Categories
სკოლა ანაბასისი

სკოლა ანაბასისის უფროსმა მასწავლებლმა ნანა გიორგაძემ მეექვსე პირველ კლასში ჩაატარა ხელოვნების გაკვეთილი

სკოლა ანაბასისის უფროსმა მასწავლებლმა ნანა გიორგაძემ მეექვსე პირველ კლასში ჩაატარა ხელოვნების გაკვეთილი , რომელსაც დაუკვირდა და შეაფასა სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი. მოსწავლეებმა შეძლეს სახვითი ხელოვნების ერთ- ერთი ჟანრის – პორტრეტის, წინარე ცოდნაზე დაყრდნობით გაეცნოთ და გაეანალიზებინათ ისტორიული და მხატვრული თვალსაზრისით ძალზე საინტერესო პორტრეტის ნიმუში – ფაიუმის პორტრეტი; მოსწავლეებს განუვითარდათ დაკვირვების , ხელოვნების ნიმუშზე ასახული განწყობილების ამოკითხვისა და სიტყვიერად მიღებული შთაბეჭდილების გადმოცემის უნარები.
რასაც ადასტურებდა მათი პასუხები მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებზე. მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობის დროს იყენებდა მრავალფეროვან კითხვებს, რომლებიც მოსწავლეებისაგან დაფიქრებას, საკითხის გააზრებასა და მსჯელობას მოითხოვდა. მასწავლებელი თანმიმდევრული იყო კითხვების დასმის დროს, იწყებდა მარტივით და თანდათან ართულებდა მათ. მაღალი სააზროვნო დონის შეკითხვების გამოყენებით ხელს უწყობდა მოსწავლეთა მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას.
გაკვეთილზე გამოყენებულ იქნა მიზნის შესაბამისი აქტივობები, რაც დაეხმარათ ბავშვებს ახალი ინფორმაცია დაეკავშირებინათ განვლილ მასალასთან. ვენის დიაგრამით, მოსწავლეებმა შეძლეს შეედარებინათ სხვადასხვა ეპოქაში შესრულებული პორტრეტები, რომაელი ქალის პორტრეტი ფაიუმის პორტრეტს, მხატვრულ -მახასიათებელი თვისებების გააზრებულ ცოდნაზე დაყრდნობით წარმატებით გაართვეს თავი დავალებას, სხვადასხვა ეპოქაში შექმნილ პორტრეტები დაელაგებინათ ქრონოლოგიურად უძველესიდან უახლესამდე.
გაკვეთილმა აჩვენა,რომ გააზრებულად დაგეგმვა და კოორდინირება ზრდის მოსწავლის ქმედუნარიანობას, ეხმარება მას სიძნელეთა გადალახვაში, შესაძლებლობას აძლევთ მასწავლებლის შერჩეული ხერხებითა და მიდგომებით გამოავლინონ ცოდნის სამივე კატეგორია: დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული. პირველი გულისხმობს ფაქტებისა და თეორიების ცოდნას, მეორე გულისხმობს ცოდნის რეალიზებას და მესამე კი პასუხობს კითხვას როდის ან რატომ უნდა გამოვიყენო შეძენილი ცოდნა და უზრუნველყოფს ცოდნის ადეკვატურად გამოყენებას სხვადასხვა კონტექსტში
წარმატებები მოსწავლეებს და მასწავლებელს ქალბატონ ნანა გიორგაძეს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *