Categories
სკოლა ანაბასისი

იკვებეთ ჯანსაღად, იცხოვრებთ ჯანმრთელად!

იკვებეთ ჯანსაღად, იცხოვრებთ ჯანმრთელად!

სასკოლო პროექტი: ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა.

ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ეკატერინე ჩაჩიბაიამ სასკოლო პროექტის ფარგლებში ჩაატარა გაკვეთილი მე-6 კლასში თემაზე ,, ჯანსაღი კვება’’. მასწავლებლის მიერ დაგეგმილი ყველა აქტივობა მიზანს შეესაბამებოდა. გაკვეთილი მორგებული იყო მოსწავლეთა საჭიროებებს, მიმდნარეობდა დინამიურად , მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით. ლექსიკური მარაგი , გრამატიკული წესებისა და ნორმების ცოდნა მოსწავლეებს საშუალებას აძლევდა თავიანთი მოსაზრებები ინგლისურ ენაზე ჩამოეყალიბებინათ. გამოიყენეს ზეპირიმეტყველების არავერბალური კომუნიკაციის ხერხები: ინტონაცია, მახვილი, პაუზა, ხმის ტემბრი, მეტყველების ტემპი.

ისაუბრეს თუ რა არის ჯანსაღი ცხოვრების რეჟიმი, როგორ უნდა ვიცხოვროთ და რა გავკეთოთ იმისათვის რომ ვიყოთ ჯანმრთელები, როგორია ჯანსაღი კვების პირამიდა, ისაუბრეს რატომ და რა რაოდენობითაა საჭირო: რძის პროდუქტების, მარცვლეულის, ხილ-ბოსტნეულის მიღება. რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობა, რას აკეთებენ ადამიანები ამისათვის , როგორ და რა მეთოდებით შეგვიძლია ვიცხოვროთ ჯანსაღად. მოსწავლეებმა დაასაბუთეს მოსაზრება თუ რა არის ჭარბწონიანობის გამომწვევი მიზეზები და წარმოაჩინეს პრობლემის გადაჭრის/აღმოფხვრის საკუთარი ხედვა.

გაკვეთილის გააზრებულად დაგეგმვა და კოორდინირება ზრდის მოსწავლის ქმედუნარიანობას, ეხმარება მას სიძნელეთა გადალახვაში თუკი გარემოც შესაბამისადაა შერჩეული რათა გამოავლინოს მოსწავლემ მასწავლებლის შერჩეული ხერხებითა და მიდგომებით ცოდნის სამივე კატეგორია: დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული. სწორედ ცოდნის სამივე კატეგორიის შერწყმამ, ნათლად გაანალიზებინა თითოეულ მოსწავლეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობა, რა აქტივობები, კვების რეჟიმი დაეხმარებათ მათ იმისათვის რომ იყვნენ ჯანმრთელები. გაანალიზეს ანდაზები „ დღეში ერთი ვაშლის მიღება ექიმს აგარიდებსო“, „ ჯანმრთელობა უფრო ღირებულია ვიდრე სიმდიდრე.“, „ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი გონებაა“. გაკვეთილის შეჯამებისას მოსწავლეებმა შექმნეს სლოგანი.,,იკვებეთ ჯანსაღად, იცხოვრებთ ჯანმრელად!“

გაკვეთილს დაუკვირდა დაც შეაფასა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი.

წარმატებები ქალბატონ ეკატერინეს მოსწავლეებთან ერთად!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *