ბუნებაში არსებობს ჰარმონია და ურთიერთსიყვარული!
მე-4 კლასში მასწავლებელ ლანა ჩუბინიძის გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში საინტერესოდ წარიმართა.
გაკვეთილის თემა : ვაჟა-ფშაველას ,, ია” მიზნები: მხატვრული ტექსტის კითხვა და ანალიზი. ლექსიკური მარაგის გამდიდრება ლექსის მხატვრული კითხვა ‘მარტივი საგანმანათლებლო ინფორმაციის მიწოდება ტექსტის ავტორზე .მსჯელობა მხატვრულ ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე.
მასწავლებელმა კარგად დაგეგმილი აქტივობებით შეძლო მოსწავლეებს ერთმანეთთან დაეკავშირებინათ გაზაფხული, დედა და ია… მოეფერენ ლამაზი სიტყვებითა და ლექსებით მათ. შეძლეს ტექსტის გაგრძელებითი კითხვა, შესრულდა ჯგუფური სამუშაო (პირამიდა) , გაეცნენ უცნობ სიტყვებს , დაახასიათეს ია .
ია-ვაჟას საყვარელი ყვავილია. პოეტისათვის ია უბრალოდ მცენარე კი არა, სულიერი არსებაა. ია ფიქრობს, მეტყველებს, განიცდის, უხარია… ადამიანივით. ია მიწიდან ჩნდება და მერე ისევ მიწას მიებარება.
მოსწავლეებმა უპასუხეს კითხვებს: რით გამოირჩევა უღრან ტყეში ამოსული პატარა ყვავილი? რატომ ნატრობს ის სიმღერის ნიჭს? ვინ ან რა მიაჩნია იას მფარველად? რატომ მოსწონს თავი იას. ამის შემდეგ მოსწავლეებმა დაახასიათეს პერსონაჟები, რომლებიც იის გარშემო არიან და მას სიცოცხლეს ულამაზებენ. ამ კითხვებზე პასუხების მოსმენისა და დისკუსიის შემდეგ შემდეგ მოსწავლეებმა გამოიტანეს დასკვნა – ბუნებაში არსებობს ჰარმონია და ურთიერთსიყვარული.
გაკვეთილი დაეხმარა მოსწავლეებს, უფრო შეიყვარონ და შეიგრძნონ ბუნება, მეტი მზრუნველობა გამოიჩინონ მის მიმართ, გააცნობიერონ, რომ ბუნების დაცვა მათი მოვალეობაა.გაკვეთილმა მიზანს მიაღწია იგი პოზიტიურად გაზაფხულის მხიარული სიმღერით დასრულდა.
წარმატებები ლანა მასწავლებელს მე-4 კლასელებთან ერთად!