სასკოლო პროექტი ,, ჯანსაღი ცხოვრება უალტერნატივოა“ . დაინფიცირება და ჯანმრთელობა. პანდემიის პირობებში დაინფიცირების საფრთხე ყველა ჩვენგანს ემუქრება . დაინფიცირებიდან რამდენ ხანში გამოგვივლინდება სიმპტომები, რამდენი ადამიანს ემუქრება საფრთხე ერთი დაინფიცირებული ადამიანიდან, (თუ ერთი ადამიანს შეუძლია 4 ადამიანის დაინფიცირება.) რა რაოდენობა წამალი უნდა მივიღო დაინფიცირების შემთხვევაში? ჯანმრთელობის აღსადგენად რეაბილიტაციის ცენტრში რამდენი ვიზიტი დაგვჭირდება და რა თანხა უნდა გადავიხადოთ სარეაბილიტაციოდ? ამ კითხვებზე პასუხები მივიღეთ მე-9 კლასელებისგან მათემატიკის გაკვეთილზე , რომლის თემა იყო ,, არითემატიკური და გეომეტრიული პროგრესიები’’. სამიზნე ცნება მიმდევრობა.არითმეტიკური და გეომეტრიული პროგრესიების n ური წევრების და პირველი n წევრების ჯამის გამოსათვლელმა ფორმულების სწორად და გააზრებულად გამოყენებით მოსწავლეებმა პასუხები გასცეს პრაქტიკული ცხოვრებიდან აღებულ პრობლემურ კითხვებს . სათანადო გაანგარიშებით კი გვაჩვენეს, რომ თუ ერთი ადამიანი 4 ადამიანს კი არ დააინფიცირებს არამედ სამს და ის ერთი დაიცავს რეგულაციებს, პირად ჰიგიენას 7 დღეში , 21000 ადამიანის ნაცვლად , დაინფიცირდება 3280, შთამბეჭდავი განსხვავება თვალნათლივ გვარწმუნებს რეგულაციებისა და პირადი ჰიგიენის დაცვის აუცილებლობაში. გაკვეთილზე მიმდინარეობდა განზოგადებით მიღებული დასკვნების დასაბუთება, ლოგიკური მსჯელობა. მათემატიკური ტერმინების , აღმოჩენების და სიმბოლოების კორექტულად და ლოგიკურად გამოყენება, მათემატიკურ იდეებს შორის კავშირების დადგენა, ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული ობიექტებისა და პროცესების მათემატიკური ფორმულირება.ამოცანის ამოხსნის შემდეგ მიღებული შედეგის კრიტიკული შეფასება , ანალიზი ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით.მათემატიკური პრობლემის გადაჭრის გზა მოსწავლეებმა ვიზუალურად საპრეზენტაციო პროგრამით აჩვენეს, ტექნოლოგიების გამოყენებით შეადგინეს ცხრილები და გრაფიკები. მოსწავლეთა მიღწეული შედეგებიც მათ მიერ სათანადოდ შექმნილ დოკუმენტში აისახა. მასწავლებელი მიმართებებს ამყარებდა საგაკვეთილო მიზანსა და გრძელვადიან მიზნებს შორის. ჩანდა საგნის ღრმა, ფუნდამენტური და დარგში არსებული უახლესი მიღწევების ცოდნა, წარმატებულად ხორციელდებოდა შიდასაგნობრივი და საგანთაშორისი კავშირები, მოსწავლეებმა მიიღეს კონცეფციების, ცნებების, წესების და ა.შ. მკაფიო/ზუსტ განმარტება, რომელიც სრულიად შეესაბამება მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებს. გაკვეთილი არ შემოიფარგლება მხოლოდ სახელმძღვანელოში არსებული მასალით, გახილულ იქნა საინტერესო ინფორმაციეები, რომელიც პრაქტიკულ ცხოვრებაში არსებულ სიტუაციებს მათემატიკური გაანგარიშებებით ადასტურებს. ერთ-ერთი იყო ,, ფიბონაჩის მიმდევრობა’’ფიბონაჩი ცნობილია, როგორც შუა საუკუნეების “უდიდესი მათემატიკოსი”. იგი დაიბადა 1170 წელს და გარდაიცვალა 1240 წელს…მან დაგვიტოვა საკმაოდ ღრმა და საფუძვლიანი ცნობები “ოქროს კვეთასა” და ღვთიურ მიმდევრობაზე. ფიბონაჩის რიცხვებს ხშირად ბუნების ნუმერაციის სისტემასაც უწოდებენ , რადგან სამყაროში თითქმის ყველაფერი მას და ოქროს კვეთის პროპორციას ემყარება, ეს ორი საკითხი კი საკმაოდ მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული…. ახალი იდეების გაცნობა მოსწავლეებს მისცემს საშუალებას, შეადგინონ ახალი საინტერესო ამოცანები , რომელშიც ცხოვრებისეული პრობლემა იქნება გადასაწყვეტი. გაკვეთილი კომპლექსური დავალების -დაინფიცირება და ჯანმრთელობის ერთ-ერთი ეტაპი იყო. გაკვეთილმა მიზანს მიაღწია,იგი მიმდინარეობდა საინტერესოდ. მოსწავლეებმა შეიძინეს 21 -ე საუკუნის უნარები. პრობლემის გადაჭრა და კრიტიკული უნარები.გაკვეთილს დაუკვირდა და შეაფასა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი. წარმატებები პედაგოგ დავით ლაბაძეს და მის მოსწავლეებს !
Categories