სკოლა ანაბასისის ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი მათემატიკის წამყვანი მასწავლებლის ნატო აბულაძის მიერ მე-8 კლასში ჩატარებულ გაკვეთილს დაუკვირდა და შეაფასა. მასწავლებელის მიერ გაკვეთილისთვის წინასწარ შერჩეული სწავლების ყველა სტრატეგია მიზნის შესაბამისი იყო . მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობის დროს იყენებდა მრავალფეროვან კითხვებს, რომლებიც მოსწავლეებისაგან დაფიქრებას, საკითხის გააზრებასა და მსჯელობას მოითხოვდა. მაღალი სააზროვნო დონის შეკითხვების გამოყენებით მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეთა მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას. გაკვეთილი წარიმართა ისე , რომ მოსწავლეები კოგნიტურად იყვნენ ჩართულები სასწავლო პროცესში. იგი თავიდან ბოლომდე ხალისიანად და დინამი-ურად მიმდინარეობდა, მასწავლებელი იყენებდა მრავალფეროვან სტრატეგიებს. პროცესი იყო ინტერაქტიური, რამაც უზრუნველყო გაკვეთილის მიზნის მიღწევა მოსწავლეებმა შეძლეს წრფივ ორუცნობიან განტოლებათა სისტემის ამოხსნის ჩასმისა და გრაფიკული ხერხების განმტკიცება და ალგებრული შეკრების ხერხის დაუფლება. ერთი და იგივე საკითხის სხვადასხვა მხრიდან დანახვამ ხელი შეუწყო საკითხის ღრმად გააზრებას.გაკვეთილზე წარმოჩინდა მოსწავლეების მიერ ელექტრონული პროგრამაში geogebra მუშაობის უნარების ფლობა, რამაც მათი ცოდნა გაკვეთილზე განხილულ საკითხთან დაკავშირებით მარტივად აღქმადი გახადა. წარმატებები პედაგოგს და მოსწავლეებს
Categories