს: რომელი სახის დაავადებებია გავრცელებული ჩვენს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებში? რომელი სახის მედიკამენტებია ყველაზე მოთხოვნადი? მიუწვდებათ თუ არა ხელი მომხმარებლებს წამლის ფასზე? აღემატება თუ არა დაავადებათა პრევენციაში დახარჯული თანხები მკურნალობაში დახარჯულ თანხებს? კვლევის შედეგები მოსწავლეებმა გაუზიარეს ერთმანეთს და გამოიტანეს საერთო დასკვნები;
აქტივობა 9.განმეორებითი კვლევა/გამოკითხვა;
მოსწავლეების მიერ სასკოლო საზოგადოებაში განმეორებითი გამოკითხვის ჩატარება ,,რა შევისწავლე ადიქციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ?“ და შედეგების ანალიზი;
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა დასკვნები გააკეთონ, როგორ განხორციელდა პროექტის მიზანი, რამ იმუშავა, რამ ვერა და, ასევე, შემდგომი ღონისძიებები დაგეგმონ; რა ინფორმაცია და ცოდნა არსებობს სასკოლო თემში ადიქციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.
აქტივობის აღწერა:
• მოსწავლეებმა მოაწყვეს სამუშაო შეხვედრა, შეადგინეს კითხვარები;
• მოსწავლეებმა შეიმუშავეს სხვადასხვა კითხვარი (მოსწავლისთვის, მშობლისთვის, მასწავლებლისთვის);
• ჩაატარეს მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლების გამოკითხვას;
• მოსწავლეებმა გააანალიზეს შედეგები.
პროექტის დასასრულს მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტის შედეგები:
პროექტის განხორციელების დროს მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ ადამიანს აქვს თავისუფალი განვითარებისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლება; საქართველოს კონსტიტუცია და საერთაშორისო დოკუმენტები ამ უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.
მოსწავლეები თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან, მოსწავლეთა თვითმმართველობასთან, სასკოლო კლუბებთან, გარე ორგანიზაციებთან.
პროექტის განხორციელების შედეგად გაიზარდა სასკოლო საზოგადოების ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში.
პროექტის განხორციელებამ აამაღლა საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ცნობიერება მავნე ჩვევებისა და მასზე დამოკიდებულების შესახებ.
მოსწავლეებმა შეძლეს ადიქციური ქცევის პრობლემაზე ცნობიერების ამაღლება, დემოკრატიული სახელმწიფოს როლის გააზრება ადიქციის პრობლემასთან ბრძოლაში, გააანალიზეს, ასერტულობის დაცვით როგორ თანამშრომლობენ აქტიური მოქალაქეები სოციალურ ჯგუფებთან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საქმეში. მოსწავლეებმა გააანალიზეს ადიქციასთან ბრძოლის ლოკალური ქმედებების დროს გარე ორგანიზაციებთან არაძალადობრივი მეთოდებითა და სხვა ადამიანთა ინტერესების გათვალისწინებით თანამშრომლობის მნიშვნელობა.
პროექტმა ხელი შეუწყო სასკოლო საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას;
პროექტის ხელმძღვანელები ქეთევან ედიბერიძე, თეა სამხარაძე, თამარ მალაღურაძე