სასწავლო გაჩერებები ქიმიის გაკვეთილზე
სკოლა ანაბასისის ქიმიის წამყვანი მასწავლებლის მარინა ხუსკივაძის მიერ მე-10 კლასში ჩატარდა გაკვეთილი სასწავლო გაჩერებების სტრატეგიის გამოყენებით, რომელიც დიფერენცირებული სწავლების ერთ-ერთი საუკეთესო და სახალისო მიდგომაა და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მოთხოვნას პასუხობს. გაკვეთილის თემა იყო:ელექტროლიტური დისოციაციის თეორია, ელექტროლიზი“
გამოყენებულმა მეთოდმა ყველა მოსწავლეს მისცა საშუალება სასწავლო პროცესში ჩართულიყო. ერთ გაჩერებაზე თეორეტიკოსებს შეეძლოთ თავიანთი ცოდნა კიდევ უფრო გაეღრმავებინათ და კითხვებზე ეპასუხათ, მეორე გაჩერებაზე პრაქტიკოსებს ექსპერიმენტების დაგეგმისა და განხორციელების საშუალება ჰქონდათ, მესამე გაჩერებაზე მასწავლებლის მიერ მოძიებულ საინტერესო ვიდეომასალით გაეცვნენ ელექტროლიზის პრაქტიკულ გამოყენებას, შეავსეს კროსვორდი და მოამზადეს პრეზენტაციები. გაჩერებებისათვის მოწყობილმა საკლასო გარემომ მოსწავლეებში აღძრა ცნობისმოყვარეობა და გაზარდა სასწავლო პროცესში მათი ჩართულობისა და თანამშრომლობის სურვილი. მასწავლებელი საჭიროების შემთხვევაში ეხმარებოდა მოსწავლეებს აძლევდა ეფექტურ სიტყვიერ განმავითარებელ კომენტარებს. გაკვეთილმა მიზანს მიაღწია. გაკვეთილს დაუკვირდა და შეაფასა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი.
წარმატებები მასწავლებელს და მოსწავლეებს!