Categories
სკოლა ანაბასისი

დედამიწის დღესთან დაკავშირებით სკოლა ანაბასისში განხორციელდა პროექტი ,, გაუფრთხილდეთ დედამიწას- გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას’’

დედამიწის დღესთან დაკავშირებით სკოლა ანაბასისში განხორციელდა პროექტი ,, გაუფრთხილდეთ დედამიწას- გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას’’ ადამიანის მავნე ზემოქმედება გარემოზე ყველაზე მძიმედ თვით ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება. რთულია მოუსმინო იმ საფრთხეს რაც შეიძლება დაბინძურებულმა გარემომ მიაყენოს ადამიანს და ეს არ გახდეს მისი შეცვლის საწინდარი. პროექტის ინიციატორია სკოლის ეკოლოგთა კლუბი. მიზანი გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება, გარემოზე ჩვენს მოქმედებასა და გარემოს ჩვენზე გავლენას შორის არსებული კავშირის მიმართულებით. პროექტის ფარგლებში დაიგეგმა დაგანხორციელდა აქტივობები: 1. დასუფთავებისაქცია. ბუნებისმეტყველების პედაგოგ რუსუდან გურგენაშვილთან ერთად სკოლის ეკოკლუბელებმა მე-5 კლასის დასუფთავების აქციას გაუკეთეს ორგანიზება. მათ დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია . ის გარემო, რომელიც ადამიანის ხელითვე იყო დაბინძურებული. ბავშვები ემოციებს ვერ მალავდნენ, გარემოში არსებულმა მდგომარეობამ მათში დიდი გულისტკივილი გამოიწვია. გარემო დაბინძურებული იყო პოლიეთილენის პარკებით, პლასტმასის ბოთლებით და სხვა ისეთი ნივთებით, რომლის დაშლას წლები სჭირდება ან ზოგიერთი მათგანის ლპობა შეუძლებელია. მოსწავლეები აღნიშნავდნენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ დასუფთავების აქციებში მონაწილეობას. 2. კონფერენცია ,, დედამიწა საფრთხეშია“ ეკოკლუბელებმა და მათმა მეგობრებმა თანატოლებს საინტერესო პრეზენტაციები შესთავაზეს ჰაერისა და წყლის დაცვის აუცილებლობის შესახებ, რომელიც ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვასთან უშუალო კავშირშია და მიმოიხილეს ის საფრთხეები რაც შეიძლება გამოიწვიოს ჰაერის ან წყლის დაბინძურებამ. 3. ეკოკლუბელმა ქეთი ცერცვაძემ და ელენე მელაძემ თანატოლების ოთხ გუნდს ეკოლოგიური თამაში ,, რა, სად,როდის“ შესთავაზეს . კითხვებმა ეკოლოგიურ საითხებზე , მცენარეთა და ცხოველთა დაცვაზე მოსწავლეთა დაინტერესება გამოიწვია და მოსწავლეთა ცნობიერება გარემოს დაცვით მიმართულებით აამაღლა. ,,ყველა დღე უნდა ვაქციოთ დედამიწის დაცვის დღედ“ . ასკვნიან ანაბასისელი ეკოკლუბელები და მომავალშიც არაერთი იდეის განხორციელებას აპირებენ ამ მიმართულებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *