ანაბასისის ინტელექტუალების წარმატება!
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით საჯარო და კერძო სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?” გაიმართა.
კონკურსში 33 საჯარო და კერძო სკოლა იღებდა მონაწილეობას. პირველი ადგილი პირველი სვირის საჯარო სკოლას ერგო, მეორე ადგილზე სკოლა “ანაბასისი”, ხოლო მესამე საკონკურსო ადგილი მეხუთე საჯარო სკოლამ დაიკავა. თამაშის წამყვანი ცნობილი ტელეშოუს “რა? სად? როდის?” ავტორი გიორგი მოსიძე გახლდათ.
ინტელექტუალური თამაშის მონაწილეებს ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე, მერი, ვასილ გველესიანი, მაჟორიტარი დეპუტატი, ბეჟან წაქაძე, საკრებულოს, მერიის და რესურს ცეტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სკოლა ანაბასისის ინტელექტუალთა გუნდმა ღირსეულად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები! ვულოცავთ მიღწეულ წარმატებას გუნდის წევრებს: გიორგი ფერაძეს, თემო გოგიაშვილს, სანდრო ფუტკარაძეს, დავით ჯღამაძეს, თამარ კაპანაძეს, ანანო შერგელაშვილს. გუნდი მოამზადა სკოლის ხარისხის მართვის მენეჯერმა თეა სამხარაძემ.