შეხვედრა მზრუნველთა საბჭოსთან.სკოლა ანაბასისში შედგა მშობელთა თვითმმართველობის ორგანოს , მზრუნველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა სკოლის დირექციასთან. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე სასწავლო წელს სკოლის მიღწეული შედეგები, არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა სკოლაში მიმდინარე გამართულ სასწავლო პროცესზე, პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე , პირველი სემესტრის ბოლოს ჩატარებულ ტრადიციულ რეიტინგულ წერაზე , რომელიც მოსწავლეთა საჭიროებების დადგენის ერთგვარი ინდიკატორია, მიმდინარე კომპლექსურ დავალებებზე რომლებიც აქტიურად ხორციელდება მასწავლებლის , მოსწავლის და მშობლის თანამშრომლობით , განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაანონსებულ სადიაგნოსტიკო შეფასებებზე , როგორც ერთ-ერთ საინტერესო გამოწვევაზე .როგორც ცნობილია, სამინისტრო უზრუნველყოფს სკოლებისათვის მოსწავლეთა მიერ შესასრულებელი დავალებისა და მასწავლებლის მიერ ამ დავალების შესაფასებელი სქემის მოწოდებას. მოსწავლეს მიიღებს განმავითარებელ შეფასებას და არა განმსაზღვრელს ( არ დაუწერება ქულა)მოხდება მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებების გაანალიზება და შესაბამისი აქტივობების დადგენა მათი წინსვლის ხელშესაწყობად. მიღებული შედეგები საინტერესო და სასარგებლო იქნება სწავლ-სწავლების პროცესის ყველა მონაწილე მხარისათვის. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა სკოლისათვის მნიშვნელოვანი სხვა მიმდინარე საკითხები. სკოლა ანაბასისის წარმატების საიდუმლო მშობლებთან აქტიურ თანამშრომლობაშია. სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობა ამდიდრებს სკოლის კულტურას და ხელს უწყობს მის განვითარებას. სკოლა დაინტერესებულია მშობელთან აქტიური თანამშრომლობით, რაც დადებითად აისახება სასკოლო საზოგადოებაზე , მასწავლებლებზე, მშობლებსა და მოსწავლეებზე. მშობლები და მასწავლებლები ერთიანდებიან ხელი შეუწყონ მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ზრდას, სოციალურ, ემოციურ, ინტელექტუალურ განვითარებას. მზრუნველთა საბჭო ყველა კლასის მოსწავლეთა მშობლების წარმომადგენელთა ნებაყოფლობითი საზოგადოებაა , რომელიც დაინტერესებულია სკოლის მოსწავლეთა სწავლა -აღზრდის პროცესის სრულყოფით და მისთვის მატერიალური ბაზის გაუმჯობესებით . მადლობა ანაბასისის მოსწავლის ყველა მშობელს თანამშრომლობისათვის , ერთად ნამდვილად შევძლებთ მყარი საძირკველი ჩაუყაროთ ჩვენი შვილების ნათელ მომავალს!
Categories