Categories
სკოლა ანაბასისი

თანამედროვე მეთოდების შეტანა და დანერგვა სასწავლო პროცესში.

განვითარებული ტექნოლოგიის, ახალი ეკონომიკური რეალობისა და გლობალიზაციის პირობებში გაზრდილი ყურადღება ეთმობა ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და დამოუკიდებლად სწავლის უნარის შეძენის საკითხს.სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია თანამედროვე მეთოდების შეტანა და დანერგვა სასწავლო პროცესში. რუტინული გაკვეთილები უინტერესო და მოსაბეზრებელია მოსწავლეთათვის. ამიტომ მასწავლებელმა განსხვავებული სასწავლო მეთოდები უნდა შესთავაზოს მოსწავლეებს, რათა XXI საუკუნის კომპეტენციების გამომუშავებას შეუწყოს ხელი. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ კრიტიკული აზროვნება, საკუთარი შეხედულებების და ინტერესების არგუმენტირებულად დასაბუთება, შეფასება და დასკვნების გამოტანა. ინგლისურის მასწავლებელი ნანა ფერაძე ცდლობს საინტერესო და სახალისო გახადოს სწავლების პროცესი. ჩართოს გლობალურ თუ რესპუბლიკურ პროექტებში. ჩაატაროს მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული გაკვეთილები.

,, ინგლისი” ამ თემაზე სკოლა ანაბასისის მასწავლებელმა ნანა ფერაძემ ჩაატარა გაკვეთილი ,,ინგლისი ინგლისურად”, რომელზეც მე-7 კლასის მოსწავლეებმა მათ მიერ შექმნილი პოსტერ- პრეზენტაციებით წარმოადგინეს ინგლისი. მოსწავლეების და მასწავლებლის მიერ შერჩეული და განხილული იყო 10 საკითხი: ინგლისის ისტორია, ინგლისური ენის ისტორია, უნივერსიტეტები, სამეფო ოჯახი, ინგლისის კულტურა, ტრადიციები, ღირსშესანიშნაობები, მოსახლეობა, დროშა და სპორტი. მოსწავლეებმა შეძლეს და საკმაოდ საინტერესოდ გვამოგზაურეს ამ ქვეყანაში. გრამატიკული წესების, სიტყვის კარგი მარაგით და გამოთქმის დაცვით მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი ჩამოთვლილ თემებს.

წარმატებები ქალბატონ ნანას თავის მოსწავლეებთან ერთად!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *