სკოლა ანაბასისში პროექტი „ვაქციოთ სკოლა გენდერული პასუხისმგებლობის მქონე დაწესებულებად“ აქტიურად მიმდინარეობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და UNFPA პროექტის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) ორგანიზებით, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით”.
ამჟამად პროექტის ფარგლებში საინტერესოდ წარიმართა შიდა სასკოლო კონფერენცია, რომელიც X კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლებაში პირველ პროექტულ სწავლებაში შერჩეული პროექტის ,, გენდერული მეინსტრიმინგისათვის” მიმართულებით დაგეგმეს.
საკითხი-გენდერული თანასწორობა/ქალთა უფლებები და გენდერული სტერეოტიპები;
პროექტის ტიპი-ადვოკატირება;
ესგ პრიორიტეტული თემა- ადამიანის უფლებები;
ინტეგრირება სხვადასხვა საგნობრივ დისციპლინებთან-ინტეგრაცია ქართულთან,ისტორიასა და ხელოვნებასთან;
მიზანი: მოსწავლეებმა გააცნობიერონ სასკოლო საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა, შესაბამისად ხელი შეეწყოს თანასწორობის პრინციპების დასაცავად საჭირო კომპეტენციების განვითარებას.
მდგრადი განვითარების მიზნები:
N 4 მიზანი: ხარისხიანი განათლება.
N 5 მიზანი : გენდერული თანასწორობა.
N10 მიზანი: შემცირებული უთანასწორობა.
N 17 მიზანი: პარტნიორობა მიზნების მისაღწევად;
მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს საკუთარი შეხედულებები და დამოკიდებულებები გენდერული თანასწორობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ;
პედაგოგები ქეთევან ედიბერიძე და თეა სამხარაძე.