Categories
სკოლა ანაბასისი

გეოგრაფიის უფროსმა მასწავლებელმა რუსუდან გურგენაშვილმა მე-8 კლასში ჩაატარა გაკვეთილი თემაზე ,,გავიცნოთ ევროპა “

გავიცნოთ ევროპა.

გეოგრაფიის უფროსმა მასწავლებელმა რუსუდან გურგენაშვილმა მე-8 კლასში ჩაატარა გაკვეთილი თემაზე ,,გავიცნოთ ევროპა ”. ეს იყო კომპლექსური დავალების დასკვნითი ეტაპი, რომელზეც მოსწავლეებმა მათ მიერ შექმნილი პროდუქტი Pover Point პროგრამაში შექმნილი პრეზენტაციები წარმოადგინეს. ისაუბრეს ევროპის გეოგრაფიულ მდებარეობასა და ბუნებაზე, გეიზერებზე, გოლფსტრიმის დინებაზე, როგორც კლიმატის ერთ-ერთ მარეგულირებელ ფაქტორზე, ყურადღება გამახვილდა ტერმინებზე ,,ანთროპოგენური ლანდშაფტი”ეს არის ბუნებრივი ლანდშაფტის ცვილილება ადამიანების მიერ. ხოლო ,,ბებერი ევროპა ” კი ხაზს უსვამს მის ხანგრძლივ ისტორიას, იმ დიად აღმოჩენებს, რომლებიც ევროპელებმა განახორციელეს. ინდუსტრიული რევოლუვია და ეკოლოგიური პრობლემები ერთ ჭრილში განიხილეს, მოსწავლეებმა ევროკავშირზე საუბრის დროს ყურადღება გააახვილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებაზე, რომელიც ორ მხარეს შორის პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის საფუზველს წარმოადგენს. გაკვეთილზე წარმატებით განხორციელდა შიდასაგნობრივი და საგანთაშორის კავშირები, შექმნილი იყო პოზიტიური, თანამშრომლობითი გარემო. გაკვეთილი საინტერესოდ მიმდინარეობდა.

გაკვეთილს დაუკვირდა და შეაფასა ხარისხის განვითარების ჯგუფი.

წარმატებები ქალბატონ რუსუდანს და მის მოსწავლეებს!

Categories
სკოლა ანაბასისი

,, სამყაროს ორი ძალა ქმნის ზღაპარი და ოცნება“

,, სამყაროს ორი ძალა ქმნის ზღაპარი და ოცნება“

ზღაპარი საუკეთესო აღმზრდელი და მასწავლებელია ბავშვისათვის. ზღაპრის გმირების ისტორიები, მათი ქცევები, მოქმედების შედეგები, სირთულეები და ხერხები რთულ სიტუაციებიდან გამოსასვლელად ხშირად კარგ გაკვეთილებად იქცევა პატარებისათვის იმაში გასარკვევად, თუ როგორ იცხოვროს და როგორ იურთიერთობოს ადამიანებთან.

სკოლა ანაბასისის მეორე კლასელებმა სპექტაკლი ,,წითელქუდა” ,,Little Red Riding Hood”წარმოადგინეს ინგლისურ ენაზე. პატარა მსახიობებმა წარმოაჩინეს თავიანთი შემოქმედებითი უნარები, ინგლისური ენისადმი ინტერესი და მისი შესწავლის მოტივაცია, მოსმენისა და ინფორმაციის გაგების , დიალოგური და მონოლოგური მეტყველების უნარ-ჩვევები. მათში დიდი ინტერესი გამოიწვია ცნობილი ზღაპრის ინგლისურ ენაზე წარმოდგენამ.სალომე მასწავლებელთან ერთად ზღაპრის სიუჟეტი რამდენადმე შეცვალეს და თავისებური ინტერპრეტაციით წარმოგვიდგინეს ზღაპრის დასასრული:

მონადირემ გადაარჩინა წითელქუდა და გააფრთხილა, არასდროს დაეივიწყებინა დედის დარიგება, მგელს თავისი დანაშაულის გამოსასყიდად ტყის დაგვა-დასუფთავება მიესაჯა, მგელმა ინანა თავის საქციელი და წითელქუდას ბოდიში მოუხადა . ტყე კი ისევ ისეთი მხიარული და უსაფრთხო გახდა, როგორიც ადრე იყო. გაიმარჯვა სიკეთემ, სიყვარულმა , მეგობრობამ!

მადლობა პატარებს! მათ შეძლეს მაყურებლებამდე ძალიან კარგად მიეტანათ ზღაპრის მთავარი სათქმელი! მადლობა მათ ინგლისურის პედაგოგს და დამრიგებელს სალომე კაკაურიძეს , პედაგოგებს ეკატერინე ჯიმშიაშვილს და ხათუნა წითელაშვილს , ბევრი წარმატება თავის აღსაზრდელებთან ერთად!

სპექტაკლი განხორციელდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში.

Categories
სკოლა ანაბასისი

მხიარული სტარტები მე 6 კლასი

სასკოლო პროექტი-ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი არაერთი ღონისძიება გაიმართა სკოლა ანაბასისში. ერთ -ერთი იყო მხიარული სტარტები მე 6 კლასის მოსწავლეებს შორის. გუნდები შეჯიბრებისათვის მოამზადა სპორტის მასწავლებელმა კობა სვიანაძემ. შეირჩა 9 სახეობის აქტივობა შედგა კომპეტენტური ჟიური სპორტის პედაგოგის, დირექციის, დამრიგებლების , მოწვეული სპეციალისტის ბატონ ბეჟან ჩხეიძის შემადგენლობით, მოსწავლეებს განემარტად ქულების მიღების წესები.

თამაში როგორც მოსალოდნელი იყო საინტერესოდ და ემოციურად მიმდინარეობდა. პარალელი კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ.

დაძაბულ და თითქმის თანაბარ ორთაბრძოლაში გამოვლინდა გამარჯვებული მე-6 ბ კლასი. კლასები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით და გარდამავალი თასებით.

მხიარული სტარტები ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის და უბრალოდ მხიარულად და სასარგებლოდ დროის გატარების კარგი საშუალებაა. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კიდევ ერთხელ გვარწმუნებს , რომ მხიარული და ბედნიერი ბავშვობა უნდა ჰქონდეს ყველა ბავშვს . სპორტი კი ალაღებს და აჯანსაღებს ორგანიზმს!

ყველა ბავშვს ვულოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ! ჯანმრთელობასა და ოცნებების ასრულებას ვუსუვებთ მათ!

Categories
სკოლა ანაბასისი

,,დუმილით მჭერმეტყველი ხელოვნება“

,,დუმილით მჭერმეტყველი ხელოვნება“ – ასე დაერქვა გამოფენას, რომელიც V კლასის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიუძღვნეს. აქ თავმოყრილია სწავლის პროცესში ხელოვნების გაკვეთილზე შექმნილი სხვადასხვა დარგის(ფერწერა, გრაფიკა) და ჟანრის ( პორტრეტი, პეიზაჟი, ნატურმორტი, ყოფითი) ნამუშევრები, სადაც მოსწავლეებმა გამოიყენეს სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებები, ხერხები, მასალა და ა. შ.

მათ იციან, რომ ხელოვნება სამყაროს შემეცნების ერთ-ერთი საშუალებაა, სადაც შეუძლიათ საკუთარი თავის რეალიზაცია, მათ აქვთ თვითგამოხატვის შესანიშნავი ასპარეზი, რათა საკუთარი იდეა, ჩანაფიქრი, განცდა, განწყობილება შემოქმედებითად ასახონ საკუთად ნამუშევრებში. სწორედ ამ პრინციპით მუშაობდნენ ისინი მთელი წლის განმავლობაში. თავიანთი ნაფიქრალ- ნააზრევით შეამკეს ბავშვებმა გაზეთი ,,პალიტრა“, სწორედ იმ ბავშვებმა, რომელზედას პიკასო ამბობდა: ,,მე დამჭირდა ოთხი წელი რათა დამეხატა რაფაელივით, ხოლო მთელი სიცოცხლე, რათა დამეხატა ბავშვივით“

Categories
სკოლა ანაბასისი

ფესტივალი პრაღაში – მიღებული გამოცდილების დანერგვა და განვრცობა ქართულ სკოლებში.

#ScienceonStageEurope

ფესტივალი პრაღაში – მიღებული გამოცდილების დანერგვა და განვრცობა ქართულ სკოლებში.

მასწავლებელთა საერთაშორისო ფესტივალი არის დიდი გამოცდილება და პედაგოგიურ საქმიანობაში სიახლეების დანერგვის სტიმულატორი! მადლობა ილიას უნივერსიტეტს და SALiS ცენტრს ამ შესაძლებლობისათვის!

პრაღაში საერთაშორისო ფესტივალზე ყოფნის დროს მასწავლებელს საშუალება ეძლეოდა გაცნობოდა სხვა ქვეყნის მასწავლებელთა გამოცდილებას და გაეიზიარებინა იგი. ერთ-ერთ ვორკშოპზე, საჩუქრად მიღებული ქრომატოგრაფიის ექსპერიმენტის ჩასატარებელი პაკეტი გახდა ინსპირაცია , სკოლა ანაბასისის სკოლის მკვლევართა კლუბის მეცადინეობაზე მოსწავლეებს განეხორციელებინათ ექსპერიმენტი ინსტრუქციის მიხედვით. მოსწავლეებმა მონდომებითა და ინტერესით იმუშავეს. ქრომოტოგრაფიამ საშუალება მისცა მათ შუშხუნა ფხვნილის სხვადასხვ ფერი ერთმანეთისაგან დაეშორებინათ.

კლუბის შემდეგ მეცადინეობებზე გაგრძელდება პრაღაში შეძენილი გამოცდილების დანერგვა.

ფესტივალის ორგანიზატორები მიესალმებიან ფესტივალზე მიღებული გამოცდილების დანერგვასა და გაზიარებას საქართველოს ყველა იმ სკოლაში რომელთა პედაგოგიც საერთაშორისო ფესტივალზე იმყოფებოდა.

http://www.science-on-stage.eu/…/festival-projects-georgia

Categories
სკოლა ანაბასისი

English book education – ის მიერ ორგანიზებულ პროექტი

სკოლა ანაბასისის მე – 7 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს English book education – ის მიერ ორგანიზებულ პროექტში, რომელშიც ინგლისური ენის პედაგოგები და მათი მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით იღებდნენ მონაწილეობას. ორიგინალური და გამორჩეული ნამუშევრებით თემაზე – ,,აღდგომის ტრადიციები’’, სკოლა ანაბასისის მე-7 კლ ასელთა ნამუშევარი რჩეულთა სიაში მოხვდა. გამარჯვებულ მოსწავლეებს საზეიმო ვითარებაში , მოსწავლეთა თვითმართველობის თავჯდომარისა და სკოლის დირექტორის მიერ გადაეცა, პროექტის ხელმძღვანელის მიერ გადმოგზავნილი Macmillan Education – ის დამსახურებული სერტიფიკატები. ვულოცავთ მოსწავლეებს და მათ პედაგოგს ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, ნანა ფერაძეს მიღწეულ წარმატებას !

Categories
სკოლა ანაბასისი

ანაბასისელთა შთამბეჭდავი წარმატება ჭადრაკში!

ანაბასისელთა შთამბეჭდავი წარმატება ჭადრაკში!

ზესტაფონის მერიის მიერ ორგანიზებულ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ჭადრაკის ტურნირში 8 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებს შორის სამივე საპრიზო ადგილის მფლობელები ანაბასისის მე-2 ა კლასის მოსწავლეები არიან : პირველ ადგილზეა ირაკლი ცხადაძე, მეორეზე გიორგი ღავთაძე და მესამეზე გაბრიელა დვალი, უფროს სასკოლო ასკის მოჭადრაკეთა შორისაც არიან გამარჯვებულები. მე-7 კლასის მოსწავლე დავით მესხი პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო მე-6 კლასის მოსწავლე იოსებ გოგნაძე მეორეზე. ვულოცავთ ჩვენს მოჭადრაკეებს და მათ პედაგოგს , რაიონის ჭადრაკის საუკეთესო მწვრთნელ-პედაგოგს მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!

Categories
სკოლა ანაბასისი

ქიმიის რესპუბლიკური ოლიმპიადის გამარჯვებულები

ანაბასისის მე- 8 კლასის მოსწავლეები ანი კობერიძე, ნიკოლოზ ცხადაძე და ანასტასია ჯუღელი ქიმიის რესპუბლიკური ოლიმპიადის ფინალისტები არიან. რომელიც დღეს 29 მაისს გაიმართა აგრარულ უნივერსიტეტში. მათ წარმატებით გაიარეს ოლიმპიადის ორი ეტაპი და დაჯილდოვდნენ ოლიმპიადის ოგანიზატორების მიერ სერთიფიკატებით. ოლიმპიადის ორგანიზატორია საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, მხარდამჭერი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ოლიმპიადის მიზანი კი სკოლის მოსწავლეებში ქიმიის საგნის პოპულარიზაცია და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის ხელშეწყობა.

ჩვენი ფინალისტები გულმოდგინედ მოემზადნენ ოლიმპიადის დასკვნითი ეტაპისათვის. წარმატებებს ვუსურვებთ მათ!

Categories
სკოლა ანაბასისი

მაჩვობა თუ ნეკერჩხლობა??

მაჩვობა თუ ნეკერჩხლობა??

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ელისო ბერაძემ მე-6 ბ კლასში ჩაატარა გაკვეთილი თემაზე: ,, მაჩვობა თუ ნეკერჩხლობა???’’.

გაკვეთილზე იყო : მოსწავლეთა აქტიურობა,შემოქმედებითობა,თავისუფალი აზროვნება,მდიდარი ლექსიკური მარაგის წარმოჩენა,სითამამე ,მსჯელობის თანმიმდევრულობა,საკუთარი მოსაზრებების საილუსტრაციოდ კონკრეტული მაგალითების მოხმობა,ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ელემენტების ეფექტურად გამოყენება,მოთხრობაში წარმოჩენილი პრობლემის დაკავშირება თანამედროვეობასთან .მოსწავლეებმა ემოციურად იმსჯელეს იმაზე,რომ მაჩვობა ხანგრძლივი ნეტარებაა, მაგრამ, აბა, თუ შეედრება ნეკერჩხლის ფოთლის წამიერ ნეტარებას, რომელიც უფლის შეცნობას და მეცხრე ცაზე ასვლას ჰგავს? გაიხსენეს ფრაზა: ეკლიანი გზით ვარსკვლავებისკენ…მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვას:მაჩვობა თუ ნეკერჩხლობა???უპასუხეს მსჯელობით,თუ რით სჯობს მაჩვობას ნეკერჩხლობა, რომ ნეკერჩხლის ფოთლის ირმის ფერხთა ქვეშ კვდომის სცენამ ტყე შეცვალა… მუხამ იხილა მრავალსაუკუნოვანი სისულელის კიდევ ერთი მაგალითი, მაგრამ განა რამდენია ასეთი სულელი??? საუკუნეთა სიღრმეებშიც კი თითებზე ჩამოსათვლელი… მაშ, სტატისტიკას აქ რა ხელი აქვს? მუხას ირემივით ბღავილი მოუნდა, ისე ბღავილი, რომ ტანი აბურძგლოდათ გაშტერებულ წიფლებსა და რცხილებს, მაგრამ ეს არ შეეძლო და კვირტების უბეები წვეთებით ევსებოდა… მუხის ცრემლები უფლის მადლია, რადგან კურთხეულია ნეკერჩხლის ფოთლის სიყვარული. ის ერთიანად შეგძრავს, აგათრთოლებს, გაგაკეთილშობილებს, ხოლო მაჩვის ქონიანი დინგის დანახვაზე მხოლოდ გულისრევის შეგრძნება გიჩნდება…მოსწავლეების ნაწილმა გამოთქვა ვარაუდი,რომ მოთხრობაში ალეგორიულად შეიძლება ამოვიკითხოთ თავგანწირვა თავისუფლებისთვის.

მოსწავლეებმა გამოიტანეს დასკვნა:

გვზარავს მაჩვობა. მაგრამ შეგვიძლია კი ნეკერჩხლის ფოთლობა? აქ მესამე გზა არ არსებობს… ნეკერჩხლის ფოთოლი ან ხარ, ან – ვერა…

ბოლოს დიდებს დაგვისვეს კითხვა:

ჩვენ ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი ვართ… თქვენ?

გაკვეთილს დაუკვირდა და შეაფასა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი

Categories
სკოლა ანაბასისი

იკვებეთ ჯანსაღად, იცხოვრებთ ჯანმრთელად!

იკვებეთ ჯანსაღად, იცხოვრებთ ჯანმრთელად!

სასკოლო პროექტი: ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა.

ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ეკატერინე ჩაჩიბაიამ სასკოლო პროექტის ფარგლებში ჩაატარა გაკვეთილი მე-6 კლასში თემაზე ,, ჯანსაღი კვება’’. მასწავლებლის მიერ დაგეგმილი ყველა აქტივობა მიზანს შეესაბამებოდა. გაკვეთილი მორგებული იყო მოსწავლეთა საჭიროებებს, მიმდნარეობდა დინამიურად , მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით. ლექსიკური მარაგი , გრამატიკული წესებისა და ნორმების ცოდნა მოსწავლეებს საშუალებას აძლევდა თავიანთი მოსაზრებები ინგლისურ ენაზე ჩამოეყალიბებინათ. გამოიყენეს ზეპირიმეტყველების არავერბალური კომუნიკაციის ხერხები: ინტონაცია, მახვილი, პაუზა, ხმის ტემბრი, მეტყველების ტემპი.

ისაუბრეს თუ რა არის ჯანსაღი ცხოვრების რეჟიმი, როგორ უნდა ვიცხოვროთ და რა გავკეთოთ იმისათვის რომ ვიყოთ ჯანმრთელები, როგორია ჯანსაღი კვების პირამიდა, ისაუბრეს რატომ და რა რაოდენობითაა საჭირო: რძის პროდუქტების, მარცვლეულის, ხილ-ბოსტნეულის მიღება. რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობა, რას აკეთებენ ადამიანები ამისათვის , როგორ და რა მეთოდებით შეგვიძლია ვიცხოვროთ ჯანსაღად. მოსწავლეებმა დაასაბუთეს მოსაზრება თუ რა არის ჭარბწონიანობის გამომწვევი მიზეზები და წარმოაჩინეს პრობლემის გადაჭრის/აღმოფხვრის საკუთარი ხედვა.

გაკვეთილის გააზრებულად დაგეგმვა და კოორდინირება ზრდის მოსწავლის ქმედუნარიანობას, ეხმარება მას სიძნელეთა გადალახვაში თუკი გარემოც შესაბამისადაა შერჩეული რათა გამოავლინოს მოსწავლემ მასწავლებლის შერჩეული ხერხებითა და მიდგომებით ცოდნის სამივე კატეგორია: დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული. სწორედ ცოდნის სამივე კატეგორიის შერწყმამ, ნათლად გაანალიზებინა თითოეულ მოსწავლეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობა, რა აქტივობები, კვების რეჟიმი დაეხმარებათ მათ იმისათვის რომ იყვნენ ჯანმრთელები. გაანალიზეს ანდაზები „ დღეში ერთი ვაშლის მიღება ექიმს აგარიდებსო“, „ ჯანმრთელობა უფრო ღირებულია ვიდრე სიმდიდრე.“, „ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი გონებაა“. გაკვეთილის შეჯამებისას მოსწავლეებმა შექმნეს სლოგანი.,,იკვებეთ ჯანსაღად, იცხოვრებთ ჯანმრელად!“

გაკვეთილს დაუკვირდა დაც შეაფასა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი.

წარმატებები ქალბატონ ეკატერინეს მოსწავლეებთან ერთად!