Categories
სკოლა ანაბასისი

მე-4ა კლასში ჩატარებული გაკვეთილი “ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია”

ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. ეს ფრაზა გასდევდა მე-4ა კლასში უფროსი მასწავლებელ თეა გურაბანიძის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს, რომელზეც მოსწავლეებმა წერილებსა თუ ჩანახატებში წარმოადგინეს თავიანთი დამოკიდებულება ოთხფეხა მეგობრების მიმართ. სპეციალური ფოტოსესიაც მოაწყვეს საყვარელი ცხოველების უკეთ გასაცნობად. შემდეგ კი ინტერესით გაეცვნენ მურიას, ოტია იოსელიანის მოთხრობაში ,, ასე მოკვდა მურია“მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობა პიროვნული თანასწორობისა და თანამშრომლობის პრინციპზე იყო აგებული. საინტერესო იყო მოსწავლეთა ვარაუდების მოსმენა, მოთხრობაში შესაძლო მოქმედებების განვითარების შესახებ. მოთხრობის სიუჟეტმა , კიდევ ერთხელ დაარწმუნა მოსწავლეები ოთხფეხა მეგობრის საყვარელი ადამიანის მიმართ ერთგულებაში და მზრუნველობაში. მასწავლებელის მიერ გაკვეთილისთვის წინასწარ შერჩეული ან იმპროვიზირებული სწავლების ყველა სტრატეგია მიზნის შესაბამისი იყო. მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობის დროს იყენებდა მრავალფეროვან კითხვებს, რომლებიც მოსწავლეებისაგან დაფიქრებას, საკითხის გააზრებასა და მსჯელობას მოითხოვდა, იგი მიმართებებს ამყარებდა საგაკვეთილო მიზანსა და გრძელვადიან მიზნებს შორის. წარმატებულად ამყარებდა შიდასაგნობრივ და საგანთაშორის კავშირებს,მოსწავლეებამა მიიღეს ინფორმაციები როგორ მოიშინაურა ადამიანმა ძაღლი, როგორ ვიზრუნოთ მასზე, რა უნდა იცოდნენ მისი დაავადების შესახებ. მოთხრობაშიც ერთ-ერთ დაავადება აღწერილი აქვს მწერალს ძალიან ნათლად იმიტომ რომ ეს ამბავი ავტობიოგრაფიულია. ოტიას ეზოს ვირტუალური დათვალიერება კარგად აღქმადი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის , რადგან მათ მონახულებული ჰქონდათ მწერლის სახლმუზეუმი,რომელმაც ღრმა შთაბეჭდილება დატოვა მათში. მასწავლებელი ისე წარმართავდა გაკვეთილს, რომ მოსწავლეები კოგნიტურად იყვნენ ჩართულები სასწავლო პროცესში, გაკვეთილი თავიდან ბოლომდე ხალისიანად და დინამიურად მიმდინარეობდა, მასწავლებელი იყენებდა მრავალფეროვან სტრატეგიებს. პროცესი ინტერაქტიური იყო , მასწავლებლის განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ყველა ეტაპზე საგაკვეთილო პროცესში თანაბრად ჩართული იყო ფაქტობრივად ყველა მოსწავლე .

გაკვეთილს დაუკვირდა და შეაფასა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფმა.

წარმატებები ქალბატონ თეას და მის მოსწავლეებს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *