Categories
სკოლა ანაბასისი

„გაზაფხული -რწმენა, იმედი…“

„გაზაფხული -რწმენა, იმედი…“ .

სკოლა ანაბასისში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებები და აქტივობები იმართება.

მე-7 ბ კლასის მოსწავლეებმა გაზაფხულის ღონისძიება ჩაატარეს, რომელსაც ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი თამარ მალაღურაძე.

ღონისძიების დევიზი იყო – „გაზაფხული -რწმენა, იმედი…“ .

ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით იყო გაჯერებული, რაც საოცარ სადღესასწაულო განწყობას ქმნიდა.მხატვრულ ნომერს სიმღერა და ცეკვა ცვლიდა. ყველა ნომერი დიდი მონდომებით და პასუხისმგებლობით წარმოადგინეს მეშვიდე კლასელებმა. ამ ლამაზი ნომრების მომზადებაში მათ მუსიკის პედაგოგი თეა მიქაბერიძე და ცეკვის პედაგოგი სოფო ცქიტიშვილი დაეხმარათ.

ღონისძიების მომზადების პროცესში აქტიურად იყო ჩართული სკოლის ბიბლიოთეკარი თამარ გვალია.

მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინეს და ლამაზი საღამო აჩუქეს თავიანთ მშობლებს და სხვა დამსწრე საზოგადოებას.

ღონისძიების კონკრეტული ადრესატები მოსწავლეთა დედიკოები იყვნენ.თავიანთი დამოკიდებულება ლექსში , გამონათქვამებში გააცოცხლეს და მოეფერნენ დედებს. ,,დედა მარტო დედა არაა! ყველაფერია რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგას და მზე უცქერის.’’ – ოტია იოსელიანი. ,,თუ დედა არ გენატრება და არც არაფრის გეშინია, სიცოცხლეს ფასი არ ჰქონია შენთვის. დედის მონატრებაა ადამიანობა“’… – ოთარ ჭილაძე.

ემოციურად მიულოცეს გაზაფხული დამსწრე საზოგადოებას„გაზაფხულივით ლაღები და ლამაზები ყოფილიყავით ძვირფასო ქალბატონებო, ყოველი დღე გეამაყოთ საკუთარი თავითა და საყვარელი ადამიანების მზრუნველი მზერით. დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გისურვებთ! ‘’ მიმართეს მათ დარბაზს.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს . წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *