სკოლა ანაბასისის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, მარეხი ფორჩხიძის ხელმძღვანელობით სასკოლო პროექტის “ჩემი კულტურა ჩემი სიამაყეა” ფარგლებში აქტიურად ჩაერთვნენ მწერალთა სახლის მიერ დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ კონკურსში.
მოსწავლეებმა დავით კლდიაშვილის შემოქმედების შესწავლის შემდეგ კონკურსის ფარგლებში შემოთავაზებული ორი თემიდან აირჩიეს და საკონკურსოდ წარმოადგინეს ერთ-ერთი:
1. რატომ და როდის იცინიან დავით კლდიაშვილის პერსონაჟები?
2. ჩემი საყვარელი მოთხრობა დავით კლდიაშვილის შემოქმედებიდან.
ესეს წერისას მოსწავლეებმა განიხილეს დავით კლდიაშვილის მოთხრობები („სამანიშვილის დედინაცვალი“, „სოლომონ მორბელაძე“, „ბაკულას ღორები“).
პროექტი დაგვირგვინდა სასწავლო ექსკურსიით დავით კლდიაშვილის სახლმუზეუმში (თერჯოლის მუნიციპალიტეტი,სოფელი ქვედა სიმონეთი), სადაც მოსწავლეებმა საინტერესოდ და შემოქმედებითად წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცია.
სასკოლო პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს სიმონეთის დედათა მონასტერი, მოისმინეს საინტერესო ისტორია მონასტრის შესახებ და დედა ნატალიას ლოცვა-კურთხევით სავსენი დაბრუნდნენ შინ.