ჩრდილების თეატრი
მესამე ბ კლასში წამყვანმა მასწავლებლმა შორენა მუმლაძემ ჩაატარა გაკვეთილი ბუნებაში სინათლე და სითბო. გაკვეთილი თავიდან ბოლომდე ხალისიანად და დინამიურად მიმდინარეობდა, მასწავლებელი იყენებდა მრავალფეროვან სტრატეგიებს. პროცესი ინტერაქტიური იყო, მასწავლებლის განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ყველა ეტაპზე საგაკვეთილო პროცესში თანაბრად იყო ჩართული. ფაქტობრივად ყველა მოსწავლე. პრაქტიკულმა ექსპერიმენტებმა თეორიული მასალის გაანალიზებას შეუწყო ხელი. სითბოსა და სინათლის გავრცელების მარტივი კანონზომიერების აღწერაში, სითბოს გადაცემის თავისებურებებში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა მოსწავლეთა ცოდნის დონე გააფართოვა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით შესძინა მათ. თერმოსმა და მასში მოთავსებულმა ცხელმა წყალმა, თბოიზოლატორების ცნება უფრო გასაგები გახადა, ცხელი წყლით გამთბარმა ალუმინის კოვზით დაასკვნეს რომ ალუმინი სითბო გამტარია, ხოლო გაზქურაზე მოთავსებულ ტაფაზე კვერცხის შეწვით პატარა მზარეულმა სითბოს გადაცემასთან ერთად ყურადღება უსაფრთხოების წესებზე გაამახვილა, თუ კი მისი თანატოლი მარტო აღმოჩნდება სამზარეულოში, პრაქტიკულად იქნა ასევე ნაჩვენები სინათლისა და სითოს ბუნებრივი და ხელოვნური წყაროები, სანთელი, სანათი, კოცონი. გამჭირვალე და გაუმჭირვალე საგნები, ჩრდილის წარმოქმნაზეც ლოგიკურად მოხდა გადასვლა და მას შემდეგ რაც მოსწავლეებმა თვალნათლივ დაინახეს ხელოვნურად ჩაბნელებულ მათ საკლასო ოთახში , როგორ იზრდებოდა, მცირდებოდა ჩრდილის ზომები, ერთ-ერთი საინტერესო აქტივობა ,,ჩრდილების თეატრი“ წარმოადგინეს. საგანგებოდ შექმნილი აფიშამ გვამცნო რომ ვიხილავდით ,, წითელქუადას“, მესამე კლასელების ახლებური ინტერპრეტაციით. პატარა მსახიობებმა თავიანთი თოჯინებით საინტერესო ჩრდილები შექმნეს კედელზე, გაახმოვანეს სპექტაკლი. წარმოადგინეს პერსონაჟების ნახატები. გაკვეთილზე მასწავლებელი წარმატებულად ამყარებდა შიდასაგნობრივ და საგანთაშორის კავშირებს,მოსწავლეებს განუვითარდათ შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნება, შეიძინეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელიც რეალურ ცხოვრებაში დაეხმარებათ. გაკვეთილს ესწრებოდა და შეაფასა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფმა.
წარმატებები მასწავლებელს და მოსწავლეებს!