2022 წლის 25 ოქტომბერს სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისში მოსწავლეებისა და პედაგოგების (ქეთევან ედიბერიძე, თეა სამხარაძე) ჩართულობით მედიაწიგნიერების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
ჩატარდა მედიაწიგნიერების გაკვეთილები, მოეწყო ფილმის „მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება“, ჩვენება, მოსწავლეებმა შექმნეს პრეზენტაციები, გაიმართა დისკუსია თემაზე: როგორ და რატომ უნდა დავიცვათ თავი ონლაინ სივრცეში? მოსწავლეთა ჩართულობით გაიმართა კონფერენცია თემებზე:
რა არის ინფორმაცია
რა არის ყალბი ინფორმაცია და მისი ზეგავლენა მომხმარებლებზე
რა საფრთხეები არსებობს ონლაინ სივრცეში და როგორ დავიცვათ თავი ინტერნეტში ნავიგაციისას.
გამოვლინდნენ ყველაზე მედიაწიგნიერი მოსწავლეები, რომელთა პრეზენტაციები გამოიფინება სასკოლო სივრცეში მედიაწიგნიერების შესახებ მოსწავლეთა ინფორმირებულობის და ცნობიერების ამაღლების მიზნით.
მედიაწიგნიერების გლობალური კვირეული საქართველოში კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით წელს მეორედ ტარდება.
Categories