Categories
სკოლა ანაბასისი

26 მაისი – საქართველოს ეროვნული დღესასწაულია

26 მაისი – საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ყოველ წელს , ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა.ზუსტად ამ დღეს,1918 წლის 26 მაისს, გოლოვინის გამზირზე, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, თავისი უკანასკნელი სხდომა ჩაატარა ამიეკავკასიის სეიმმა. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა. იმავე დარბაზში შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა,რომელიც გაიხსნა 4 საათსა და 50 წუთზე ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 5 საათსა და 10 წუთზე ერთხმად დაამტკიცა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“.ამ დოკუმენტის მიხედვით შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

საუკუნეზე მეტი გავიდა

ამ მოვლენიდან და სკოლა ანაბასისის მერვე კლასელებმა საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს ამ ღირსშესანიშნავი დღის გასახსენებლად პედაგოგებთან – ნინო როინიშვილთან და თეა სამხარაძესთან ერთად.მოსწავლეებმა მოისმინეს და გაეცვნენ ერთმანეთისა და მასწავლებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას,ვიდეო და ფოტო-მასალას.ინტერაქტიულობით გამოირჩეოდა დამსწრე საზოგადოებაც,რომელთა შორისაც იყვნენ სკოლის მეშვიდეკლასელები,სხვადასხვა საგნის პედაგოგები და დირექტორი,ქალბატონი :ქეთევან ედიბერიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *