Categories
სკოლა ანაბასისი

მაჩვობა თუ ნეკერჩხლობა??

მაჩვობა თუ ნეკერჩხლობა??

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ელისო ბერაძემ მე-6 ბ კლასში ჩაატარა გაკვეთილი თემაზე: ,, მაჩვობა თუ ნეკერჩხლობა???’’.

გაკვეთილზე იყო : მოსწავლეთა აქტიურობა,შემოქმედებითობა,თავისუფალი აზროვნება,მდიდარი ლექსიკური მარაგის წარმოჩენა,სითამამე ,მსჯელობის თანმიმდევრულობა,საკუთარი მოსაზრებების საილუსტრაციოდ კონკრეტული მაგალითების მოხმობა,ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ელემენტების ეფექტურად გამოყენება,მოთხრობაში წარმოჩენილი პრობლემის დაკავშირება თანამედროვეობასთან .მოსწავლეებმა ემოციურად იმსჯელეს იმაზე,რომ მაჩვობა ხანგრძლივი ნეტარებაა, მაგრამ, აბა, თუ შეედრება ნეკერჩხლის ფოთლის წამიერ ნეტარებას, რომელიც უფლის შეცნობას და მეცხრე ცაზე ასვლას ჰგავს? გაიხსენეს ფრაზა: ეკლიანი გზით ვარსკვლავებისკენ…მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვას:მაჩვობა თუ ნეკერჩხლობა???უპასუხეს მსჯელობით,თუ რით სჯობს მაჩვობას ნეკერჩხლობა, რომ ნეკერჩხლის ფოთლის ირმის ფერხთა ქვეშ კვდომის სცენამ ტყე შეცვალა… მუხამ იხილა მრავალსაუკუნოვანი სისულელის კიდევ ერთი მაგალითი, მაგრამ განა რამდენია ასეთი სულელი??? საუკუნეთა სიღრმეებშიც კი თითებზე ჩამოსათვლელი… მაშ, სტატისტიკას აქ რა ხელი აქვს? მუხას ირემივით ბღავილი მოუნდა, ისე ბღავილი, რომ ტანი აბურძგლოდათ გაშტერებულ წიფლებსა და რცხილებს, მაგრამ ეს არ შეეძლო და კვირტების უბეები წვეთებით ევსებოდა… მუხის ცრემლები უფლის მადლია, რადგან კურთხეულია ნეკერჩხლის ფოთლის სიყვარული. ის ერთიანად შეგძრავს, აგათრთოლებს, გაგაკეთილშობილებს, ხოლო მაჩვის ქონიანი დინგის დანახვაზე მხოლოდ გულისრევის შეგრძნება გიჩნდება…მოსწავლეების ნაწილმა გამოთქვა ვარაუდი,რომ მოთხრობაში ალეგორიულად შეიძლება ამოვიკითხოთ თავგანწირვა თავისუფლებისთვის.

მოსწავლეებმა გამოიტანეს დასკვნა:

გვზარავს მაჩვობა. მაგრამ შეგვიძლია კი ნეკერჩხლის ფოთლობა? აქ მესამე გზა არ არსებობს… ნეკერჩხლის ფოთოლი ან ხარ, ან – ვერა…

ბოლოს დიდებს დაგვისვეს კითხვა:

ჩვენ ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი ვართ… თქვენ?

გაკვეთილს დაუკვირდა და შეაფასა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *