Categories
სკოლა ანაბასისი

პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა

სკოლა ანაბასისი. პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა. 2022 წლის ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემაა ჩვენი პლანეტა, ჩვენი ჯანმრთელობა.ეს მოწოდება წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას მწვანე და ჯანსაღი საფარის აღდგენისთვის! სკოლა ანაბასისის ეზოში არაერთი ხე დაირგო . ერთ-ერთი მათგანი როგორც მოწყვლადი სახეობა შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“. ეს გახლავთ უთხოვარი ანუ ურთხელი. იგი გადაშენების ზღვარზე მდგომი მცენარეა. ლეგენდის თანახმად, XII საუკუნეში, თამარ მეფემ გლეხებს უთხოვარის ტყეების გაჩეხვა აუკრძალა. ამ ლეგენდას ვუმადლით და იმასაც, რომ საქართველო დღეს ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც უთხოვარის რელიქტური კორომებია შემორჩენილი.ჩვენი წინაპრები ჯერ კიდევ მაშინ ზრუნავდნენ საკუთარი ფლორის გაიშვითებული სახეობების დაცვა-შენარჩუნებაზე. სკოლის ეზოში ასეთი იშვიათი მცენარის დარგვის იდეა მე-4ა კლასის მოსწავლეებს ეკუთვნის. კლასის ხელმძღვანელი თეა გურაბანიძე . უთხოვარი მათი ხეა, რომელზე მზრუნველობაც თავის თავზე აიღეს ! მადლობა მოსწავლეებს, მშობლებს გარემოზე ზრუნვისათვის!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *