სკოლა ანაბასისი. პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა.სკოლა ანაბასისში მეექვსე მეორე კლასში ქართულის წამყვანი მასწავლებლის ელისო ბერაძის მიერ ჩატარდა გაკვეთილი თემაზე,, ხელი გავუწოდოთ ბუნებას“. რომელსაც დააკვირდა და შეაფასა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი. გაკვეთილი კლასში განხორციელებული კომპლექსური დავალების ერთ-ერთი ეტაპი იყო. მოსწავლეებმა შეძლეს შეექმნათ კედლის გაზეთები(გაერთიანებულნი იყვნენ 4 ჯგუფად),წარმოედგინათ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცია,პრეზენტაციისას წარმოადგინეს მთავარი იდეა და გამოიტანეს დასკვნა,შეძლეს ,გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება ბუნების მიმართ,წარმოეჩინათ გუნდური მუშაობის,შემოქმედებითი და წერითი უნარების ცოდნა. მოსწავლეთა აქტიურობა,შემოქმედებითობა(წარმოადგინეს საკუთარი შექმნილი ლექსები და მოთხრობები ბუნების დაცვის თემაზე),სითამამე პრეზენტაციების წარმოდგენის დროს, მსჯელობის თანმიმდევრულობა,საკუთარი მოსაზრებების საილუსტრაციოდ კონკრეტული მაგალითების მოხმობა,ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ელემენტების ეფექტურად გამოყენება,დროის ლიმიტის დაცვა,კორექტულობა სხვა ჯგუფების მონაწილეთა მიმართ.გაკვეთილზე აქცენტი გაკეთდა ,რომ ჩვენი პლანეტა და ჩვენი ჯანმრთელობა ეს მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული ცნებებია! დავიცვათ პლანეტა ! ნიშნავს დავიცვათ ჯანმრთელობა! ხელი გავუწოდოთ ბუნებას! ნიშნავს ვიზრუნოთ ჯანმრთელობის დასაცავად! მასწავლებელის მიერ გაკვეთილისთვის წინასწარ შერჩეული ან იმპროვიზირებული სწავლების ყველა სტრატეგია მიზნის შესაბამისი იყო . მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობის დროს იყენებდა მრავალფეროვან კითხვებს, რომლებიც მოსწავლეებისაგან დაფიქრებას, საკითხის გააზრებასა და მსჯელობას მოითხოვდა. მასწავლებელი თანმიმდევრული იყო კითხვების დასმის დროს, იწყებდა მარტივით და თანდათან ართულებდა მათ. მაღალი სააზროვნო დონის შეკითხვების გამოყენებით მასწავლებელი აგრეთვე ხელს უწყობდა მოსწავლეთა მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას. ხშირად კითხვის დასმის ინიციატორები მოსწავლეებიც იყვნენ. მასწავლებელი ეფექტურად იყენებდა მათ ინიციატივას და გაკვეთილი დინამიურად მიმდინარეობდა. მოსწავლეები არგუმენტირებულად მსჯელობდენ, – აჯამებდენ, გამოქონდათ დასკვნები. მასწავლებელი ფასილიტატორის როლში იყო და მთელ კლასს წარმატებით რთავდა სწავლა-სწავლების პროცესში. წარმატებები მასწავლებელს და მოსწავლეებს!
Categories