Categories
სკოლა ანაბასისი

სკოლა ანაბასისში ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები

სკოლა ანაბასისში ახალი 2022-2023 სასწავლო წლისათვის ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები.

მოსწავლეთა თვითმმართველობა წარმოადგენს სკოლის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს , რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებისა და გააქტიურებისთვის. მოსწავლეთა თვითმმართველობის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს სკოლის ფუნქციონირებასა და მმართველობით საკითხებში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას.

მოსწავლეთა თვითმმართველობა დაკომპლექტებულია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისაგან, რომლებიც აირჩევიან შესაბამისი საფეხურების მოსწავლეთა მიერ.

მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს/დელეგატებს თვითმმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, პირდაპირი, საყოველთაო და ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.

ანაბასისში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები წესების დაცვით , გამჭვირვალედ წარიმართა .

კანდიდატებმა წარმოადგინეს საარჩევნო პროგრამა, გამართეს წინა საარჩევნო კამპანია.

მოსწავლეებმა საბაზო და საშუალო საფეხურებზე აირჩიეს თავიანთი კლასების წარმომადგენლები/დელეგატები.

მოსწავლეთა მიერ თავიანთ კლასებში არჩეული წარმომადგენლები/დელეგატები თავიანთ სამოქმედო გეგმას წარადგენენ ორშაბათს საბაზო და საშუალო საფეხურის დელეგატთა გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მოხდება საბაზო და საშუალო საფეხურის თავმჯდომარეების არჩევა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *